გაანათეთ სახის კანი და გააუმჯობესეთ მისი მდგომარეობა ეფექტური ხელნაკეთი კრემით!
იოგურტი არის ამ კრემის მთავარი ინგრედიენტი, რომლითაც შეგიძლიათ ძალიან სწრაფად გამოაცოცხლოთ კანის მდგომარეობა და დაუბრუნოთ მას ძველებური ელფერი.
ასაკთან ერთად კოლაგენის და ელასტიურობის დაკარგვა, მკვდარი უჯრედების დაგროვება და მზის ზემოქმედება მხოლოდ რამდენიმეა, რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს კანის გარეგნობაზე და გამოიწვიოს ნაადრევი დაბერება.
ნატურალური კრემი იოგურტით და ნუშით კანის გასანათებლად:
ამ ნატურალურ კრემში გამოყენებული ინგრედიენტების კომბინაცია გვაძლევს საშუალებას მკვდარი უჯრედების მოსაშორებლად და სახის კანის გასაუმჯობესებლად.
ნატურალური იოგურტი - ნამდვილად ჯანსაღი პროდუქტია, რომელიც შეიცავს რძემჟავას, რომელიც არეგულირებს კანის ბუნებრივ pH-ს და ხელს უშლის ასაკობრივი ლაქების გაჩენას.
იგი ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო ბუნებრივ დამატენიანებელ საშუალებად, რადგან ეხმარება კანს შეინარჩუნოს ბუნებრივი ტენიანობა ბუნებრივი ზეთების წარმოებაზე გავლენის გარეშე.
მისი ცოცხალი კულტურები ხელს უწყობს ჯანსაღ კანს და ხელს უშლის აკნესა და ნაოჭების ადრეულ გაჩენას.
გარდა ამისა, ნუშის ფქვილი მდიდარია აუცილებელი ცხიმოვანი მჟავებითა და კანისთვის სასარგებლო ანტიოქსიდანტებით.
E ვიტამინის მაღალი შემცველობა იცავს კანს თავისუფალი რადიკალების მიერ გამოწვეული ოქსიდაციური სტრესისგან და ხელს უშლის უჯრედებისა და ქსოვილების განადგურებას. ბუნებრივი ზეთები აღადგენს მშრალ კანს და ეხმარება თავიდან აიცილოს ისეთი პრობლემები, როგორიცაა ეგზემა და ფსორიაზი.
კრემს ასევე დავამატებთ თაფლს და ლიმონის წვენს, რათა გავაძლიეროთ მისი გამაღიავებელი თვისებები.
როგორ მოვამზადოთ ეს ნატურალური კრემი?
ნატურალური პროდუქტების გამოყენების ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ მათი მომზადება მართლაც მარტივია და დიდ დროს არ იღებს.
ყველა ინგრედიენტი ადვილად მოსაპოვებელია, თუმცა სიფრთხილე გმართებთ და მხოლოდ 100%-ით ორგანული პროდუქტების არჩევა გჭირდებათ.
ინგრედიენტები:
- 1 ½ ჭიქა ნატურალური იოგურტი
- 4 ნუში
- 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
- 1 სუფრის კოვზი თაფლი
მომზადება:
ჯერ ნუში მოათავსეთ ყავის საფქვავში, რათა ფხვნილი მიიღოთ. ამის შემდეგ გადაიტანეთ ის თასში და დაუმატეთ იოგურტი, ლიმონის წვენი და თაფლი. შემდეგ გააჩერეთ ნარევი ცოტა ხნით და დარწმუნდით, რომ ყველაფერი კარგად არის შერეული.
გამოყენება:
საღამოს ძილის წინ კარგად მოიშორეთ მაკიაჟი და გაიწმინდეთ კანი. გაწმენდის შემდეგ წაისვით კრემის საკმარისი რაოდენობა და გააჩერეთ 20 წუთის განმავლობაში. ამ დროის გასვლის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
რჩევა: საუკეთესო შედეგისთვის, თქვენ უნდა გამოიყენოთ ეს კრემი, როგორც თქვენი ყოველდღიური კანის მოვლის ნაწილი. თუ ის დროდადრო გამოიყენება, შეიძლება არ მოგცეთ შესამჩნევი ეფექტი.
მოერიდეთ გამოყენებას დღის განმავლობაში, რადგან ლიმონის წვენზე შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მზის სხივებებმა. ეს პროდუქტი განკუთვნილია საღამოს გამოსაყენებლად, რადგან ის მხარს უჭერს სხეულის ბუნებრივ რეგენერაციის პროცესს ღამის განმავლობაში.
პირველი წასმის შემდეგ კანი ისეთი სუფთა და ნათელი გახდება, რომ ეს შეგრძნება ძალიან მოგეწონებათ. თუმცა, გამაღიავებელ ეფექტს შეიძლება რამდენიმე კვირა დასჭირდეს, სანამ ამას შეამჩნევთ.
ამ პროდუქტის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად გირჩევთ გამოიყენოთ კარგი მზისგან დამცავი საშუალება ყოველდღიურად, სახხლიდან გასვლის წინ, ასევე გირევთ გაიახლოთ ის ყოველ 3-4 საათში ერთხელ.