ნივრის პასტა ჯანმრთელობისთვის და იმუნიტეტისთვის - პირველი დახმარება ვირუსების დროს!
დღეს ჩვენ ვაპირებთ ნივრის პასტის გაკეთებას. ნიორი უნდა იყოს ახალი და წვნიანი. ყველა, ვინც სახლში ინახავს ნიორს, ხედავს, რომ ის დიდხანს არ ინარჩუნებს ჯანსაღ სახეს და შრება.
ამიტომ ნივრის მოყვარულებს ნივრის პასტის მომზადებას გირჩევთ. ძალიან სასარგებლო პროდუქტია. და დიახ, მოსახერხებელია გამოსაყენებლად. ქილა მაცივარშია და ყოველთვის ხელთ გაქვთ როცა არ უნდა დაგჭირდეთ!
ნივრის პასტა
- 1 კგ ნიორზე - 250 მლ ზეითუნის ზეთი.
- სურვილის შემთხვევაში ნივრის რაოდენობა შეიძლება შემცირდეს.
- ზეითუნის ზეთს ვცვლით ნებისმიერი სხვა მცენარეული ზეთით.
მომზადება:
- პასტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ბლენდერი.
- გაფცქვნილი ნიორი მოათავსეთ ბლენდერში, დაუმატეთ ზეთი და დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- მიღებულ ნაზავს ათავსებთ მინის ქილებში ფა ინახავთ მაცივარში.
ნივრის და ჯანჯაფილის პასტა
ამ პასტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- ჯანჯაფილი (ფესვი) - 200 გრ
- ნიორი - 300 გრ
- ან 2 წილი ნიორი 3 წილი ჯანჯაფილის ფესვი.
- შეგიძლიათ დაამატოთ ჩილის წიწაკის ნაჭერი. მაგრამ ეს უკვე სურვილისამებრ.
მომზადება:
- ნიორს ვასუფთავებთ,
- ჯანჯაფილს ქერქის ზედა ფენას ვაშორებთ,
- ჯანჯაფილი წვრილად დაჭერით,
- ვათავსებთ ნიორსა და ჯანჯაფილს ბლენდერსი ან ხორცსაკეპ მაქანაში. ( ხორცსაკეპ მანქანაში ჯანჯაფილი შეგიძლიათ დიდი ზომის ნაჭრებად ჩაყაროთ, ხოლო ბლენდერისთვის კი ის უფრო პატარა ნაჭრებად უნდა იყოს დაჭრილი. ასევე შეგიძლიათ გახეხოთ წვრილ სახეხზე).
- გადაიტანეთ შუშის ქილაში მომზადებული მასა და მჭიდროდ დააფარეთ თავი.
ნივრის პასტის გამოყენება:
ნივრის მოყვარულებს ეს პასტა ნამდვილად მოეწონებათ. ნიორი ამ ფორმით ინარჩუნებს ნიორისთვის დამახასიათებელ სიახლეს და სარგებლიანობას. დიდხანს ინახება.
ეს საშუალება ეწინააღმდეგება გრიპს, ვისურებსა და სეზონურ გაციებას. ის შეგიძლიათ გამოიყენოთ სენდვიჩებშიც კი, მთავარია რომ მიირთვათ და იმუნიტეტი გაიძლიეროთ!