როგორ განვასხვავოთ ნამდვილი ხარისხიანი წითელი ხიზილალა ცუდისგან?! მას შეუძლია მოგიტანოთ სარგებელიც და ზიანიც!

მნიშვნელოვანი წესები, რომლებიც ყოველთვის უნდა გახსოვდეთ!

  • არ იყიდოთ წითელი ხიზილალა დიდი კონტეინერებიდან წონით. ყოველთვის არის იმის რისკი, რომ ის შერეული იყოს სხვა დაბალი ხარისხის ხიზილალასთან.
  • უმჯობესია ყოველთვის იყიდოთ მინის, გამჭვირვალე ქილაში შეფუთული ხიზილალა მცირე პორციით.

ხიზილალის გარდა შემადგენლობა უნდა შეიცავდეს: მარილს, E 200 (სორბინის მჟავა) და E211 (ნატრიუმის ბენზოატი). სხვა კომპონენტები ნამდვილად არ იქნება სასარგებლო თქვენი ჯანმრთელობისათვის, განსაკუთრებით თუ ხშირად მიირთმევთ მას.

  • ამასთანავე, თვალყური ადევნეთ შენახვის პერიოდს, ის არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს.
  • შეამოწმეთ თითოეული ქვირითის მთლიანობა. ქილაში ის ფაფისებური კონსისტენციის არ უნდა იყოს!
  • ბანკს არ უნდა ჰქონდეს ზედმეტი „გაზი“ ან სითხე.
  • მაღალი ხარისხის ხიზილალა არის პატარა, ბზარების გარეშე. შუშის ქილის მეშვეობით, ეს ჩვეულებრივ ყოველთვის თვალსაჩინოა ხოლმე. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ უდნდა იყიდოთ ის მინის ქილით.
  • თუ ხიზილალას ცხელ წყალში ჩავყრით და ის ნატურალურია, ოდნავ უნდა გათეთრდეს და ჭურჭლის ძირზე ჩავიდეს, ხელოვნური კი უნდა ამოტივტივდეს.
  • ასევე, წყალი არ უნდა გახდეს გამჭვირვალე, არამედ უნდა მიიღოთ მოღრუბლული წითელი ელფერის მქონე სითხე.

და ყველაზე მთავარია!

არ იყიდოთ უცნობი ბრენდები! ათწლეულების განმავლობაში დადასტურებული ბრენდები ხარისხის გარანტიაა!

გახსოვდეთ, რომ მაღალი ხარისხის ხიზილალა არ შეიძლება ღირდეს იაფი!

Facebook კომენტარები