გაიმაგრეთ მუხლები და მყესები ამ მარტივი რეცეპტით!- ბუნებრივი მკურნალობა სახლის პირობებში!

მუხლები ყოველდღიურად გამოიყენება ყველაზე მნიშვნელოვანი მოძრაობების შესასრულებლად, როგორიცაა სიარული, სირბილი, ხტუნვა, ამიტომ მათ ფუნქციებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მთელი სხეულისთვის.

თუმცა, დროთა განმავლობაში ლიგატები და მყესები ნაკლებად მოქნილი ხდება. ამრიგად, ისინი უფრო მგრძნობიარეა ტრავმების მიმართ.

ვინაიდან მუხლები სასიცოცხლო კავშირს წარმოადგენს, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მათი ჯანმრთელობა და გავაძლიეროთ ისინი. ამ გზით ჩვენ ხელს შევუწყობთ სხეულის უფრო ეფექტურად მოქმედებას.

საბედნიეროდ, არსებობს ძალიან ეფექტური ბუნებრივი რეცეპტი, რომელიც ამაგრებს მუხლებს და აძლიერებს მათ ფუნქციას.

ძირითადი ინგრედიენტები, შემდეგი რეცეპტის მიხედვით, მოიცავს ჟელატინს, ანანასს, დარიჩინს, თაფლს, ნუშშდა და შვრიას. მათი გამოყენებით შეგიძლიათ გააკეთოთ გემრიელი და ჯანსაღი სასმელი, რომელიც მდიდარია სილიციუმით, მაგნიუმით, ბრომელაინითა და C ვიტამინით.

მას ექნება ძლიერი ანთების საწინააღმდეგო ეფექტი და დაამშვიდებს ტკივილს და დისკომფორტს.

ჟელატინი შესანიშნავი საშუალებაა მყესებისა და ლიგატების გამოსაკვებად. ნატურალური ჟელატინი ყველაზე ჯანსაღი არჩევანია “კოლაგენის ცილის” მაღალი რაოდენობის გამო.

ინგრედიენტები:

  • 2 ჭიქა დაჭრილი ანანასი
  • 7 გრ დარიჩინი
  • 1 ჭიქა შვრიის ფაფა
  • 2 სუფრის კოვზი ჟელატინი (40 გრ)
  • 40 გრ თაფლი
  • 40 გრ დაჭრილი ნუში
  • 250 მლ წყალი

Lui.ge 13 3

მომზადების მეთოდი:

  1. თავდაპირველად შვრიის ფაფა უნდა მოამზადოთ და დაუმატოთ.
  2. შემდეგ ბლენდერში მოათავსეთ ჟელატინი, თაფლი, ნუში, დარიჩინი და ანანასი.
  3. კარგად აურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
  4. შემდეგ ბლენდერში დაამატეთ შვრიის ფაფა და კვლავ აურიეთ.

რადგან ზაფხულია, თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ რამდენიმე ყინულის კუბიკი, თუ გაგრილებაც გსურთ.

ისიამოვნეთ მისი გემოთი და ჯანმრთელობის მრავალი სარგებელით!

მიირთვით ეს სასმელი ყოველდღე სანამ არ შენიშნავთ გაუმჯობესებას.

გისუვებთ ჯანმრთელობას!

Facebook კომენტარები
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება