თქვენ შეგიძლიათ ქოლესტერინის შემცირება და წნევის კონტროლი ამ სასმელით!

თანამედროვე კვება მდიდარია არასასარგებლო ცხიმებით, მარილით და შაქრით. ფაქტია, რომ ისინი საზიანოა და ხელს უწყობს ჯანმრთელობის ბევრ პრობლემას. სამწუხაროდ, ეს კვების კულტურა მთელ მსოფლიოშია გავრცელებული.

თქვენ შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ გულის დაავადება ჯანსაღი წონის შენარჩუნებით, ვარჯიშით, ქოლესტერინის შემცირებით და არტერიული წნევის კონტროლით.

მაგრამ თუ უკვე გაქვთ ჯანმრთელობის ეს პრობლემები, სცადეთ ბუნებრივი საშუალება. ეს მარტივია და ამბობენ, რომ სასწაულებს ახდენს.

დაგჭირდებათ:

  • 1 სუფრის კოვზი ორგანული ვაშლის ძმარი
  • 1 სუფრის კოვზი ორგანული თაფლი
  • ½ ჩაის კოვზი ახლად გამოწურული ლიმონის წვენი
  • ½ ჩაის კოვზი ორგანული ჯანჯაფილი, გახეხილი
  • 1 კბილი ნიორი, დაჭრილი

limoni da janjafili

მომზადება და გამოყენება:

  1. ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ბლენდერში და აურიეთ დაბალ სიჩქარეზე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  2. მიღებული მასა მოათავსეთ ქილაში და შედგით მაცივარში.
  3. რეკომენდებულია ამ საშუალების მცირე რაოდენობით მიღება დღის განმავლობაში, ყოველი ჭამის წინ.

Შენიშვნა: თუ გემო არ მოგწონთ, შეგიძლიათ დალევის წინ აურიოთ 1 ჭიქა წყალსი ან შეურიოთ თქვენს საყვარელ კოქტეილს.

დამატებითი ინფორმაცია:

  • ჯანჯაფილი მნიშვნელოვნად ამცირებს ტრიგლიცერიდების და ქოლესტერინის დონეს დიაბეტით, ნეფროზული სინდრომით და ჰიპოთირეოზით დაავადებულ პაციენტებში.
  • ვაშლის ძმარი აკონტროლებს სისხლში შაქარს, ინსულინს, ტრიგლიცერიდებს და ქოლესტერინის დონეს ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში.
  • უმი ნიორი ამცირებს ტრიგლიცერიდებს, ქოლესტერინს და სისხლში შაქარს, ცხოველებზე ჩატარებული კვლევის მიხედვით. გარდა ამისა, ნიორს შეუძლია ათეროსკლეროზის სიმპტომების პრევენცია და მკურნალობა.
  • თაფლი იცავს სისხლძარღვებს ქოლესტერინის დაგროვებისგან.

ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების შემცირებით, თქვენ ამცირებთ გულის დაავადების რისკს!

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ისაა, რომ თავიდან აიცილოთ გადამუშავებული საკვები და შეიტანოთ ჯანსაღი ცხიმები თქვენს კვების რაციონში.

Facebook კომენტარები