mobliurebi
mobliurebi

საუკეთესო საშუალებები კისერზე, იდაყვებზე, მუხლებზე და მკლავებზე მშრალი და მუქი კანის მოსაშორებლად!

ადამიანები, რომლებსაც აქვთ მუქი და მშრალი კანი იდაყვებზე, მუხლებზე და კისერზე, განიცდიან დისკომსორტს. მთავარი მიზეზი არის ასაკის მატება, მზის ზემოქმედება და პიგმენტაცია.

იდაყვებსა და მუხლებზე კანს მრავალი შრე აქვს. ისინი შეიძლება გამოშრეს და გამუქდეს არასაკმარისი მოვლის გამო. მუქი მკლავების ძირითადი მიზეზებია ანტიპერსპირანტები, ზოგიერთი საპარსი კრემი.

საბედნიეროდ, ამ პრობლემის მოგვარების მრავალი საშინაო საშუალება არსებობს და ჩვენ ყველაზე ეფექტურებზე მოგიყვებით.

  • ბუნებრივი საშუალება მუქი მკლავებისთვის N1

Lui.ge 2 10

მომზადება: შეურიეთ ცოტაოდენი კურკუმა, ლიმონის და კიტრის წვენი. კურკუმა ხელს უშლის პიგმენტაციას, კიტრი კანს აგრილებს, ლიმონი კი ათეთრებს და აშორებს კანის მკვდარ უჯრედებს. უბრალოდ წაისვით ნარევი ფერშეცვლილ ადგილებზე, დაელოდეთ რომ გაშრეს და შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით. ამის გაკეთება შეგიძლიათ ყოველ დღე და ნამდვილად უსაფრთხოა.

  • ბუნებრივი საშუალება მუქი მკლავებისთვის N2

ინგრედიენტები:

  • იოგურტი - 1 ს.კ.
  • ლიმონის წვენი - 1 ს.კ.
  • კურკუმა - მწიკვი

მომზადებ: შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და კარგად აურიეთ. წაისვით ნარევი შეფერილ ადგილზე და გაიჩერეთ 60 წუთი,შემდეგ კი ჩამოიბანეთ.

ეს ნიღაბი კვებავს, ათეთრებს და ასუფთავებს კანს. გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში ორჯერ 2-3 კვირის განმავლობაში.

  • ბუნებრივი საშუალება კისერზე მუქი კანისთვის

Lui.ge 4 9

ალოე ვერა ატენიანებს და ათეთრებს კანს, ამცირებს კანის ზოგიერთი ლაქების ხილვადობას. ასევე აღადგენს კანის სტრუქტურას.

მომზადება: მცენარის გელი წაისვით გამუქებულ ადგილებში, გაიჩერეთ 20 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ. გააკეთეთ ეს ყოველდღე ოპტიმალური შედეგისთვის.

საცხობი სოდა არის კანის გასაოცარი ამქერცველი, რომელიც ათეთრებს მუქ ლაქებს. წყალთან ერთად წარმატებით მკურნალობს ჰიპერპიგმენტაციას.

მომზადება: შეურიეთ ერთი წილი წყალი და სამი წილი საცხობი სოდა. წაისვით კისერზე, გააშრეთ და შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით. გააკეთეთ ეს კვირაში ორჯერ.

  • ბუნებრივი საშუალება მუხლებზე მუქი კანისთვის

Lui.ge 3 10

ლიმონში შემავალი C ვიტამინი მას ძლიერ ამქერცველ თვისებებს ანიჭებს. ის აღადგენს კანს, აცილებს მკვდარ უჯრედებს და ატონიზირებს კანს.

მომზადება: ნაზად შეიზილეთ ლიმონი იდაყვებსა და მუხლებზე 3 წუთის განმავლობაში. დატოვე წვენი 20 წუთის განმავლობაში და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. დასასრულს წაისვით დამატენიანებელი.

მეტი ეფექტურობისთვის ლიმონის წვენი შეურიეთ ერთ სუფრის კოვზ თაფლს.

შაქრის გრანულებით შეგიძლიათ კანის მკვდარი უჯრედების მოცილება. ეს არის ნიღაბი, რომელიც ატონიზირებს თქვენს კანს.

მომზადება: გააკეთეთ პასტა თანაბარი რაოდენობით შაქრით და ზეითუნის ზეთით. შეიზილეთ მუხლებზე და იდაყვებზე 5 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ და გაიმეორეთ მკურნალობა კვირაში ერთხელ. შედეგები შესანიშნავია.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება