მოიშირეთ ასაკობრივი ლაქები უმი კარტოფილის დახმარებით! ეს მართლაც ეფექტურია!

შესაძლოა, აზრადაც არ მოგსვლიათ უმი კარტოფილის გამოყენება ასაკობრივი ლაქების მოსაშორებლად, თუმცა ეს მეთოდი დიდი ხანია გამოიყენება და საკამოდ ეფეტურია ამ პრობლემასთან საბრძოლველად!

სინამდვილეში, უმი კარტოფილი, არა მხოლოდ ასაკობრივ ლაქებს არამედ სხვა უამრავ სახის კანის პრობლემას უმკლავდება. თუმცა, ამ სტატიაში, ერთ საოცარ რეცეპტს გაგიმხელთ…

როგორ გამოიყენოთ უმი კარტოფილი ასაკობრივი ლაქების მოსაშორებლად?

უმი კარტოფილის ერთ-ერთი სასარგებლო თვისება სახეზე ასაკობრივი ლაქების გაღიავებაა, რომლებიც ასაკთან ერთად ჩნდება. შედეგად, ლაქები ნაკლებად შესამჩნევი ხდება.

რა დაგჭირდებათ?

  • პატარა კარტოფილი
  • 1 კიტრი
  • 1 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი

როგორ მზადდება?

kartofili

  1. პირველი ნაბიჯი არის კარტოფილის წვრილად გახეხვა.
  2. შემდეგ იგივე გააკეთეთ კიტრით.
  3. ორივე ინგრედიენტი მოათავსეთ პატარა თასში და დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი.
  4. აურიეთ ყველა ინგრედიენტი კარგად, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას.
  5. დაასველეთ პროდუქტში ბამბის დისკები და წაისვით სახეზე.
  6. გაიჩერეთ ნიღაბი 15-20 წუთის განმავლობაში, რათა მიიღოთ საუკეთესო შედეგი.
  7. როდესაც მითითებული დრო გავა, ჩამოიბანეთ სახე თბილი წყლით და გაიმშრალეთ რბილი, სუფთა პირსახოცით, ან უმჯობესია ერთჯერადი ხელსახოცით.
  8. ბოლოს დაიტენიანეთ სახე თქვენი საყვარელი სახის დამატენიანებლით.

ეს რეცეპტი მე და დედამ საკუთარ თავზე გამოვცადეთ და საბოლოოდ დავანებეთ თავი სააფთიაქო ქსელში ამ პრობლემისათვის განკუთვვნილი კრემების ყიდვას, რადგან ისეთ ეფექტს არ იძლეოდნენ, როგორსაც ეს საოცაარი ბუნებრივი და მარტივად მოსაპოვებელი საშუალება.

სცადეთ თქვენც! იყავით მუდამ ახალგაზრდა!

Facebook კომენტარები