ყველაზე ეფექტური საშუალებები ფეხზე მძაფრი სუნისა და სისველის მოსაშორებლად.

ფეხების ოფლიანობა ერთ-ერთი მეტად შემაწუხებელი პრობლემაა. მართლაც, რა არასასიამოვნოა ზამთარ-ზაფხულ სისველის შეგრძნება და მძაფრი სუნი. საქმე ის არის, რომ ტერფებზე უამრავი საოფლე ჯირკვალია, ბაქტერიათა მოთესვა-გამრავლების გამო კი ოფლი უსიამოვნო სუნს იძენს.

საოფლე ჯირკვლებს, რაღა თქმა უნდა, ვერაფერს ვუზამთ, სუნის მოცილება კი შეიძლება, მით უმეტეს, სპეციალისტთა რეკომენდაციების შესრულება არც ისე ძნელია.

უსიამოვნო სუნის მოცილების ყველაზე მარტივი გზა ფეხების ხშირი ბანაა. თითქოს ამაზე იოლი რა უნდა იყოს, მაგრამ ზოგიერთი ტერფებს საერთოდ არ აქცევს ყურადღებას და შხაპის მიღების დროსაც კი ავიწყდება მათი გასაპვნა, რის გამოც ფეხისგულებზე უამრავი ბაქტერია რჩება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფეხები დღეში რამდენიმეჯერ უნდა დაიბანოთ, უმჯობესია, ცივი წყლით, ზამთარშიც კი. ვიდრე ფეხსაცმელს ჩაიცვამდეთ და შინიდან გახვიდოდეთ, კარგად დაბანილ და გამშრალებულ ფეხებზე სურნელოვანი ტალკი დაიყარეთ — ის ტენს იწოვს და კანს დაზიანებისაგან იცავს.

შემოგთავაზებთ რამდენიმე ბუნებრივ საშუალება ამ პრობლემის თავიდან ასაცილებად:

რეცეპტი 1: მკურნალობისთვის დაგჭირდებათ 2 შეკვრა მუხის ქერქი (აფთიაქში ნაყიდი) და ბორის მჟავას 10 პაკეტი. დილით ტერფებზე ვიფრქვევთ ბორის მჟავას. ფხვნილს ვისვამთ მსუბუქი მოძრაობით (შეზელა არ შეიძლება) ისე, რომ თანაბრად გადაანაწილოთ ტერფის ზედა მხარეს და თითებს შორისაც. შემდეგ ვიცვამთ წინდებს და ასე დავდივართ მთელი დღე. საღამოს ფხვნილს ჩამოვიბანთ თბილი წყლით. დაძინების წინ ფეხებზე დაიყარეთ წმინდად დაფქულ მუხის ქერქი, ჩაიცვით სუფთა წინდები და მთელი ღამე გეცვათ. დილით ფეხები ცივი წყლით დაიბანეთ. ასე გააკეთეთ 10 დღე და საუკეთესო შედეგს მიიღებთ.

ვიცი, რომ ეს პრობლემა ბევრ ადამიანს აქვს. გაითვალისწინეთ ჩემი რჩევა და აუცილებლად დააღწევენ თავს ამ უსიამოვნო სიმპტომს!

რეცეპტი 2: ფეხები კარგად დაიბანეთ და გაიმშრალეთ. შემდეგ ბამბის ტამპონი დაასველეთ 3% ან 5%-იანი იოდით, შეიზილეთ თითებს შორის და თითებიდან 3-4 სმ-ზე ტერფების ზედაპირზე. პროცედურა, სასურველია, ყოველ საღამოს ჩაიტაროთ. სულ რამდენიმე პროცედურის შემდეგ ოფლიანობა 1-2 წელი აღარ შეგაწუხებთ.

იოდიძლიერი ანტისეპტიკური საშუალებაა. ფეხის ოფლიანობისას მთავარი პრობლემა – უსიამოვნო სუნია, რომელიც ბევრ უხერხულობას ქმნის. ამ სუნის მიზეზი კი ის ლპობითი პროცესებია, რომელსაც კანზე არსებული ბაქტერიები უწყობს ხელს. ამიტომ ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვას – რეგულარულ დაბანას საპნით და ანტისეპტიკური საშუალებებით. იოდი კანის ზედაპირზე ანადგურებს ბაქტერიებს და ამ გზით სპობს ოფლის სუნს. გარდა ამისა, ის აქვეითებს საოფლე ჯირკვლების სადინარების ფუნქციას და ოფლის გამოყოფაც ქვეითდება. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ მსგავსი პროცედურის ხანგრძლივი დროით ჩატარება არ შეიძლება, რადგან მას შეიძლება სხვაგვარი გართულებები მოჰყვეს.

Facebook კომენტარები