რისი გაკეთება შეუძლია ალოე ვერას თქვენს სხეულს: რატომ უწოდეს ეგვიპტელებმა ამ მცენარეს "უკვდავების მცენარე"?
ამ მცენარეს გაცილებით მეტი სარგებელი მოაქვს, ვიდრე თქვენ წარმოიდგენთ!
ბერძნები, ეგვიპტელები და რომაელები იყენებდნენ ალოე ვერას მისი სამკურნალო თვისებების გამო ძალიან ბევრი დაავადების სამკურნალოდ. ეს იყო გავრცელებული საშუალება ამერიკასა და სამხრეთ აფრიკაში.
სარგებელი ჯანმრთელობისთვის:
ალოე ვერა ხსნის:
- ცხელების,
- ასთმის,
- წყლულოვანი კოლიტის და ოსტეოართრიტის სიმპტომებს.
მას აქვს ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი გამოყენება ხელს უწყობს ჭრილობების, დამწვრობის, ინფექციების მკურნალობას.
კვლევებმა აჩვენა, რომ ალოე ვერა უფრო ეფექტურია, ვიდრე ჩვეულებრივი ტკივილისა და დამწვრობის საშუალებები.
ალოე ვერაში შემავალი ლიკოპროტეინები ამცირებს ანთებას და ათავისუფლებს ტკივილს. პოლისაქარიდები ატენიანებს კანს და აჩქარებს კანის აღდგენას.
- ალოე ვერა ამცირებს სისხლში შაქრის დონეს შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ტიპი 2 დიაბეტი,
- აქვეითებს ქოლესტერინს და მკურნალობს ფსორიაზს,
- წყლულებს,
- ყაბზობას,
- სტომატოლოგიურ პრობლემებს,
- ზედა სასუნთქი გზების ინფექციებს.
კიდევ რამდენიმე სარგებელი:
- ახდენს ორგანიზმის დეტოქსიკაციას
- ზრდის ორგანიზმში ტუტეს
- აძლიერებს საჭმლის მონელებას
- აძლიერებს იმუნურ სისტემას
- მოქმედებს როგორც ანტიბიოტიკი, ანტიმიკრობული, ბაქტერიციდული, ანტიბაქტერიული, ანტისეპტიკური, სოკოს საწინააღმდეგო და ანტივირუსული აგენტი
მუშაობს როგორც ადაპტოგენი - ხელს უწყობს ჯანსაღი წონის დაკარგვას
- ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს
- როგორ გააკეთოთ ალოე ვერას გელი საკუთარი ხელით.
როგორ მოვამზადოთ ალოე ვერას სამკურნალო საშუალება?
დაგვიჭირდება:
- ალოე ვერა
- ახალი ლიმონის წვენი
- სუფთა საჭრელი დაფა
- ბასრი დანა
- მარლა
- სუფთა ბამბის პირსახოცი
- სტერილური კონტეინერი
- ბლენდერი
მომზადება:
- პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, დაიბანეთ ხელები, რათა თავიდან აიცილოთ რაიმე სახის დაბინძურება.
- მცენარისგან მოჭერით წვნიანი, მომწიფებული ფოთლები.
- გარეცხეთ და გააშრეთ მოჭრილი ნაყწილი. მოათავსეთ და გააჩერეთ იგი თეფშზე, სასურველია 45° კუთხით, რათა წვენი გამოვიდეს.
- დადეთ ნაჭერი საჭრელ დაფაზე და მოაჭრათ კიდეები(ეკლები).
- გამოიყენეთ დანა გარე გარსის(კანის) მოსაშორებლად.
- დავჭრათ შიგთავსი.
- ალოე ვერას გელი გადაიტანეთ ქილაში.
- ჩაასხით ცოტა ახალი ლიმონის წვენი (ეს გაზრდის გელის შენახვის ვადას).
- თუ გსურთ გლუვი ტექსტურირებული მასა, აურიეთ ყველაფერი თქვენს კბლენდერში
- გელი შეინახეთ მაცივარში ერთი კვირის განმავლობაში.
გამოყენება:
- მიიღეთ 30 მლ ალოე ვერას გელი სასურველია დღეში სამჯერ.
- ადგილობრივი გამოყენებისას აუცილებელია ანთებითი ადგილის ნაზად მასაჟი.