თუ გსურთ გრძელი, სქელი და ბზინვარე თმა, ეს საშუალება ძალიან სწრაფად მოგცემთ სასურველ შედეგს!

თუ გსურთ გრძელი, სქელი და ბზინვარე თმა, ეს საშუალება ძალიან სწრაფად მოგცემთ სასურველ შედეგს!

5 ყველაზე ეფექტური თმის ნიღაბი, რომელიც ხელს შეუწყობს თმის ზრდას, სიჯანსაღესა და ბზინვარებას.

გრძელი და ლამაზი თმა ბევრი ქალის ოცნებაა, და არა მხოლოდ ქალი, მამაკაცებსაც სურთ მათი თმა იდეალურად გამოიყურებოდეს. იმისათვის რომ ეს რეალობად იქცეს, ზოგი მეზოთერაპიის სასწაულებს იჯერებს, ზოგი ძვირადღირებულ ნიღბებს ყიდულობს თმის ზრდისთვის, ზოგიც კიდევ არაფერს აკეთება, რადგან თვლიან, რომ არ აქვთ საშუალება საკუთარი თავი ასე გაანებივრონ.

ტრიქოლოგები ამბობენ, რომ თუ გაქვთ სურვილი, აუცილებლად უნდა ეცადოთ მის ასრულებას! საიდან უნდა დაიწყოთ? – ბუნებრივი საშუალებებით! 

ბუნებრივი საშუალებები არ ვნებენ ჯანმრთელობას და საჭირო კომპონენტებიც თქვენს ხელთაა, რჩება მხოლოდ მისი გამოყენება!

ჩვენ მოვამზადეთ თქვენთვის 5 ყველაზე ეფექტური თმის ნიღაბი, რომელიც დაგეხმარებათ თმის ზრდაში. შეამოწმეთ სრული სია და აირჩიეთ ის, რაც თქვენთვის შესაფერისია!

გახსოვდეთ, რომ ყველა სხეული განსხვავებულია. სანამ ნიღაბს სკალპზე წაისვამთ, დატესტეთ მაჯაზე. თუ რამდენიმე წუთის შემდეგ არ გექნებათ ალერგიული რეაქცია, შეგიძლიათ გამოიყენოთ იგი თავისუფლად!

1. ალოეს ნიღაბი

ინგრედიენტები:

  • ალოეს ფოთოლი.

მომზადება და გამოყენება:

ალოეს ფოთოლი გაჭერით ორ ნაწილად და გამოწურეთ წვენი. შემდეგ წაისვით თმის ძირებზე და შეიზილეთ სკალპი. ჩამოიბანეთ შამპუნით 2 საათის შემდეგ. თუ სახლში არ მოგეპოვებათ ეს მცენარე, შეგიძლიათ შეიძინოთ ალოეს ექსტრაქტი ამპულაში, რომელიც იყიდება ნებისმიერ აფთიაქში.

2. მდოგვის ნიღაბი

ინგრედიენტები:

  •  2 ს.კ. მდოგვის ფხვნილი;
  • 2 ს.კ. ცხელი წყალი;
  • 1 ჩ.კ მცენარეული ზეთი.

მომზადება და გამოყენება:

მდოგვის ფხვნილი გახსენით ცხელ წყალში, მაგრამ არა მდუღარეში. შემდეგი, დაამატეთ მცენარეული ზეთი. საუკეთესო იქნება ოროვანდის, აბუსალათინის ან ზეთისხილის ზეთი. შეიფუთეთ თავი პარკით, შემოიხვიეთ ზემოდან პირსახოცი და 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ კარგად შამპუნის დახმარებით. ეს ნიღაბი აუმჯობესებს თმის ზრდას, აქვს მატონიზირებელი ეფექტი და კარგია ცხიმიანი სკალპისთვის.

3. ლიმონის ნიღაბი

ინგრედიენტები:

  • ½ პატარა ხახვი;
  • 20 წვეთი ლიმონის წვენი;
  • 1 ჩ.კ ოროვანდის ზეთი;
  • ვაშლის ძმარი.

მომზადება და გამოყენება:

აურიეთ ნახევარი ხახვის წვენი, დაუმატეთ ლიმონის წვენი, შემდეგ კი ბურდოკის ზეთი. გაათბეთ ნარევი ორთქლის აბაზანაში და წაისვით თმის ძირებზე. ჩამოიბანეთ ერთი საათის შემდეგ. შემდეგ ჩამოიბანეთ თმა ვაშლის ძმრით, რომელიც როგორც იცით წყალში უნდა გააზავოთ და მოერიდეთ თვალებში მოხვედრას. არ ინერვიულოთ სუნის გამო, რამდენიმე წუთში ის უკვალოდ გაქრება.

4. ნიღაბი დარიჩინით

ინგრედიენტები:

  • 2 ჩ.კ დარიჩინი;
  • 4 ჩ/კ ლურჯი თიხა;
  • 1 ჩ.კ ოროვანდის ზეთი;
  • 4 წვეთი როზმარინის ზეთი.

მომზადება და გამოყენება:

შეურიეთ ნიღბის ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს, შეათბეთ წყლის აბაზანაზე და წაისვით თმის ძირებზე. შეიხვიეთ თმა პარკით, შემდეგ პირსახოცით და ერთი საათის შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ შამპუნით. გაითვალისწინეთ, დარიჩინს შეუძლია თმა ერთი ტონით გააღიაოს.

5. დაფნის ფოთლის ნიღაბი

ინგრედიენტები:

  • 5 ცალი. დაფნის ფოთოლი;
  • 1 ჭიქა მდუღარე წყალი;
  • 1 ნაჭერი შავი პური.

მომზადება და გამოყენება:

დაფნის ფოთოლს დაასხით მდუღარე წყალი, დააფარეთ კონტეინერი თავსახური და გააჩერეთ 1 საათი. დაალბეთ შავი პურის ნატეხი ნაყენში. შემდეგ წაისვით ის თავის სკალპზე და გაიჩერეთ ნახევარი საათის განმავლობაში, ბოლოს დაიბანეთ თმა ჩვეულებრივად, შამპუნის დახმარებით.

შეინახეთ ეს რეცეპტები და გაუზიარე სხვებსაც! მათი დახმარებით შეგიძლიათ გაიზარდოთ ლამაზი და ჯანსაღი თმა. მაგრამ გახსოვდეთ, რომ მთავარია კანონზომიერება.

გახსოვდეთ, რომ ეს პროცედურა კვირაში ერთხელ ან ორჯერ უნდა ჩატარდეს, გააჩნია თმის დაზიანებას და არავითარ შემთხვევაში მეტჯერ! 

Facebook კომენტარები