ეს საშუალება ხელს უწყობს ღვიძლის გაწმენდას, ჭარბი წონის მოცილებას და ორგანიზმის გაახალგაზრდავებას! მიიღეთ თვეში 4 დღე!

თუ ამ საშუალებას თვეში 4 დღე მაინც მიიღებთ, თავს ბევრად უკეთ იგრძნობთ!

ღვიძლი არის მთავარი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენს ორგანიზმში სისხლის ფილტრაციაზე. ითვლება, რომ ჩვენი ღვიძლი განკუთვნილია 600 წლის აქტიური მუშაობისთვის, მაგრამ ცოტა ადამიანი ახერხებს ამ ორგანოს კარგ მდგომარეობაში შენარჩუნებას რამდენიმე ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში.

ჩვენ გაჩვენებთ რეცეპტს, რომელიც დაგეხმარებათ ღვიძლის გაწმენდასა და მთელი ორგანიზმის ფუნქციონირების გაუმჯობესებაში. სულ რამდენიმე დღეში იგრძნობთ ძალის მატებას, საჭმლის მომნელებელი სისტემა გაუმჯობესდება და გულის მუშაობა გაუმჯობესდება.

ღვიძლს აღვადგენთ ხალხური საშუალებებით!

ჩვენ გასწავლით როგორ მოამზადოთ ქიშმიშის სამკურნალო საშუალება, რომელიც ხელს შეუწყობს სისხლისა და ღვიძლის გაწმენდას მავნე ნივთიერებებისგან. გარდა ამისა, ეს სასმელი საკმაოდ გემრიელიცაა!

ქიშმიშის ყიდვისას ყურადღება უნდა მიაქციოთ მის ფერს: უპირატესობა მიანიჭეთ უფრო მუქ, ბუნებრივ ელფერის ნაყოფს. მოერიდეთ ძალიან რეგულარულ ფორმას ან ქიშმიშის ძლიერ ბზინვარებას. სამწუხაროდ, ჩირს ხშირად ამუშავებენ სპეციალური პროდუქტებით ლამაზი შესახედაობის მისაღებად და ის არ შეიცავს იმდენ სასარგებლო ვიტამინს, როგორსაც ბუნებრივი ქიშმიში.

ქიშმიშის საფუძველზე დამზადებული სამკურნალო წამალი:

  • 150 გრ ქიშმიში,
  • წყალი.

მომზადება:

მომზადება უნდა დაიწყოთ საღამოს.

  1. ქიშმიშს კარგად ვრეცხავთ და ვათავსებთ ქვაბში, სადაც ადუღებული წყლია. (წყალი უნდა ფარავდეს ქიშმიშს)
  2. ქიშმიში გააჩერეთ ცეცხლზე კიდევ 20 წუთის განმავლობაში.
  3. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გააჩერეთ დილამდე.
  4. დილით სასმელი აუცილებლად უნდა გადაწუროთ.

ჩვენი გემრიელი და სამკურნალო ქიშმიშის სასმელი მზად არის!

დალიეთ ოდნავ თბილი სასმელი დილით უზმოზე, საუზმემდე ნახევარი საათით ადრე.

მოხარშული ქიშმიშის დამატება მარცვლეულთან შეიძლება: საუზმე უფრო გემრიელი და ჯანსაღი იქნება!

ღვიძლის უფრო ღრმა გაწმენდისთვის გირჩევთ კვებაში დაამატოთ შემდეგი საკვები:

  • სტაფილო,
  • ჭარხალი,
  • ვაშლი,
  • კომბოსტო,
  • ისპანახი,
  • ქლიავი.

მიზანშეწონილია არ მიირთვათ ბევრი ხორცი და რძის პროდუქტები.

გაუზიარე ეს სამკურნალო რეცეპტი მეგობრებს და იყავი ჯანმრთელი!

Facebook კომენტარები