გამოიყენეთ საცხობი სოდა შამპუნის ნაცვლად და თქვენი თმის ზრდის სისწრაფე გაგაოცებთ!
ყველამ ვიცით საცხობი სოდას მრავალი სარგებლობის შესახებ, რომ მისი სამკურნალო თვისებების წყალობით შეგვიძლია გამოვიყენოთ არა მხოლოდ საჭმლის მომზადებისა და დასუფთავებისთვის, არამედ მთელი რიგი დაავადებების სამკურნალოდ. თუმცა, ყოველდღე რაღაც ახალს ვსწავლობთ ამ საოცარი ინგრედიენტის შესახებ.
საცხობი სოდა დაგეხმარებათ თქვენი თმის გაჯანსაღებაში და საფუძვლიანად გაწმენდაში, ნებისმიერ კონდიციონერზე ან შამპუნზე უკეთ, რაც მას ჯანსაღ ბზინვარებას მიანიჭებს რამდენიმე გამოყენების შემდეგ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ის ჩვეულებრივი შამპუნის ნაცვლად და შედეგით გაოცებული დარჩებით.
იმის ნაცვლად, რომ თმა მავნე ქიმიკატების ზემოქმედებას მოარიდოთ, შეგიძლიათ მოამზადოთ შემდეგი შამპუნი და ისიამოვნოთ მისი საოცარი ეფექტით.
რეცეპტი:
- შეურიეთ საცხობი სოდა წყალს 1:3 თანაფარდობით პატარა ბოთლში. შეგიძლიათ დოზის კორექტირება თმის სიგრძის მიხედვით, მაგალითად, მხრის სიგრძეზე გრძელი თმის შემთხვევაში შეურიეთ 2-3 სუფრის კოვზი სოდა და 3-ჯერ მეტი წყალი.
- წაისვით შამპუნი სველ ან მშრალ თმაზე, დაწყებული ფესვებიდან და მიიყვანეთ ბოლოებამდე. გაიჩერეთ 1-3 წუთი და ჩამოიბანეთ. გამოიყენეთ თბილი წყალი თმის დასაბანად.
- შემდეგ ჩამოიბანეთ თმა ვაშლის ძმრით. შეურიეთ ვაშლის ძმარი და წყალი 1:4 თანაფარდობით, თუ სუნი არ მოგწონთ შეგიძლიათ დაამატოთ რამდენიმე წვეთი თქვენი საყვარელი ეთერზეთი. შემდეგ დახარეთ თავი უკან და დახუჭეთ თვალები, რათა თვალებში ძმარი არ მოხვდეს. წაისვით ძმარი მთელ თმაზე და ეს არის.
რამდენიმე პროცედურის შემდეგ, თქვენ შეძლებთ, ჯანსაღი, ბზინვარე და ძლიერი თმით დატკბეთ!