4 მარტივი პროდუქტი 5 წუთში გაგათეთრებს კბილებს! 

პირის ღრუს არასაკმარისმა ჰიგიენამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო პრობლემები და გაზარდოს კბილებზე ნადების გაჩენის რისკი, თუმცა ზოგიერთ ადამიანს ამის მიმართ გენეტიკური მიდრეკილება აქვს.

ნადები, როგორც წესი, კბილებიდან ძვირადღირებული სტომატოლოგიური პროცედურების საშუალებით იშლება, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ მისი მოშორება და კბილების გათეთრება ერთდროულად მარტივი ბუნებრივი ნარევით შეგიძლიათ.

არსებობს სამი სახის კბილის ნადები:

  1. რბილი ნადები ანუ თეთრი,  რომელსაც საკვების ნარჩენი პროდუქტები და ბაქტერიები ქმნის.
  2. მწეველებისთვის დამახასიათებელი ნადები – მოყავისფრო-მოშავო შეფერილობისაა. გამომწვევი თამბაქოა.
  3. მომწვანო-მოშავო ფერის ნადები ბავშვებთან, ე.წ. “პრისლის ნადები”, არა მხოლოდ ესთეტიკური პრობლემაა, კარიესის ხელშემწყობი ფაქტორიცაა. ჩნდება სკოლამდელ ასაკში.

დღეს ჩვენ ვაპირებთ გაჩვენოთ კბილებიდან ნადების მოსაშორებლად 4 ბუნებრივი გზა, რომელიც ასევე გაათეთრებს კბილებს და გააუმჯობესებს პირის ღრუს ჯანმრთელობას.

4 ბუნებრივი გზა კბილებიდან ნადების მოსაშორებლად:

  1. ლიმონის წვენი
    ლიმონს აქვს შესანიშნავი მათეთრებელი თვისებები და ასევე გვეხმარება კბილებიდან ნადების ამოღებაში. თუმცა, ამ მეთოდის ხშირად გამოყენება არ შეიძლება, რადგან ციტრუსებში შემავალმა მჟავებმა შეიძლება დააზიანოს თქვენი კბილის მინანქარი და გამოიწვიოს პრობლემები. შეურიეთ ½ ჭიქა ლიმონის წვენი ½ ჭიქა თბილ წყალს, შემდეგ ხსნარი გაიჩერეთ პირის ღრუში ყოველდღე 5 წუთის განმავლობაში. აუცილებელია ყოველ დღე გააკეთოთ ახალ-ახალი ხსნარი, რადგან არ დაეკარგოს სამკურნალო ძალა.
  2. მარწყვი
    მარწყვი შეიცავს სპეციალურ ნაერთებს, რომლებიც ადვილად აშორებენ ნადებს კბილებიდან. ისინი არ არიან ისეთი კაუსტიკური, როგორც ლიმონის წვენი, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ უსაფრთხოდ გამოიყენოთ მარწყვი ხშირად. კბილებიდან ნადების მოსაშორებლად, უბრალოდ შეიზილეთ ისინი მარწყვით 7 წუთის განმავლობაში.
  3. ოხრახუშის ფოთლები
    დაჭერით ოხრახუშის ფოთლები და წაისვით კბილებზე, შემდეგ გაიჩერეთ 5 წუთი, ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ამ პროცესის ყოველდღე გამეორებით თქვენ ეფექტურად შეამცირებთ ნადებს კბილებზე.
  4. ნადების საწინააღმდეგო სახლის საშუალება

ინგრედიენტები:

  • 2 ჩაის კოვზი ცქრიალა წყალი
  • 2 ჩაის კოვზი საცხობი სოდა
  • 1 ჩაის კოვზი კბილის პასტა
  • 1 სუფრის კოვზი წყალი

მომზადება და გამოყენება:

ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ თასში, სანამ არ მიიღებთ პასტს, შემდეგ გაიხეხეთ კბილები 4 წუთის განმავლობაში ამ საშუალებით. გაიმეორეთ მკურნალობა კვირაში ერთხელ და თქვენი კბილები თავისუფალი იქნება ნადებისგან.

Facebook კომენტარები