შეამოწმეთ თქვენი ფარისებრი ჯირკვალი – რაც თქვენ გჭირდებათ არის თერმომეტრი!

ორმოცდაათი წლის წინ დოქტორმა ბროდა ოტო ბარნსმა აღმოაჩინა, რომ სხეულის ტემპერატურა ფარისებრი ჯირკვლის აქტივობის შესანიშნავი მაჩვენებელია. უფრო მეტიც, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი თვისებები მხოლოდ სხეულის ტემპერატურას აქვს გაღვიძებისთანავე.

თავის წიგნში მან განმარტა, რომ სხეულის არანორმალური ტემპერატურა დილით ადრე შეიძლება მიუთითებდეს ფარისებრი ჯირკვლის ანთებაზე, ისევე როგორც მთელ რიგ პრობლემებსა და დაავადებებზე, რომლებიც წარმოიქმნება, თუ ეს ორგანო სწორად არ ფუნქციონირებს.

დოქტორმა ბარნსმა შექმნა საშინაო ტესტი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ძალიან მარტივად და კომფორტულად. თქვენ შეგიძლიათ მარტივად და სწრაფად გაიგოთ როგორ მუშაობს თქვენი ფარისებრი ჯირკვალი თერმომეტრის დახმარებით!

როგორ გავაკეთოთ ბარნსის ტესტი:

დილით, გაღვიძებისთანავე მოამზადეთ თერმომეტრი. მასზე ტემპერატურა უნდა იყოს დაახლოებით 35 ° C. ჩადეთ თერმომეტრი იღლიაში და გააჩერეთ იქ ათი წუთის განმავლობაში. შემდეგ შეხედეთ შედეგს და ჩაინიშნეთ. ეს შედეგი ცნობილია როგორც “დილის ბაზალური ტემპერატურა”. სხეულის ნორმალური ბაზალური ტემპერატურა 36,5°C-დან 36,8°C-მდეა. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ანთებითი პროცესების დროს, ისევე როგორც ქალებში მენსტრუაციისა და ორსულობის დროს, ეს ტემპერატურა შეიძლება განსხვავდებოდეს. ამიტომ, ეს ტესტი მხოლოდ მაშინ უნდა გაიკეთოთ, როცა ამ აღნიშნულ მდგომარეობაში არ იმყოფებით.

შედეგის ინტერპრეტაცია:

  • თუ თქვენი ბაზალური ტემპერატურა 36,5°C-დან 36,8°C-მდეა, მაშინ თქვენი ფარისებრი ჯირკვალი გამართულად მუშაობს.
  • თუ დილის ტემპერატურა 36,5 ° C-ზე დაბალია, მაშინ ეს მიუთითებს ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითებულ ფუნქციაზე (ჰიპოთირეოზი). ამ შემთხვევაში ყურადღება უნდა მიაქციოთ სხვა სიმპტომებს. ესენია: დეპრესია, ენერგიის ნაკლებობა, ქრონიკული დაღლილობა, ხშირი გაციება, ქრონიკული თავის ტკივილი, მეხსიერების და კონცენტრაციის დაქვეითება და თმის ცვენა.
  • თუ სხეულის ბაზალური ტემპერატურა 36,8°C-ზე მაღალია, ეს ნიშნავს, რომ თქვენი ფარისებრი ჯირკვლის მუშაობა დაჩქარებულია (ჰიპერთირეოზი) ან ორგანიზმში მიმდინარეობს რაიმე სახის ანთებითი პროცესი.
  • ყველაზე ზუსტი შედეგის მისაღებად რეკომენდებულია ამ ტესტის ჩატარება ზედიზედ სამი დღე. თუ ამ დროის განმავლობაში თქვენი ბაზალური ტემპერატურა ნორმალურ დიაპაზონზე მაღალი ან დაბალია, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

და არ დაგავიწყდეთ, რომ ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭიროა იზრუნოთ ღვიძლის მდგომარეობაზე, მოერიდოთ სტრესს, დარწმუნდით, რომ თქვენს ორგანიზმს აქვს საკმარისი სელენი, A ვიტამინი, კორტიზოლი, მაგნიუმი და B ვიტამინი.

Facebook კომენტარები