ჯანჯაფილი, თაფლი და დარიჩინი – შესანიშნავი კომბინაცია ანთების, გაციების, გრიპის და დიაბეტის წინააღმდეგ!

საუკეთესო ჩაი ნებისმიერ სეზონზე!

ადამიანებს ხშირად აინტერესებთ, კარგია თუ არა ჩაი ჯანმრთელობისთვის? ამ სტატიაში ვისაუბრებთ ჩაის შესახებ, რომელიც საოცრად მოქმედებს და ჯანმრთელობას გინარჩუნებთ. ეს არის სამკურნალო თვისებების მქონე მცენარეული ჩაი და გასაკვირია, რომ მას უძველესი დროიდან იყენებდნენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

მცენარეული ჩაი შედგება ისეთი ინგრედიენტებისგან, როგორიცაა თაფლი, ჯანჯაფილი და დარიჩინი.

Lui.ge 12 4

ჯანჯაფილი, დარიჩინი და თაფლი მდიდარია მრავალი სამკურნალო თვისებით, რომლებიც ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. გთავაზობთ ჩაის რეცეპტს, რომელიც შეგიძლიათ დალიოთ ყოველდღიურად, რათა იზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე.

ინგრედიენტები:

  • კოჭა – პატარა ფესვი
  • ლიმონის წვენი – 2 ს.კ
  • დარიჩინი – 1 ჯოხი
  • თაფლი – 1 ჩ.კ
  • წყალი – 1 ½ ჭიქა

ინსტრუქციები:

  1. წყალი ადუღეთ დაბალ ცეცხლზე.
  2. ჯანჯაფილი გათალეთ, დაჭერით და ჩაამატეთ მდუღარე წყალში.
  3. ადუღეთ წყალი 2 წუთის განმავლობაში და შემდეგ დაამატეთ 1 დარიჩინის ჯოხი.
  4. ადუღეთ კიდევ 5 წუთი.
  5. შემდეგ გადმოდგით სითხე გაზქურიდან და გადაწუროთ.
  6. როცა სასმელი გაცივდება, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და კარგად მოურიეთ.
  7. ბოლოს სასმელს დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი და გემრიელად მიირთვით!

რატომ არის ეს ჩაი ასე სასარგებლო?

შაქრიანი დიაბეტი.
შაქრიანი დიაბეტი შეიძლება გამოიწვიოს კორონარული დაავადება, თირკმლის ინფექციები, ჰიპერტენზია, ინსულტი და მხედველობის პრობლემები. ხანგრძლივმა კვლევებმა აჩვენა, რომ ლიმონისა და ჯანჯაფილის ჩაის დალევა ამცირებს დიაბეტის მავნე ზემოქმედებას.

გულისრევა, გაციება და გრიპი.
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ადამიანები სვამენ ამ ჩაის, გაციებისა და გრიპის წინააღმდეგ ბრძოლის უნარია.

გულძმარვა.
ეს ჩაი ასევე აჩვენებს საოცარ შედეგებს მჟავას რეფლუქსისა და საჭმლის მონელების პრობლემების სამკურნალოდ. ჯანჯაფილს შეუძლია შეამციროს შებერილობა და თავიდან აიცილოს სადილის შემდგომი გულძმარვა.

Facebook კომენტარები