3 სასმელი ღვიძლის გასაწმენდად: ისინი გამოდევნის ყველა ზედმეტ და მავნე ცხიმს ორგანოდან და შეგინარჩუნებენ ჯანმრთელობას!
ჩვენი ორგანიზმი დიდ სტრესს განიცდის საკვების მონელების დროს, განსაკუთრებით სწრაფი კვების დროს და ღვიძლი არის ორგანო, რომელიც ყველაზე მეტად განიცდის ამ უკანასკნელს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია დროდადრო დეტოქსიკაციის ჩატარება.
სხეულის გაწმენდა ხელს შეუწყობს ღვიძლის ეფექტურ ფუნქციონირებას. თუ ღვიძლი გამართულად არ ფუნქციონირებს, ეს უარყოფითად მოქმედებს სხვა ორგანოებზე და იწვევს დარღვევებს და სხვადასხვა დაავადებას.
შემდეგი სასმელები დაგეხმარებათ გაასუფთავოთ ღვიძლი და მოიშოროთ ცხიმები და ტოქსინები ორგანიზმიდან.
1. ვიტამინებით სავსე სასმელი
- 1/2 ლიმონი
- ბულგარული წიწაკა - 1 ც.
- ვაშლი - 1 ც.
- კიტრი - 1 ც.
გამოწურეთ წვენი ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტებისგან. მნიშვნელოვანია სასმელის დალევა სუფთა სახით, რათა ანტიოქსიდანტებმა მიიღონ სათანადო ეფექტი. თუ ყოველდღიურად 2-3 ჭიქა ამ წვენს მიირთმევთ, თქვენი ღვიძლი გაიწმინდება და ორგანიზმიდან ტოქსინები გამოიდევნება. თქვენ ასევე გააუმჯობესებთ თქვენს ზოგად მდგომარეობას და მოიმატებთ სიცოცხლისუნარიანობას.
2. მწვანე ჩაი ციტრუსის არომატით
- 1 ლიმონის წვენი
- ბანანი - 1 ც.
- ცივი მწვანე ჩაი - 0,5 ჭიქატ
მწვანე ჩაის ექსტრაქტი ძალზე სწრაფად ასუფთავებს ორგანიზმს. შეურიეთ ინგრედიენტები ერთმანეთს და მიიღეთ დიდი სარგებელი ამ სასმლისგან.
3. გამწმენდი სასმელი კურკუმას შემცველობით
- წყალი - 1/2 ჭიქა
- კურკუმა - 1/2 ჩ.კ
- ჯანჯაფილი - ცოტა (გახეხილი 1 ჩ.კ-ს ოდენობით)
- ლიმონის წვენი - 1 ცალი
ეს სასმელი გაწმენდს თქვენს ღვიძლს და ამოიღებს ტოქსინებს ნაწლავებიდან. ასევე ხელს შეუშლის ნაღვლის ბუშტის კენჭების წარმოქმნას.