რა უნდა გააკეთოთ ამ დროს? content nogi

რატომ იყინება ფეხები, როდესაც ამის მიზეზი არ არსებობს? დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ამ საერთო პრობლემაზე, მის მიზეზებსა და გადაჭრის გზებზე. ასევე გაიგებთ, ღირს თუ არა სერიოზულად ინერვიულოთ, თუ კი თქვენი ფეხები ცივია თბილ ამინდშიც კი.

თუ თქვენი ფეხები ცივდება არა მხოლოდ მწვავე ზამთრის ყინვაში, არამედ სიცხეშიც კი, ეს არის ერთ-ერთი მთვარი სიგნალი, რის გამოც თქვენს ჯანმრთელობას ყურადღება უნდა მიაქციოთ. ეს არ არის მხოლოდ დისკომფორტი, არამედ ორგანიზმში შესაძლო  გარკვეული სახის ცვლილებები იყოს. რატომ მეყინება ფეხები? რა მიზეზებმა შეიძლება გამოიწვიოს ეს?

გაყინული კიდურების მიზეზი ხშირადაა: დაბალი ჰემოგლობინი – ჩვენ ვსაუბრობთ ანემიაზე, სისხლის წითელი უჯრედების ნაკლებობაზე, რომლებიც ჟანგბადსა და საკვებ ნივთიერებებს ატარებენ სხეულში, როგორც კი ჰემოგლობინის დონე დაეცემა, ამის პირველი ნიშანი იქნება სიცივე; საკვები ნივთიერებების ნაკლებობა – ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობის შედეგად, სისხლი სრულად ვერ ვრცელდება სხეულში და თუ დიეტაზე ხართ, ეს სერიოზული მიზეზია მისი შეჩერების და ნორმალურ კვებაზე გადასვლისთვის; გულ-სისხლძარღვთა სისტემის ან ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები;
ქრონიკული სტრესი; მოწევა – ეს იწვევს ვაზოსპაზმს; ფეხები ასევე ცივი აქვთ მათ, ვინც ამინდზეა დამოკიდებული. და ეს მხოლოდ იმის სიგნალია, რომ თქვენ უბრალოდ თბილად ჩაცმა გჭირდებათ.

როგორ დავაღწიოთ თავი ამ პრობლემას?_ რა თქმა უნდა, საჭიროა ექიმთან მისვლა, რომელიც პრობლემის დიაგნოზირებაში დაგეხმარებათ და მკურნალობისთვის ზომებს მიიღებთ.

თქვენ თავად უნდა გააკეთოთ შემდეგი:

1. თუ აქტიური მწეველი ხართ, ამ ჩვევისგან თავის დანებების კიდევ ერთი მიზეზია. მოწევა ცუდად მოქმედებს სისხლძარღვებზე და გულის მუშაობაზე, რაც სისხლის მიმოქცევის დარღვევას იწვევს.

2. ყოველთვის ჩაიცვით ამინდის შესაბამისად, ნუ გაიციებთ თავს. შეარჩიეთ თბილი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი. ნუ შეეწირავთ სილამაზეს თქვენს ჯანმრთელობას.

3. დაკავდით სპორტით – ეს არის დაავადებების საუკეთესო პრევენცია, კიდურების შეშუპება, სტრესთან გამკლავების უნარი და მისი შედეგები.

4. საღამოს გააკეთეთ ფეხის აბაზანები და მიიღეთ კონტრასტული შხაპი. ეს ხელს შეუწყობს სისხლძარღვების ჯანმრთელობის შენარჩუნებას.

5. დაიზილეთ ფეხები და ქვედა კიდურები, გამოიყენეთ მასაჟის კრემები, რომლებიც ასტიმულირებენ სისხლის მიმოქცევას.

6. გაზარდეთ სხეულის იმუნური ძალები – მიირთვით მეტი ბოსტნეული და ხილი, მიიღეთ მულტივიტამინის კომპლექსები.

7. დიეტაში შეიტანეთ საკვები, რომელიც სისხლს „აფანტებს“ – ნიორი, კოჭა, წიწაკა. რა თქმა უნდა, მათზე უკუჩვენება არ უნდა გქონდეთ.

ასევე დააკვირდით თქვენს ემოციურ მდგომარეობას. სტრესი ცუდად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, რაც იწვევს მუშაობის დარღვევას და, შედეგად, ქვედა კიდურების ყინვას.

ფეხების ნებისმიერი “გაყინვა” მიუთითებს სისხლის მიმოქცევის დარღვევაზე.

მკურნალობისგან განსხვავებით, პროფილაქტიკური ზომები არ საჭიროებს სპეციალურ ფინანსურ ხარჯებს. უპირველეს ყოვლისა, თქვენ უნდა დააკვირდეთ გულსისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას. სწორედ მასთან დაკავშირებული პრობლემები იწვევს ცირკულაციის დაქვეითებას და, შედეგად, ცივ კიდურებს.

ასევე, პრევენციულ ღონისძიებებს შორის დავასახელებთ შემდეგს: დაკავდით სპორტით – იარეთ მეტი და იმოძრავეთ, რათა არ მოხდეს კიდურების შეშუპება; არ იჯდეთ ფეხებ გადაჯვარედინებული; უმოძრაო მუშაობის დროს, უფრო ხშირად წამოდექით, მოიარე ოფისში, გააკეთე მოკლე დათბობა ლანჩის დროს მაგ; დალიეთ ყავა ან ჩაი; ქვედა კიდურების, განსაკუთრებით ფეხების მასაჟი. როგორც კი შეამჩნევთ, რომ ფეხები გაციებულია მაშინაც კი, როდესაც თბილ ოთახში ხართ, არ უგულებელყოთ პრობლემა. მნიშვნელოვანია დაუყოვნებლივ გამოავლინოთ პრობლემის წყარო და მიმართოთ ექიმს სამკურნალოდ. ამრიგად, თქვენ თავიდან აიცილებთ ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს.

მნიშვნელოვანია თქვენი ფეხსაცმელი ფრთხილად შეარჩიოთ ისე, რომ ფეხი არ გაკუმშოთ. იგივე ეხება მჭიდროდ შეკრული ჩექმების ან მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარების სურვილს. თქვენი ფეხებისთვის ძალიან მჭიდრო ფეხსაცმელი ნამდვილად არ გამოდგება.

რატომ გიცივდებათ ფეხები და ღირს ამის გამო წუხილი? დიახ, პრობლემა გარკვეულ დისკომფორტს იწვევს. ამის გარდა, ეს შეიძლება იყოს  “პირველი ზარი”, რომელიც სერიოზულ დაავადებებზე მიგანიშნებთ.

ასე რომ, ცივი კიდურები სისხლის მიმოქცევის დარღვევის ნიშანია. ეს ნიშნავს, რომ სისხლძარღვებთან და გულის მუშაობასთან დაკავშირებული პრობლემები არსებობს. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს.

ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს კომფორტული ფეხსაცმლის ტარება, რომელიც ფეხზე არ მოგიჭერთ. უარი თქვით მოწევაზე, იმოძრავეთ მეტი, დაიმასაჟეთ ფეხები, დაამატეთ ვიტამინის კომპლექსები თქვენს დიეტას. თუ თქვენ ხშირად გიწევთ მჯდომარე სამუშაოს გაკეთება, პერიოდულად დაჭიმეთ კიდურები, არ იჯდეთ გადაჯვარედინებული ფეხებით.

Facebook კომენტარები