mobliurebi
mobliurebi

მეჭეჭებისა და კანის პაპილომების მოსაცილებელი საშუალებები: მარტივი, უმტკივნეულო და ბიუჯეტური!

მეჭეჭები და კანის პაპილომები უმტკივნეულო წარმონაქმნებია, რომლებიც შეიძლება გამოჩნდეს სხეულის ნებისმიერ ნაწილზე, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც ყველაზე მეტად ოფლიანდება.

მიუხედავად იმისა, რომ ისინი უვნებელია, მეჭეჭებს შეუძლიათ სისხლდენა. ეს უფრო ესთეტიკური პრობლემაა, რომელიც უფრო ხშირია ქალებში.

მეჭეჭები და კანის პაპილომები ჩნდება ადგილებზე, უფრო ზუსტად კანის ნაოჭებში, რომლებიც ოფლიანობს, ჩვეულებრივ, მკლავებში, სახესა და კისერზე. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეჭეჭები საშიში არ არის, მაგრამ ჩვენ, ქალების, საკმაოდ უსიამოვნო გარეგნობის გამო გვაღიზიანებს ისინი!

მეჭეჭების სიმპტომები:

  • რამოდენიმე მმ-იანი უხეში ამოზნექილი წარმონაქმნები კანზე;
  • ქავილი წარმონაქმნზე;
  • ტკივილი და კანის დაჭიმულობა;
  • დაზიანების შემთხვევაში მეჭეჭიდან იწყება ჭარბი სისხლდენა.

რიგ შემთხვევებში მეჭეჭებს აქვს კანის სხვა დაავადებების სიმპტომები, ამიტომ მათი გარჩევა მაზოლებისგან ზოგჯერ რთულია.

ვაშლის ძმარს გამოყენების ფართო სპექტრი აქვს. იგი გამოიყენება მრავალი დაავადების სამკურნალოდ მისი ძლიერი ანტივირუსული, ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებების გამო. ეს მას შესანიშნავ საშუალებად აქცევს მეჭეჭებისთვის.

ვაშლის ძმრის ძალა.

დაასხით რამდენიმე წვეთი ვაშლის ძმარი ბამბის ტამპონზე ან მარლაზე. წაისვით იგი პირდაპირ მეჭეჭზე. პირველ რიგში გაასუფთავეთ კანი და მოამზადეთ ამ პროცედურისთვის.

ყოველთვის გამოიყენეთ ახალი ბამბა ყოველი ახალი პროცედურის დროს. შედეგს 5 დღეში შეამჩნევთ. თუ ამ დღეებში ვერ შეამჩნევთ რაიმე გაუმჯობესებას, გაიმეორეთ მკურნალობა მანამ, სანამ მეჭეჭი არ გაქრება.

პროფილაქტიკა:

დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

  • იმუნიტეტის გაძლიერება;
  • ფიზიკური ვარჯიშების შესრულება;
  • საკვებში ვიტამინებით მდიდარი პროდუქტების გამოყენება;
  • მჭიდრო ტანსაცმელზე და ფეხსაცმელზე უარის თქმა.

არის თუ არა მეჭეჭი გადამდები?

დიახ, მეჭეჭები ძირითადად დაავადებულ ადამიანთან კონტაქტის გზით და საყოფაცხოვრებო ნივთებით გადადის. ოღონდ ეს ხდება მაშინ, როცა კანის მთლიანობა დარღვეულია, ანუ კანზე არის რაიმე ნაკაწრი, ან ატოპიური დერმატიტის მოვლენები. ეს არის ხელშემწყობი ფაქტორები, რომ გაჩნდეს მეჭეჭები.

გაუზიარეთ ეს რეცეპტი თქვენს ახლობლებს, რომლებსაც აწუხებთ ეს პრობლემა!

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება