როგორ გამოვიყენოთ პომიდორი აკნესა და ნაწიბურების მოსაშორებლად?
პომიდორი შეიცავს ლიკოპენის მაღალ დონეს, ძლიერ ანტიოქსიდანტს, რომელსაც აქვს საოცარი სარგებელი კანისთვის. ლიკოპენი იცავს კანს ულტრაიისფერი სხივებისგან, რითაც ანელებს კანის დაბერების პროცესს.
პომიდორს შეუძლია სასწაულების მოხდენა თქვენი კანისთვის:
- პომიდორს აქვს ანტიოქსიდანტური თვისებები და ადგილობრივმა გამოყენებამ შეიძლება შეაჩეროს კანის დაზიანება უჯრედულ დონეზე.
- მას ასევე აქვთ მაღალი დონის მჟავიანობა, რომელსაც შეიცავს მისი წვენი. მშრალ კანზე მოხვედრილი ეს მჟავიანობა ხელს შეუწყობს კანზე ფორების დაპატარავებას და აკნეს მკურნალობას.
უბრალოდ გაჭერით პომიდორი შუაზე და გაჭრილი მხარე პრობლემურ უბნებზე წაისვით. გაიკეთეთ მასაჟი რამდენიმე წამის განმავლობაში და შემდეგ უბრალოდ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გაიმეორეთ დღეში ერთხელ.
აკნეს ნაწიბურების მოსაშორებლად:
პომიდორი ასევე სასარგებლოა შავი წერტილებისა და აკნეს ნაწიბურების მოსაშორებლად. პომიდორი ითვლება ძალიან ეფექტურ საშუალებად აკნესსადმი მიდრეკილი კანის სამკურნალოდ და დიდი ფორების შესამცირებლად.
გაიწმინდეთ სახე და წაისვით პომიდვრის წვენი, რომელიც უნდა გაიჩეროთ 15-20 წუთის განმავლობაში. ნაწიბურები თქვენს სახეზე დროთა განმავლობაში გაქრება და ეს თქვენს კანს გახდის სუფთას, ყოველგვარი მინარევებისაგან და შავი წერტილების გარეშე.
პომიდორი ნაოჭებისთვის:
როგორც ლიკოპენის მდიდარი წყარო, პომიდორი დაეხმარება თქვენს კანს მეტი ჟანგბადის ათვისებაში, რაც აფერხებს კანის დაბერების პროცესს და ხდის ნაკლებად მიდრეკილს ნაოჭებისკენ.
1 პომიდვრის რბილობი და 1 მწიფე ავოკადოს რბილობი მოათავსეთ ბლენდერში და აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. წაისვით სახის ნიღაბი. გაიჩერეთ 20-30 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და გაიმშრალეთ სახე. გამოიყენეთ კვირაში ერთხელ.