როგორ მოვიშოროთ მეჭეჭები სახლის პირობებში – ძალიან მარტივი მეთოდი!

მეჭეჭები კანის მცირე, კეთილთვისებიანი წარმონაქმნებია, რომლებიც გამოწვეულია ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) 100 სხვადასხვა შტამიდან ერთ-ერთით. მეჭეჭის ფორმირებისას, HPV აღწევს კანის ზედა ფენაში. შემდეგ ის სწრაფად იზრდება, ქმნის მყარ გარე გარსს.

არსებობს მეჭეჭების მრავალი განსხვავებული ტიპი, რომელიც მოიცავს:

  1. ჩვეულებრივ მეჭეჭებს,
  2. პლანტარული მეჭეჭებს,
  3. ბრტყელ მეჭეჭებს,
  4. პერიუნგალურ მეჭეჭებს,
  5. და ფილიფორმულ მეჭეჭებს.

მეჭეჭები შეიძლება გაიზარდოს სხეულის ნებისმიერ ადგილას, თუმცა ზოგიერთი სახეობა გვხვდება მხოლოდ გარკვეულ ადგილებში. მაგალითად, პლანტარული მეჭეჭები გვხვდება მხოლოდ ფეხის ძირებზე.

მიუხედავად იმისა, რომ არ არის მტკივნეული ან საშიში, მეჭეჭები შეიძლება იყოს უსიამოვნო და უხერხული სანახავი, რის გამოც ბევრ ადამიანს სურს მათი რაც შეიძლება მალე მოცილება. მეჭეჭების უმეტესობა თავისთავად ქრება მკურნალობის გარეშე. სამწუხაროდ, ამ პროცესს შეიძლება რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე დასჭირდეს.

სამედიცინო რეცეპტები და პროცედურები ასევე ხელმისაწვდომია მეჭეჭების უსაფრთხო მოსაშორებლად, მაგრამ ბევრი ადამიანი არ ირჩევს ამ გზას მკურნალობის მაღალი ღირებულების გამო.

მეჭეჭების მოცილების ბუნებრივი გზა უსაფრთხო და დროულია და დაზოგავს თქვენს ფულს და დროს ექიმთან ვიზიტზე. ეს ბუნებრივი მკურნალობა შედგება ერთი ელემენტისგან, რომელიც ალაბათ ყველას სახლში მოიპოვება.

ლენტის, ბამბის ტამპონისა და ვაშლის ძმრის დახმარებით მეჭეჭი უსაფრთხოდ და ბუნებრივად მოიხსნება ძვირადღირებული რეცეპტის გარეშე!

მკურნალობიდან ხუთიდან შვიდი დღის განმავლობაში თქვენი კანი გახდება გლუვი და მეჭეჭების გარეშე.

Lui.ge

როგორ გავაკეთოთ:

  1. ჩაალბეთ ბამბის ტამპონი ვაშლის ძმარში და გაწურეთ ზედმეტი სითხე
  2. მოათავსეთ მეჭეჭზე
  3. დაამაგრეთ ის კანზე წებოვანი ლენტის დახმარებით
  4. დაიტოვეთ მთელი ღამით
  5. გააგრძელეთ ეს მკურნალობა მანამ, სანამ მეჭეჭი თავისთავას არ გაშრება და ჩამოვარდება.

 

Facebook კომენტარები