შვრიის კვასი ჯანმრთელობის გარნტია! ამ სასმელის მომზადებას დიდი დრო და განსაკუთრებული უნარები არ სჭირდება! ნახეთ რას კურნავს ის…

შვრიის კვასი ტრადიციული სასმელია. ძველ რეცეპტებში ამ მშვენიერი სასმელის მომზადების უამრავი საშუალება არსებობს. თანამედროვე დროში შვრიის კვასმა დაკარგა პოპულარობა და ეს სამწუხაროა, რადგან ეს სასმელი არა მხოლოდ კარგად უმკლავდება წყურვილის შეგრძნებას, არამედ მისი ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტების არსებობის გამო ის სასარგებლოა მთელი ჩვენი ორგანიზმისთვის.

ამ სასმელის მომზადებას დიდი დრო და განსაკუთრებული უნარები არ სჭირდება – კლასიკური შვრიის კვასის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ უმარტივესი რეცეპტი.

3 ლიტრიან ჭურჭელში ჩაყარეთ 400-500 გრ. გარეცხილი შვრია, დაუმატეთ 3-4 სუფრის კოვზი შაქარი, დაასხით ცივი გაწმენდილი წყალი, დააფარეთ ჭურჭელს თავი და დატოვეთ 3-4 დღე ოთახის ტემპერატურაზე, რომ შვრია დადუღდეს.

თუ მოგწონთ კვასის მკვეთრი გემო, მაშინ შეგიძლიათ დალიოთ პირველი პორცია. დარჩენილ შვრიას კი კვლავ დაუმატეთ შაქარი, წყალი და 4 დღის შემდეგ გადაწურეთ სითხე და კვასიც მზადაა.

kvasi

შვრიის კვასი, რომლის სასარგებლო თვისებებიც დიდი ხანია ცნობილია, შეიძლება დალიოს ყველამ, ბავშვებმაც კი. შვრიის კვასს შეუძლია შეცვალოს დილის ყავა. შვრიის შემადგენლობაში შემავალი სახამებლის წყალობით ადამიანი იღებს ენერგიას კოფეინის გარეშე. შვრიის კვასი რეკომენდირებულია დიაბეტით დაავადებულთათვისაც, რადგან ის ამცირებს სისხლში შაქრის დონეს. შვრიაში შემავალი ცილა სასარგებლო გავლენას ახდენს ქსოვილების აღდგენაზე, ბოჭკოვანი კი ამცირებს ქოლესტერინის დონეს. კიდევ რა არის სასარგებლო შვრიის კვასში? აქვს უნარი გააუმჯობესოს ორგანიზმში მეტაბოლური პროცესები, სწრაფად აღმოფხვრას ვიტამინის დეფიციტი და გააძლიეროს კბილის მინანქარი.

Facebook კომენტარები