პოდაგრა არ არის მხოლოდ ფეხის თითის დაზიანება – გაიგეთ როგორ უმკურნალოთ მას!

პოდაგრა ანუ ნიკრისის ქარი, ჩვენში საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის ცოდნა მის შესახებ ხშირად მხოლოდ ფეხის პირველი თითის სახსრის დაზიანებითა და ტკივილით შემოიფარგლება. მაგრამ პოდაგრამ სხვა, გაცილებით მძიმე დაზიანებებიც შეიძლება გამოიწვიოს როგორც სხვა სახსრებისა, ისე შინაგანი ორგანოებისა, განსაკუთრებით კი თირკმელების, რაც საფუძვლიან მკურნალობას მოითხოვს.

შეიცვალეთ გემოვნება!

პოდაგრის დროს აკრძალული პროდუქტების ჩამონათვალს რომ გაეცნობით, ალბათ იფიქრებთ, რომ ყველაზე გემრიელ კერძებს უნდა შეელიოთ. მაგრამ ჩვენი გემოვნება მხოლოდ და მხოლოდ ჩვევაა, რომლის შეცვლაც შესაძლებელია. დაიმახსოვრეთ ის
პროდუქტები, რომლებიც თქვენს სუფრაზე იშვიათად უნდა მოხვდეს:

  • ღვიძლი,
  • თირკმელი,
  • ტვინი,
  • ენა,
  • ნებისმიერი ხორცი,
  • განსაკუთრებით ახალგაზრდა ცხოველის,
  • თევზი,
    ფრინველი,
  • ლორი,
  • კონსერვი,
  • ხორცისა და თევზის ნახარში,
  • მცენარეებიდან პარკოსნები,
  • სოკო,
  • ბოლოკი,
  • ყვავილოვანი კომბოსტო,
  • შოკოლადი,
  • ასევე: ჩაი, ყავა, კაკაო, ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელი, განსაკუთრებით – შამპანური.

სვით ბევრი წყალი, დღეში 1,5 ლიტრი მაინც. კარგია ტუტე მინერალური წყლები (ბორჯომი). კვირაში ერთხელ მოიწყვეთ განტვირთვის დღე (ხილის, ბოსტნეულის, ხაჭოსი).

საოჯახო რეცეპტები:

  1. დააყენეთ წითელი მოცვის ჩაი (20 გრამი 1 ჭიქა მდუღარე წყალზე). მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ.
  2. 20-20 გრამი კრაზანა, გვირილის ყვავილი, ცაცხვის ყვავილი, დიდგულას ყვავილი აუ– რიეთ ერთმანეთში, ჩაყარეთ ფაიფურის ჭურჭელში, დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი, მჭიდროდ დაახურეთ თავზე და 15 წუთით ჩადგით ცხელი წყლის აბაზანაში. შემდეგ გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე და გაფილტრეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ. შეავსეთ 1 ლიტრამდე გადადუღებული წყლით და შედგით მაცივარში. მიიღეთ 1/2-1/2 ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. ინახება მხოლოდ 3 დღე.
  3. 3 ჩაის კოვზ მარიამსხალას დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი და 2 საათი გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში. შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამამდე.
  4. პოდაგრის გამწვავებისას მტკივანი სახსარი დაისუსხეთ ჭინჭრით, დილით კი ნავთით გაიწმინდეთ.
  5. დილაობით სვით ნივრისა და ლიმონის ნაყენი.
  6. ფიტოთერაპიის პარალელურად დილა-საღამოს, ჭამამდე 40-60 წუთით ადრე ან ჭამი- დან 2-3 საათის შემდეგ, მიირთვით ვაშლი.

გავრცელება, ასაკი და სქესი

დაავადება უმთავრესად 30-40 წლის მამაკაცებში გვხვდება. ქალებში პოდაგრა იშვიათია და შესაძლოა განვითარდეს მხოლოდ კლიმაქსურ პერიოდში.

სად ლაგდება ურატები ( მარილები) ?

  • შემაერთებელ ქსოვილში,
  • სინოვიურ გარსში,
  • მყესში,
  • ხრტილში,
  • ძვლის სახსროვან ნაწილში,
  • თვალის სკლერაში,
  • თირკმელების ინტერსტიციულ შრეში,
  • სისხლძარღვებში.

ეს იწვევს მწვავე პოდაგრულ ართრიტს და მრავლობითი კვანძის – ე.წ. ტოფუსების განვითარებას.

