საუკეთესო საშუალება ქოლესტერინისა და მაღალი წნევის წინააღმდეგ!

ეს საშინაო საშუალება დაგეხმარებათ ქოლესტერინის შემცირებაში და არტერიული წნევის ნორმალიზებაში.

ქოლესტერინი წარმოადგენს ცხიმის ნაირსახეობას. ქოლესტერინის დაახლოებით 80% გამომუშავდება ორგანიზმში (ღვიძლი, ნაწლავები, თირკმელი, თირკმელზედა ჯირკვალი, სასქესო ჯირკვლები), ხოლო დანარჩენ 20%–ს ადამიანი საკვებით იღებს.

არტერიული ჰიპერტენზია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა მსოფლიოში. 18 წელს გადაცილებულთა 29%-ს არტერიული წნევის მაჩვენებელი მომატებული აქვს. 60 წელს გადაცილებულთა ორი მესამედი უკვე ჰიპერტენზიითაა დაავადებული.

ამიშები დიდი ხანია იყენებენ ამ გასაოცარ ხალხურ საშუალებებს. მათ მიაჩნიათ, რომ ამ საშუალების გამოყენება შესაძლებელია როგორც სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ, ასევე იმუნური სისტემის გასაძლიერებლად.

lemonGarlictea1 e1654069127937

ამ ინგრედიენტების კომბინაცია ძლიერი და ეფექტურია მრავალი ჯანმრთელობის პრობლემის სამკურნალოდ.

ინგრედიენტები:

  • 1 კბილი ნიორი, დაჭრილი
  • 1 ს.კ ახალი ლიმონის წვენი
  • 1 ცალი ახალი ჯანჯაფილი, გახეხილი
  • 1 ს.კ ვაშლის ძმარი
  • 1 ჩ.კ თაფლი

მომზადება:

შეურიეთ ინგრედიენტები თასში და კარგად აურიეთ. საჭიროების შემთხვევაში შეინახეთ მაცივარში 5 დღემდე.

მიღების წესი:

გამოიყენეთ საშუალება საუზმემდე და ლანჩამდე, მაგრამ არა უმეტეს სამჯერ დღეში. პირველ შედეგს ერთ კვირაში შეამჩნევთ.

სხვა რცევები:

  • პაციენტმა, განსაკუთრებით – ჭარბწონიანმა, უნდა შეამციროს საკვების დღიური კალორაჟი.
  • აუცილებელია სუფრის მარილის მოხმარების შეზღუდვა.
  • მნიშვნელოვანია ორგანიზმში ელექტროლიტების – კალიუმის, მაგნიუმისა და კალციუმის – ნორმალური დონის შენარჩუნება.
  • საჭიროა ქოლესტეროლისა და ნაჯერი ცხიმების შეზღუდვაც. კარგი იქნება, თუ რაციონს გავამდიდრებთ ბოსტნეულით, ხილით, ზღვის პროდუქტებით, მჭლე ხორცით.
  • იზღუდება ალკოჰოლიც. ეთანოლის დღიური ულუფა არ უნდა აღემატებოდეს 28,3 გრამს, რაც შეესაბამება ორ ჭიქა ღვინოს, ერთ კათხა ლუდს, ერთ არყის ჭიქა ვისკის, არაყს, კონიაკს…
  • აუცილებელია ფიზიკური აქტიურობა, სასურველია ვარჯიში კვირაში 2-3-ჯერ 30 წუთის განმავლობაში.
Facebook კომენტარები