როგორ გამოვიყენოთ ჩაის ხის ზეთი მრავალი დაავადების სამკურნალოდ!

ჩაის ხის მცენარის სამშობლო ავსტრალიაა. დანარჩენ მსოფლიოს კი არ გაუმართლა რომ ასეთი შესანიშნავი მცენარე მეთთვის არც ისე მარტივი მოსაპოვებელი იყო. თუმცა დღეს უკვე ჩვენ გვაქვს წვდომა მის ზეთზე რომლესაც წარმატებით ვიყენებთ სახლის დასუფთავებისთვის, აბანოში და კანის ინფექციების სამკურნალოდ. ხის ზეთი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ეთერზეთია, მაგრამ სიფრთხილით უნდა გამოსცადოთ ის თქვენი კანის ალერგიულ რეაქციებზე, თუ აქამდე არ გამოგიყენებიათ.

0b4b6cd0989fc65f450dfdd7c01dad63

ჩაის ხის ზეთის სამკურნალო გამოყენება:

აკნეს მკურნალობა.

ჩაის ხის ზეთი მუშაობს ნელა, მაგრამ ნაკლებად უხეშია, ვიდრე სხვა ვარიანტები. ნელთბილი წყლით სახის დაბანის შემდეგ დღეში ორჯერ დაასველეთ ბამბა 5%-იან ჩაის ხის ზეთის გელში. წაისვით ეს თქვენს აკნეზე. შესაძლოა რამდენიმე თვე დასჭირდეს გაუმჯობესების შემჩნევას მაგრამ ეს ნაკლებად გაღიზიანებს თქვენს კანს, ვიდრე ის ნივთიერებები, რომლებსაც ჩვეულებრივ აფთიაქებში იყიდით (როგორიცაა ბენზოილის პეროქსიდი).

უფრო ძლიერი ნარევის გამოყენებამ შეიძლება უფრო სწრაფად იმუშაოს, მაგრამ შესაძლოა ალერგიულიც გახდეთ და მოგიწიოთ ზეთის გამოყენების შეწყვეტა.

სცადეთ გაციების, კანის ინფექციების ან მეჭეჭების დროს.

გამოიყენეთ ზეთი კანზე დღეში ორჯერ. დაამუშავეთ თითოეული ადგილი ახალი ბამბის ტამპონით. ეს არ არის სრულიად განკურნების საშუალება, თუმცა დიდი შანსია, რომ ეს სიმპტომების შემცირებაში დაგეხმაროთ.

გარდა ბაქტერიების, სოკოების და ვირუსების უშუალო ბრძოლისა, ჩაის ხის ზეთი ასევე დაგეხმარებათ ტკივილისა და ანთების დროს. შესაძლოა მეჭეჭების დროსაც კი დაგვეხმაროს. მაგრამ მეჭეჭების უმეტესობა მოითხოვს ინტენსიურ მკურნალობას.

ინფიცირებული ღრმა ჭრილობების მკურნალობამდე ჯერ გაესაუბრეთ ექიმს. არასოდეს გამოიყენოთ ჩაის ხის ზეთი დამწვრობის სამკურნალოდ, მიუხედავად იმისა, ინფიცირებულია თუ არა.

გაათავისუფლეთ ფეხის ტერფები მრავალი სიმპტომისგან.

გამოიყენეთ ჩაის ხის ზეთის ნაზავი აქერცლილ, დახეთქილ, გაუხეშებულ ფეხებზე დღეში ორჯერ. დაიბანეთ ფეხები საპნითა და წყლით, გაიმშრალეთ თითებს შორის, შემდეგ შეიზილეთ ჩაის ხის ზეთის ნარევი თქვენს კანზე, სადაც კი სოკოს ნახავთ. ამის გაკეთება დღეში ორჯერ სულ მცირე რამდენიმე კვირის განმავლობაში დაგეხმარებათ სიმპტომების მოხსნაში, ან თუნდაც განკურნებაში.

გააკონტროლეთ ფეხის ფრჩხილის სოკო.

ჩაის ხის ზეთი წაისვით ფრჩხილზე დღეში ორჯერ. დაიტანეთ ჩაის ხის ზეთი ფრჩხილზე ბამბის ტამპონით, სადაც კი სოკოს დაინახავთ. ვინაიდან ეს თქვენს კანს არ ეხება და საუბარია ფრჩხილზე, უკეთესი იქნება გამოიყენოთ 100%-იანი ზეთი სოკოს წინააღმდეგ ბრძოლის მაქსიმალური შედეგისთვის. ეს არის რეგულარული მოვლის ვარიანტი, რომელიც თქვენს ფრჩხილებს უკეთესს გახდის.

შამპუნს დაამატეთ ჩაის ხის ზეთი ქერტლის წინააღმდეგ საბრძოლველად.

შეურიეთ რამდენიმე წვეთი შამპუნის ბოთლში. კარგად შეანჯღრიეთ შერევის დროსაც და გამოყენებამდეც ყოველ ჯერზე. რამდენიმე კვირის განმავლობაში, ამან შეიძლება თქვენი სკალპი ნაკლებად ცხიმიანი გახადოს და შეგიმსუბუქოთ ქავილის შეგრძნება.

მისი გამოყენება უფრო გონივრული იქნება ყოველ ჯერზე ახალი ნაზავის გაკეთება პატარა ჭურჭელში.

დააამატეთ ორთქლის აბაზანაში ხველისა და გაციების დროს.

ჩაასხით ორი-სამი წვეთი ცხელი წყლის ქვაბში და შეისუნთქეთ ორთქლი. გადაიფარეთ თავზე პირსახოცი და ორთქლზე წინ დაიხარეთ. ეს არის ტრადიციული მკურნალობა, რომლეიც ალბათ ბევრს გსმენიათ ან/და გამოგიყენებიათ კიდეც.

გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ასთმა ან სხვა ქრონიკული ფილტვების ან სინუსის პრობლემები.

Facebook კომენტარები