mobliurebi
mobliurebi

მარილით მკურნალობის 7 გასაოცარი ხერხი: ყელის ტკივილი, გაციება, სოკო და ა.შ. ყველა მათგანი ნამდვილად არ ვიცოდი..!

1. ანგინა

1 ჩაის კოვზი სუფრის მარილი გახსენით 1 ჭიქა ცხელ წყალში და დაუმატეთ 2 წვეთი იოდი. გამოივლეთ ყელში დღეში 3-4-ჯერ.

2. სოკოვანი დაავადებები

- ყოველდღიურად დაიბანეთ ფეხები სუფრის მარილის ხსნარით: 1 სუფრის კოვზი მარილი 1 ჭიქა წყალზე. წყალი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის. პროცედურის შემდეგ, ჩამოიბანეთ ფეხები სუფთა გრილი წყლით და აუცილებლად გაიმშრალეთ კარგად.

- დაჭერით 1 კბილი ახალი ნიორი. გახსენით 1 ჩაის კოვზი სუფრის მარილი 1 ლიტრ წყალში. ამ წყალს დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული ნიორი, აურიეთ და გადაწურეთ. მიღებულ ნარევს დაუმატეთ კიდევ 4 სუფრის კოვზი მარილიანი წყალი. ამ ნარევით დღეში 2-ჯერ მაინც უნდა დაასველოთ სოკოთი დაზიანებული უბნები.

3. ცხვირიდან გამონადენი

- ცხვირში ჩაიწვეთეთ ლიმონის წვენი. გაიკეთეთ პროცედურა რამდენჯერმე, შემდეგ გააზავეთ 1/2 ჩაის კოვზი სუფრის მარილი 1/2 ჭიქა თბილ წყალში, დაასველეთ 2 ტამპონი ამ ხსნარში და ჩადეთ ცხვირის თითოეულ ნესტოში, მონაცვლეობით. მარილი ხსნის ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებას.

- ძველი ხალხური საშუალება გაციების საწინააღმდეგოდ: არაყის ყლუპი გაიჩერეთ პირში 10-15 წუთის განმავლობაში, ხოლო ფეხები ჩააწყვეთ თბილ მარილიან წყალში. შემდეგ დალიეთ 2 ჭიქა ცხელი ჩაი პიტნისა და ჟოლოს ჯემით და დაიძინეთ თბილად, თავზე შალის ქუდით ან შარფით შემოხვეულმა.

4. დამწვრობა

დამწვარი ადგილი საპნით და მარილიანი წყლით დაიბანეთ.

5. გაციება

თასში მოათავსეთ სუფრის მარილი და დადგით ნელ ცეცხლზე, ზემოდან მოაყარეთ მშრალი სალბის ბალახის ფხვნილი. მოიხარეთ და შეისუნთქეთ გახურებული მარილიდან გამომავალი მცენარეული სითბო. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ არომატული ზეთები.

6. კანის დაბერება

ცოტა წყალში გახსენით 1 ჩაის კოვზი ზღვის მარილი. შეზეთეთ სახე მცენარეული ზეთით. დაასველეთ ბამბის ტამპონი მარილიან წყალში და წაისვით ტენიან სახესა და კისერზე წრიული მოძრაობებით. ბოლოს ჩამოიბანეთ გრი ლიწყლით და შეიზილეთ კანი თქვენი საყვარელი დამატენიანებლით.

7. ეგზემა

ზღვის მარილი დაფქვით ყავის საფქვავში ფხვნილის მდგომარეობამდე, შეურიეთ ძირტკბილას ბალახის ფხვნილს (თანაბარი ნაწილად). მიღებული ნარევი წაისვით ეგზემაზე.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება