mobliurebi
mobliurebi

რა მოხდება თუ სველი თმით დაიძინებთ? - ექიმები გვაფრთხილებენ, ეს ყველამ უნდა იცოდეს!

ეს ერთხელ მაინც ყველას გაგვიკეთებია, როცა სახლში დაღლილები მივდივართ და არ გვაქვს ენერგია რომ თმა გავიშროთ და მაშინვე დასაძინებლად მივდივართ...

და ეს არასწროია! უფრო მეტიც, დაუშვებელია!

tma 8ec7a

რატომ კრძალავენ ტრიქოლოგები (თმის სპეციალისტები) სველი თმით დაწოლას:

  1. თავის ტკივილი - ძილის დროს სხეულის ტემპერატურა იმატებს და ორგანიზმი თბება, სველი ტმა კი აგრილებს თავს. ესაა მიზეზი თავის ტკივილისა. განსაკუთრებით მაშინაა ძლიერი თავის ტკივილი, თუ პირსახოცშემოხვეული დაგეძინებათ.
  2. ინფექცია - ბალიში არის ინფექციის გამომწვევი მიზეზი, მასზე გროვდება კანის მკვდარი უჯრედები და ორგანიზმიდან გამოყოფილი ოფლი, რის შედეგადაც თავს იყრის ბევრი ბაქრეტია. სველი თმა ასველებს ბალიშსაც და ეს არის იდეალური პირობა სხვადასხვა ინფექციის განვითარებისთვის, რომლებიც შემდეგ თავს იჩენს კანზე ან ალერგიის სახით.
  3. თმის სიმშრალე და მტვრევადობა - სველი თმა მარტივად "იბურდება" და მასზე მიკრობზარები წარმოოიქმნება. ამას კი თმის მტვრევადობა და დაყოფა მოსდევს. დილით კი რთულია ასეთი თმის დავარცხნა.
  4. ქერტლი - თ გაწუხებთ ქერტლი, სველი თმით დაძნება ძალიან შეუწყობს ხელს ამ პრობლემის განვითარებას. მოიმატებს უსიამოვნო შეგრძნება და ქავილი.
  5. ულამაზო ვარცხნილობა - დილით აუცილებლად დაგხვდებათ უფორმო და ულამაზო ვარცხნილობა და ამის გამოსწორება დიდ დროს მოითხოვს, რომ დაისწოროთ და რაიმე ფორმა მისცეთ მას, ან თავიდან მოგიწევთ თავის დაბანა, რაც არც ისე სასარგებლოა თქვენი თავის კანისთვის და თმისთვის.

ასე რომ, არ დაიზაროთ თმის გაშრობა, სულ რაღაც 5-10 წუთს მოითხოვს ის მხოლოდ. თუ ფენის გამოყენება არ გიყვართ, ეცადეთ ცოტა ადრე დაიბანოთ დაძინებამდე რომ თმამ ბუნებრივად გაშრობა მოასწროს.

მოუფრთხილდით თმის ჯანმრთელობას, ბოლოს და ბოლოს, ის თქვენი სილამაზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება