mobliurebi
mobliurebi

ჯანჯაფილის ჩაი ასუფთავებს ღვიძლს, ანადგურებს კენჭებს თირკმელებში და სხვა! ნახეთ რეცეპტი!

ეს საოცრად ჯანსაღი ჩაი, ჯანჯაფილისგან შედგება, რაც მას ძლიერი ანტიბაქტერიული, ანტიპარაზიტული და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით ამდიდრებს. ამ ჩაიში შემავალი ჯანჯაფილი ხელს უწყობს ტკივილის შემსუბუქებას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ორგანიზმის იმუნურ სისტემას და დადასტურებულია, რომ ებრძვის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებსაც.

1 ჭიქა ჯანჯაფილის ჩაი დაგეხმარებათ სწრაფად გადალახოთ ჯანმრთელობის ისეთი პრობლემა, როგორიცაა ასთმა. ეს არის მაგნიუმის, C ვიტამინის და სხვადასხვა მინერალების მდიდარი წყარო, რაც მას შესაფერისს ხდის გრძელვადიანი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

გარდა ამისა, ჯანჯაფილის ჩაი ასევე სასარგებლოა ღვიძლის გასაწმენდად და თირკმლის ქვების დასაშლელად.

ჯანჯაფილის ჯანმრთელობის სარგებელი.

ჯანჯაფილის ჩაის აქვს ჯანმრთელობის უზარმაზარი სარგებელი. ის პოპულარულია ალტერნატიულ მედიცინაში და გამოიყენება ჯანმრთელობის მრავალი პრობლემის სამკურნალოდ. გთავაზობთ იმ დაავადებების ჩამონათვალს, რომელთა განკურნებაც შესაძლებელია ჯანჯაფილის მარტივი ჩაით.

  • მოგეხსენებათ, ჯანჯაფილის ჩაი ეფექტური სამკურნალო საშუალებაა ვირუსული დაავადებებისთვის, როგორიცაა გაციება, გრიპი და ჰერპესი.
  • ინარჩუნებს გულის სიჯანსაღეს და გეხმარება თავიდან აგაცილოთ ინსულტის რისკი.
  • ჯანჯაფილის ჩაი ასევე გამოიყენება თავის ტკივილისა და კუნთების ტკივილის სამკურნალოდ მისი ტკივილგამაყუჩებელი თვისებების გამო.
  • ჯანჯაფილის ჩაი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რაც აუმჯობესებს იმუნიტეტს და ებრძვის ინფექციას.
  • ჯანჯაფილის ჩაის აქვს გამათბობელი თვისებები, რაც ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და ვიტამინების, მინერალებისა და ჟანგბადის სათანადო მიწოდებას სხეულის სხვადასხვა ნაწილში.

ჯანჯაფილის ჩაის რეცეპტი:

წარმოგიდგენთ ჯანჯაფილის ჩაის მარტივ რეცეპტს. მისი ინგრედიენტები ძალიან ხელმისაწვდომია, ამიტომ, თქვენ შეგიძლიათ მოამზადოთ ის, ნებისმიერ დროს, როცა მოგესურვებათ.

დაგჭირდებათ:

  • თაფლი - 1 ს.კ.
  • კურკუმას ფხვნილი ¼ ჩ/კ
  • ჯანჯაფილის ფხვნილი - ¼ ჩ/კ
  • ლიმონი - 1ც (სურვილისამებრ)
  • ქოქოსის რძე - 2 ს.კ
  • წყალი - 1 ჭიქა

ინსტრუქციები:

janjafilis chais sargebeli

  1. აიღეთ 1 ჭიქა წყალი და გაათბეთ დაბალ ცეცხლზე.
  2. როგორც კი წყალი ადუღებას დაიწყებს, დაამატეთ ¼ ჩ/კ. კურკუმა და ჯანჯაფილის ფხვნილი.
  3. გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე მინიმუმ 7 წუთის განმავლობაში.
  4. გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ქოქოსის რძე.
  5. ჯანჯაფილის ჩაი გადაწურეთ და ბოლოს დაუმატეთ 1 ს.კ. თაფლი და სურვილისამებრ დაუმატეთ ლიმონის ნაჭერიც.

თქვენი ჯანჯაფილის ჩაი მზად არის! ისიამოვნეთ ამ ჯანსაღი სასმლის გემოვნური და სასარგებლო თვისებებით!

ჯანჯაფილის ჩაი შეგიძლიათ დალიოთ ყოველდღე. მაგრამ, თუ არ გსურთ მისი რეგულარულად დალევა, გამოიყენეთ ის ცივ სეზონზე მაოიც, რათა თავიდან აიცილოთ ჯანმრთელობის სეზონური პრობლემები. ის დგაიცავს ინფექციისგან.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სასარგებლო რჩევა თქვენს მეგობრებს!

გისურვებთ ჯანმრთელობას!

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება