სამუდამოდ დაემშვიდობეთ სახეზე შავ წერტილებს! ეს საშუალება ნამდვილად მოქმედებს!

შავი წერტილების/კომედონების გამომწვევი რამდენიმე მიზეზი არსებობს – კანის არასათანადო მოვლა, არაჯანსაღი საკვების გადაჭარბებული მოხმარება ან ჰორმონალური ცვლილებები.

კანის სათანადო მოვლა შეუძლებელია სხვადასხვა ნიღბების, სკრაბებისა და კრემების გამოყენების გარეშე. დღეს თქვენთვის სიურპრიზი გვაქვს – უსიამოვნო შავ წერტილებსსამუდამოდ მოიშორებთ დადასტურებული საშინაო საშუალების დახმარებით.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • კბილის პასტა
  • სუფთა კბილის ჯაფრისი
  • 1/4 ჩ.კ მარილი
  • სტერილური მარლა
  • წყალი (შეგიძლიათ გამოიყენოთ გვირილის ნახარში)
  • 1/2 ჩ.კ თეთრი თიხა
  • 1/4 ჩ.კ იოგურტი (შეგიძლიათ ნაღებიც)

Maska iz zubnoy pasty ot chernyh tochek na nosu v domashnih usloviyah e1657978020141

პროცედურა ნაბიჯ-ნაბიჯ:

  1. პირველი ნაბიჯი – შეურიეთ კბილის პასტა მარილთან სახის ჯაგრისით. წაისვით ნარევი პრობლემურ ადგილებში და ნაზად შეიზილეთ. შემდეგ დაიბანეთ სახე თბილი წყლით ან გვირილის ჩაით.
  2. მეორე ნაბიჯი – აიღეთ სტერილური მარლის პატარა ნაჭერი და შემდეგ დაასველეთ თბილ წყალში ან გვირილის ჩაიში. დაიდეთ მარლა სახეზე და გაიჩერეთ 15-30 წამი.
  3. მესამე ნაბიჯი – თიხა და იოგურტი აურიეთ სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. წაისვით ნარევი პირდაპირ პრობლემურ ადგილებში და გააჩერეთ 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაიბანეთ სახე ცივი წყლით ან გვირილის ნახარშით.

გაიკეთეთ ეს პროცედურა კვირაში ერთხელ, რათა თქვენი კანი გახადოთ ახალგაზრდული და აბრეშუმისებრი მომდევნო თვეების განმავლობაში.

არ დაიზაროთ საკუთარ სილამაზეზე ზრუნვა, მითუმეტეს, რომ ყველა საჭირო ინგრედიენტი თქვენს ხელთაა და ეს პროცედურები არ საჭიროებს არც ბევრ ფინანსებს და არც ბევრ დროს.

Facebook კომენტარები