დაემშვიდობეთ გასტრიტს და გულძმარვას ბრინჯის ამ მარტივი საშუალების დახმარებით!

სანამ ამ სტატიას დავიწყებდეთ და გეტყვით, თუ როგორ უნდა გააკეთოთ ეს საშუალება, მინდა რამდენიმე სიტყვა გითხრათ გასტრიტის შესახებ.

პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, რომ გასტრიტი არის კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება. გასტრიტი ყველაზე ხშირად იმავე ბაქტერიით ინფექციის შედეგია, რომელიც კუჭის წყლულების უმეტესობას იწვევს.

აქ არის ყველაზე გავრცელებული რისკ-ფაქტორები: დაზიანება, გარკვეული ტკივილგამაყუჩებლების რეგულარული გამოყენება და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება.

გასტრიტი შეიძლება მოულოდნელად დაგემართოთ (მწვავე გასტრიტი), ან დროთა განმავლობაში ნელა (ქრონიკული გასტრიტი). ზოგიერთ მძიმე შემთხვევებში გასტრიტმა შეიძლება გამოიწვიოს წყლულები.

თუ ეს დაავადება უყურადღებოდ დარჩა, შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული შედეგები. მედიკამენტები დაგეხმარებათ სიმპტომების ჩახშობაში, მაგრამ ისინი არ გამოასწორებენ მიზეზს.

  • ბრინჯის წყალი
    ბევრი ადამიანი მთელს მსოფლიოში იყენებს ბრინჯის წყალს გასტრიტის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის. აი, რა უნდა გააკეთოთ – 400 მლ მდუღარე წყალს დაუმატეთ 1 ჭიქა ბრინჯი. ადუღეთ 8 წუთი და შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან. გაწურეთ ნარევი და დალიეთ სითხე დღეში 2-ჯერ.
  • სელის თესლი
    ადამიანები ასევე იყენებენ სელის თესლს მჟავას რეფლუქსის მოსაშორებლად და საჭმლის მომნელებელი სხვა პრობლემების სამკურნალოდ. აი, რა უნდა გააკეთოთ – დაამატეთ 1 სუფრის კოვზი სელის თესლი 1 ჭიქა წყალში და დატოვეთ მინიმუმ 12 საათი. დალიეთ ოთახის ტემპერატურის.
  • სტაფილო
    დიახ, სტაფილო აუცილებლად უნდა დაამატოთ თქვენს ჯანსაღ დიეტას! სტაფილო მოქმედებს როგორც ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და შარდმდენი საშუალება და ეს დაგეხმარებათ სიმპტომების შემცირებაში. ეს ძალიან მარტივია – უბრალოდ დაამატეთ სტაფილო თქვენს საყვარელ სალათს ან სხვა კერძებს.
  • კომბოსტოს ახალი წვენი
    ყოველ დილით უზმოზე 100 მლ ახალი უმი კომბოსტოს წვენს შეუძლია სწრაფად გაათავისუფლოს გასტრიტით გამოწვეული დისკომფორტი. ეს არის ტრადიციული საშუალება, რომელსაც ბევრი ექიმი გირჩევთ. კომბოსტო არის გლუტამინის მდიდარი წყარო, რომელიც ხელს უწყობს კუჭის ლორწოვანი გარსის შეხორცებას და გაღიზიანების შემცირებას.

რაზე უნდა ვთქვათ უარი გასტრიტის არსებობისას?

  1. ხორცი, ხორცპროდუქტები და ცხოველური წარმოშობის პროდუქტები (რძის პროდუქტები და კვერცხი);
  2. სწრაფი კვება (საჭმელები, სამრეწველო სოუსები, სწრაფი მომზადების სუპები და ა.შ.)
  3. თეთრი ფქვილისგან დამზადებული პროდუქტები;
  4. ცხოველური ცხიმები, რაფინირებული ზეთები და მარგარინი;
  5. ალკოჰოლი და კოფეინი.
Facebook კომენტარები