5 ინგრედიენტისგან დამზადებული ძლიერი სასმელი მყისიერად გაასუფთავებს ნაწლავებს! ძალიან ეფექტური ხალხური სამკურნალო მეთოდი!
ეს რეცეპტი ღვთის საჩუქარია! განსაკუთრებით თუ გსურთ მყისიერი და შესამჩნევი შედეგი!
ბევრს წარმოდგენაც არ აქვს, დროთა განმავლობაში რა ოდენობის წიდები გროვდება ნაწლავებში, რომელთა დროული გამოდევნით უმჯობესდება როგორც ნაწლავის ფუნქციები, ისე, საზოგადოდ, საჭმლის მონელების პროცესიც.
ცუდი ეკოლოგია, უვარგისი საკვები, უსუფთაო წყალი და სხვ. ხელს უწყობს ორგანიზმში მავნე ნივთიერებების დაგროვებას და საჭირო ხდება ამ "მავნებლებისგან" გაწმენდა.
ორგანიზმის გაწმენდა უნდა დაიწყოთ კუჭ-ნაწლავის გაწმენდით, რადგან სწორედ აქ გროვდება მთელი ორგანიზმის "ნარჩენები".
ნაწლავებს პერიოდულად გაწმენდა სჭირდება, ამის უამრავი საშუალება არსებობს, ბუნებრივი სამკურნალო საშუალებების ექსპერტი - ვიქტორია სემენოვა, გვთავაზობს ნაწლავების რადიკალური გაწმენდის რეცეპტს.
ყველა ინგრედიენტი ხელმისაწვდომია! თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ ისინი თქვენს სამზარეულოში!
ინგრედიენტები და მომზადება:
- აიღეთ 500 გრ ახალი სტაფილო და ამდენივე უმი ჭარხალი.
- დაჭერით ეს ბოსტნეული წვრილად და მოათავსეთ ემალის ქვაბში.
- დაამატეთ მდუღარე წყალი ისე, რომ ის ბოსტნეულზე ორი თითით მაღლა იყოს.
- შემდეგ დაუმატეთ ერთი მუჭა ქიშმიში.
- ქვაბი დადგით ცეცხლზე, რომ წყალი ადუღდეს.
- როგორც კი ადუღდება, გადმოდგით ის ცეცხლიდან.
- ნარევს დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი თაფლი და გააჩერეთ 12 საათი გრილ ადგილას.
- შემდეგ გადაწურეთ სითხე.
გამოყენება:
- დალიეთ ნახევარი ჭიქა დღეში სამჯერ.
- გააგრძელეთ მკურნალობა 1 თვის განმავლობაში!
- დარჩენილი ნარევი შეინახეთ მაცივარში.