მწვავე პოდაგრული ართრიტი უმეტესად შუახნის მამაკაცებს ემართებათ უეცრად, თითქმის უმიზეზოდ, თუმცა არსებობს შეტევის რისკფაქტორები:

  • საკვები და ალკოჰოლური სასმელები;
  • ტრავმა;
  • ფიზიკური გადაღლა;
  • ნერვულ-ემოციური დატვირთვა;
  • გაციება;
  • ქირურგიული ჩარევა;
  • ცხოვრების წესის შეცვლა (აქტიური ცხოვრებიდან პასიურზე გადასვლა ან პირიქით);
  • სხვადასხვა ინფექციური დაავადება;
  • ალერგიული რეაქცია;
  • სამკურნალო პრეპარატები (კოფეინი, თეობრომინი, დიურეტინი, ეუფილინი, ვიტამინები, შარდმდენები, სულფანილამიდები, ღვიძლის ექსტრაქტები და ა.შ.),
  • ხანგრძლივი სტეროიდული თერაპია ან სტეროიდების უეცარი შეწყვეტა.

პოდაგრის პირველი შეტევა უმეტესად ფეხის ცერა თითის სახსრის ანთებით იწყება, იშვიათად ფეხის სხვა თითების, კოჭ-წვივის, მუხლის, კიდევ უფრო იშვიათად – სხივ-მაჯის, დაყვის, ხელის მტევნის, მენჯ-ბარძაყის და სხვა სახსრების.

პოდაგრული ართრიტის შეტევა ვითარდება უეცრად, უმეტესად ღამით. ავადმყოფს აღვიძებს ფეხის ცერა თითის არეში ძლიერი ტკივილი. სახსარი სწრაფად (რამდენიმე საათში) სივდება, კანი დაჭიმული და მბზინავია. ხშირად გაფართოებული ვენებიც კი მოჩანს. შესივებული ქსოვილები მკვრივია. ადგილობრივი ტემპერატურა მომატებულია, ამ სახსარში ყოველგვარი მოძრაობა მკვეთრად მტკივნეულია. ასეთი ძლიერი ტკივილი არ იცის არც ერთმა ართროლოგიურმა დაავადებამ. ჩვეულებრივ, კრიზი გრძელდება რამდენიმე საათიდან 10-12 დღემდე და თანდათანობით (ერთ-ორ კვირაში) ცხრება. ამის პარალელურად ქრება შეშუპება და სახსრის ფუნქცია მთლიანად აღდგება. გარკვეული ხნის შემდეგ შეტევა მეორდება. მისი სიხშირე და ინტენსივობა ინდივიდუალურია.

პერიოდულობა

ზოგიერთს უმეორდება წელიწადში ერთხელ ან ორჯერ, ტკივილი არ არის ძლიერი და შრომისუნარიანობას დიდი ხნით არ აქვეითებს, ზოგს კი ძლიერი და ხშირი შეტევები აქვს, რაც ადრეულ ინვალიდობას იწვევს. თუ პირველი რამდენიმე შეტევა უპირატესად აზიანებს ტერფის პირველი თითის წინატერფფალანგთაშუა სახსარს, მომდევნო შეტევები უკვე სხვა სახსრების დაზიანებას იწვევს. თუ დაავადების დასაწყისში ძირითადად ერთი სახსრის ანთებასთან გვაქვს საქმე, შემდგომ პოდაგრის მწვავე შეტევა ერთდროულად ორი ან რამდენიმე სახსრის დაზიანებით მიმდინარეობს. შეტევებს შორის ავადმყოფების უმრავლესობა არაფერს უჩივის.

როდის გადადის დაავადება ქრონიკულ ფორმაში?

პირველი სახსროვანი კრიზიდან 3-5 წლის შემდეგ პოდაგრა ქრონიკულ ფორმაში გადადის. შესაძლოა, ეს პერიოდი 10-15 წლამდეც გაგრძელდეს. რაც უფრო მეტი ხანია გასული დაავადების დაწყებიდან, მით უფრო ხანმოკლეა ინტერვალი შეტევებს შორის.

პროცესში თანდათანობით ერთვება ახალი სახსრები. შეუმჩნევლად წარმოიქმნება პოდაგრისთვის დამახასიათებელი კვანძები. დროთა განმავლობაში იმატებს სახსრების მყარი დაზიანებანი, ყალიბდება ტიპური ქრონიკული პოლიართრიტის სურათი სახსრების დეფიგურაცია და დეფორმაცია ძვლების წანაზარდების ხარჯზე, თითების ქვეამოვარდნილობები, კონტრაქე ტურები, სახსრების უხეში ხრაშუნი, მოძრაობის შეზღუდვა. ავადმყოფს უჭირს მოძრაობა. უქვეითდება ან სრულიად ეკარგება შრომის უნარი.

 

Facebook კომენტარები