თქვენ შეგიძლიათ იზრუნოთ თქვენს ტუჩებზე სახლის პირობებში ძალიან მარტივი ხერხებით! შეინარცუნეთ მათი სილამაზე და სინაზე მარტივად!
რეცეპტი ლამაზი და ნაზი ტუჩებისთვის.
წარმოგიდგენთ 10 საშინაო საშუალებას, რომლითა გამოიყენებაც შეგიძლიათ თქვენი ტუჩების ელასტიურობის შესანარჩუნებლად:
1. ნუშის ზეთი
თუ ტუჩები ძალიან გამომშრალი გაქვთ, 5-6 წვეთი ნუშის ზეთი შეურიეთ ერთ სუფრის კოვზ თაფლს და შემდეგ წაისვით ნაზავი ტუჩებზე. გაიმეორეთ ეს პროცედურა და რამდენიმე დღეში თქვენი ტუჩები გლუვი და რბილი გახდება!
2. ჭარხალი
ჭარხლის ფერი დაგეხმარებათ ტუჩებზე ვარდისფერი ფერის დაბრუნებაში. საკმარისია ძილის წინ ჭარხლის ახალი წვენი წაისვათ ტუჩებზე და მეორე დღეს ჩამოიბანოთ.
3. კენკრა
თუ გსურთ გამოიყენოთ კენკრა, შეურიეთ ნახევარი სუფრის კოვზი ჟოლოს წვენი და დაამატეთ ალოე ვერას გელი და თაფლი. შემდეგ უბრალოდ წაისვით ნარევი თქვენს ტუჩებზე და გაიჩერეთ 10 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გააკეთეთ ეს ყოველდღიურად საუკეთესო შედეგისთვის.
4. შაქარი
ყველაფერი რაც თქვენ უნდა გააკეთოთ, უნდა აურიოთ სამი სუფრის კოვზი გრანულირებული შაქარი და ორი სუფრის კოვზი კარაქი. შემდეგ მიღებული ნაზავით დაიმასაჟეთ ტუჩები. ეს აშორებს აქერცლილ, უსიცოცხლო კანს ზედაპირიდან და აღადგენს ტუჩების ბუნებრივ ფერს. გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში ერთხელ.
5. ვარდი
შეურიეთ წვეთი ვარდის წყალი თაფლს, შემდეგ წაისვით ნაზავი ტუჩებზე. გაიმეორეთ ეს პროცედურა 3-4 ჯერ დღეში.
6. ბროწეული
დაგჭირდებათ: ბროწეულის მარცვლებიდან გამოწურული წვენი- 1 ჩ.კ , 1 ჩ.კ რძის ნაღები და 1 ჩ.კ ვარდის წყალი. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და მიღებული ნაზავი წაისვით ტუჩებზე. გაიჩერეტ რაც შეიძლება დიდხანს, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. საუკეთესო შედეგისთვის, გააკეთეთ ეს დღეში ერთხელ.
7. ლიმონის წვენი
ძილის წინ წაისვით ლიმონის წვენი ტუჩებზე. გააკეთეთ ეს 1-2 თვის განმავლობაში საუკეთესო შედეგისთვის.
8. თაფლი
ყოველდღიურად წაისვით თაფლი ტუჩებზე. უმჯობესია ამის გაკეთება ყოველ საღამოს და მეორე დილით ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
9. ზეითუნის ზეთი
საკმარისია ტუჩებზე ზეითუნის ზეთის წვეთები წაისვათ, შემდეგ კი ნაზად შეიზილეთ. გააკეთეთ ეს ყოველდღე ძილის წინ.
10. კიტრის ნაჭრები
ნაზად შეიზილეთ ტუჩებზე კიტრის ნაჭერი. გააკეთეთ ეს ხუთი წუთის განმავლობაში ყოველდღე საუკეთესო შედეგისთვის.