mobliurebi
mobliurebi

ნატურალური პროდუქტებისგან დამზადებული სახის ნიღბები ნაოჭების მოსაშორებლად

ნატურალური პროდუქტებისგან დამზადებული სახის ნიღბები არა მხოლოდ იცავს კანს დერმატიტის განვითარებისგან და ანელებს ასაკთან დაკავშირებულ ცვლილებებს, არამედ წარმატებით ეხმარება აკნეს, შავი წერტილების, ნაოჭების მოშორებას და ასევე შესამჩნევად ამკვრივებს სახის კონტურს.

ფართოდ პოპულარულია დაბერების საწინააღმდეგო სახამებლის ნიღბები, რომლებსაც ბევრი ქალი წარმატებით იყენებს სახლში ბოტოქსის ნაცვლად. მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში, სახამებლის ნიღბები იწვევს ალერგიას, სიწითლეს ან სხვა გაღიზიანებას ნაზ, თხელ, მშრალ კანზე.

საბედნიეროდ, სახამებლის გამაახალგაზრდავებელი ეფექტის გამოყენება შესაძლებელია დელიკატურ პრობლემურ კანზეც კი.

რეცეპტი 1: კარტოფილი, შვრია, კვერცხი

დაგჭირდებათ:

  • უმი კარტოფილი - 1ც
  • შვრიის ფანტელები - 2 ს/კ
  • თეთრი კვერცი - ცილა 1ც

მომზადების მეთოდი:

გათალეთ კარტოფილი და გახეხეთ წვრილ სახეხზე. ფრთხილად გამოაცალკევეთ ცილა გულისაგან და შვრიის ფაფა კი დაფქვით ყავის საფქვავში. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი თასში და აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

როცა მზად იქნება შეგიძლიათ წასივათ სახეზე და გაიჩერეთ30-40წთ.

კანის ღრმა წმენდისა და ეპიდერმისის ნორმალური სტრუქტურის აღდგენისთვის გამოიყენეთ პროდუქტი კვირაში ერთხელ. სახის გასაახალგაზრდავებლად და დაბერებული კანის გარეგნობის გასაუმჯობესებლად ნიღაბი წაისვით კვირაში 2-ჯერ ძილის წინ 1 თვის განმავლობაში, შემდეგ 2 კვირა შეისვნეთ. რის შემდეგაც შეგიძლიათ სხადოთ დაბერების საწინააღმდეგო სხვა ნიღაბიც, რომლესაც ახლა შემოგთავაზებთ:

რეცეპტი 2: მოხარშული კარტოფილის ნიღაბი, კვერცხის გული, რძე, გლიცერინი და ვიტამინი E

დაგჭირდებათ:

  • 1 საშუალო კარტოფილი,
  • 1 კვერცხის გული,
  • 3 სუფრის კოვზი ახალი რძე,
  • 1 ჩაის კოვზი გლიცერინი,
  • 4-5 წვეთი ვიტამინი E კაფსულა (ან ამპულა).

მომზადების მეთოდი:

მოხარშეთ კარტოფილი და გააკეთეთ კარტოფილის პიურე. ფრთხილად გამოაცალეთ კვერცხის გული ცილისგან და დაუმატეთ გული კარტოფილის პიურეს თასში. დაამატეთ რძე და ვიტამინი E, შემდეგ აურიეთ თასის შიგთავსი ერთგვაროვან კონსისტენციის მიღებამდე.

გაღიზიანებული, აქერცლილი კანის ნორმალური მდგომარეობის აღსადგენად, ძილის წინ წაისვით ნიღაბი, პროცედურის შემდეგ კი შეგიძლიათ თბილი ჩაით გაიწმინდოთ კანი. კანის ნორმალური მდგომარეობის მდგრადი აღდგენისა და სახის გაახალგაზრდავებისთვის პროდუქტი წაისვით კვირაში 2-ჯერ და 12-14 პროცედურის შემდეგ გადადით თიხის (თეთრი, ვარდისფერი თიხის) ან თაფლის ნიღბების გამოყენებაზე.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება