სანამ ინფარქტი დაგემართებათ, თქვენი ორგანიზმი გაგაფრთხილებთ! – აი 5 ნიშანი, იყავით ყურადღებით!

ნუ უგულებელყოფთ ამ ნიშნებს!

გულის შეტევების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა, ძირითადად, თანამედროვე ცხოვრების წესის, სტრესის, ანთებებისა და არაჯანსაღი კვების გამო.

ამრიგად, დიდი მნიშვნელობა აქვს სიმპტომების ამოცნობის სწავლას შემდგომი გართულებების წარმატებით თავიდან ასაცილებლად.

სტრესის მართვისა და ჯანსაღი ცხოვრების გზის პოვნა პირველია, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ გულის შეტევის თავიდან ასაცილებლად.

გარდა ამისა, თუ ამოიცნობთ გამაფრთხილებელ სიმპტომებს, რომლებსაც ჩვენი სხეული დროულად გვიგზავნის:

  1. ქოშინი.
    ქოშინი არის სიგნალი, რომელიც თქვენს სხეულს შეუძლია გააგზავნოს გულის შეტევამდე, სისხლის ნაკადის შემცირებისა და არტერიების შევიწროების გამო. კერძოდ, ფილტვები არ იღებენ საჭირო სისხლს გამართულად მუშაობისთვის. ვინაიდან ფილტვები და გული ერთად ფუნქციონირებს, თუ რომელიმე მათგანის ფუნქცია შეფერხებულია, ეს გავლენას მოახდენს მეორე ორგანოზე.
  2. სისუსტე.
    თუ არტერიები ვიწროვდება, ისინი ამცირებენ სისხლის ნაკადს და უარესდება სისხლის მიმოქცევა. ეს გამოიწვევს კუნთების შესუსტებას და სხეულის ზოგად სისუსტეს. ფრთხილად უნდა იყოთ ამ სიმპტომის გამოვლენისას, რადგან ის გულის შეტევის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ადრეული ნიშანია.
  3. წნევა მკერდზე.
    გულის შეტევის მოახლოებასთან ერთად, გულმკერდის ტკივილი და წნევა გაიზრდება და შეიძლება გავრცელდეს მკლავებზე, ზურგზე და მხრებზე.
  4. თავბრუსხვევა და ცივი ოფლი.
    ტვინში სისხლის მიმოქცევა მცირდება ცუდი მიმოქცევის გამო, რაც იწვევს თავბრუსხვევას და ცივ ოფლიანობას. ვინაიდან ტვინი არ იმუშავებს გამართულად, თავს არაჯანსაღად იგრძნობთ.
  5. დაღლილობა.
    გულში სისხლის ნაკადის დაქვეითება ასევე გამოიწვევს დაღლილობას, რადგან გულს არ ექნება საჭირო რაოდენობის სისხლი სათანადო ფუნქციონირებისთვის. ამიტომ, თუ მუდმივად გრძნობთ დაღლილობას, უნდა შეამოწმოთ თქვენი მდგომარეობა ექიმთან.

ეს სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს სერიოზულ ჯანმრთელობასა და გულის პრობლემებზე, ამიტომ არასოდეს არ უნდა უგულებელყოთ ისინი!

თუ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანთ ცხოვრების წესს, შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ეს საფრთხე!

გულის შეტევის  პრევენციისთვის საუკეთესო გზაა:

  • იკვებეთ ჯანსაღად – საჭიროა საჭმელში მარილის რაოდენობის შემცირება და მეტი ხილისა და ბოსტნეულის მიღება.
  • შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა – ჭარბი წონა განაპირობებს გულის მეტ დატვირთვას სისხლის მიმოქცევის უზრუნველსაყოფად, რის გამოც იზრდება წნევა.
  • ივარჯიშეთ.
Facebook კომენტარები