6 ინგრედიენტიანი სმუზი გააძლიერებს თქვენს მუხლებსა და მყესებს!

მუხლები უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, რადგან ისინი პასუხისმგებელნი არიან სხეულის მობილურობაზე, მოქნილობასა და წონასწორობაზე. სწორედ ისინი გვეხმარებიან ხტუნვაში, სირბილში, სიარულში და დგომაში.

მუხლების ტკივილის მიზეზები ასაკის მიხედვითაც განსხვავდება. ეს პრობლემა, მოზარდებით დაწყებული, ხანდაზმულებით დამთავრებული, თითქმის ყველა ასაკის ხალხთან გვხვდება. მუხლების ტკივილის მიზეზთა ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია.

მაგალითად, ფიზიკურმა აქტივობამ შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური დატვირთვა მუხლის სახსარზე, შედეგად შეიძლება შემცირდეს სითხის რაოდენობა, რომელიც ატენიანებს მუხლის სახსრებს და ხელს უშლის ძვალთან ურთიერთქმედებას. ამ შემთხვევაში, ბარძაყის ძვალი და მუხლის ძვალი შეიძლება შეეხოს ერთმანეთს და გამოიწვიოს ტკივილი.

ტკივილი ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს არაკომფორტული ფეხსაცმლით, როგორიცაა მაღალი ქუსლები. მათზე დგომა დიდ ზეწოლას ახდენს ფეხებისა და მუხლების სახსრებზე. ამრიგად, ტერფის სახსარი და ლიგატები ექვემდებარება დიდ სტრესს. გარდა ამისა, ჭარბი წონაც ასევე იწვევს ამ პრობლემას.

თუმცა, არსებობს ბუნებრივი საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ გააძლიეროთ მუხლის სახსრები და ლიგატები სრულიად უსაფრთხო და თანცა სასიამოვნო მეთოდით. მის კომპონენტებს აქვთ ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რომლებიც ათავისუფლებს მუხლის სახსრის ტკივილს და შეშუპებას.

ისინი ასევე შეიცავს: სილიციუმს, ბრომელინს, C ვიტამინს და მაგნიუმს, რაც ხელს უწყობს ძვლების სიჯანსაღესა და ძლიერებას.

შემადგენლობა კი ასეთია: ფორთოხალი, დარიჩინი, შვრიის ფაფა, ნუში, ანანასი და ნატურალური თაფლი.

აი, როგორ გააკეთოთ ეს გემრიელი 6 ინგრედიენტიანი სმუზი:

  • 1 ჭიქა ფორთოხლის წვენი
  • 7 გრ. დარიჩინი
  • 2 ჭიქა შვრიის ფაფა
  • 40 გრ. ნუში
  • 2 ჭიქა დაჭრილი ანანასი
  • 40 გრ. თაფლი
  • 1 ჭიქა სუფთა წყალი

მომზადების მეთოდი:

შვრიის ფაფა ჩაასხით წყალში და მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე. შემდეგ ქვაბში ჩაასხით ანანასის წვენი. ბლენდერში შეურიეთ თაფლი, ფორთოხალი, ნუში, დარიჩინი და კარგად დააბლენდერეთ რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. შემდეგ ბლენდერში დაამატეთ შვრიის ფაფა და ანანასის წვენი და კვლავ აურიეთ.

ზაფხულის პერიოდში სმუზის შეგიძლიათ დაამატოთ რამდენიმე ყინულის კუბიკი და გემრიელთან ერთად, გამაგრილებელი ეფექტიც ექნება.

საოცარი გემოსა და სუნის გარდა, ეს სმუზი ხელს შეუწყობს მუხლის ტკივილის მოხსნას და გაზრდის თქვენს მოქნილობას და მობილურობას.

ეს სასმელი შეგიძლიათ მოამზადოთ და მიირთვათ რამდენჯერაც გინდათ, თუნდაც ყოველ დღე.

Facebook კომენტარები