ჭარხალს თუ ხალხურ მედიცინაში ამდენი დაავადების სამკურნალოდ იყენებდნენ, ნამდვილად არ ვიცოდი!

სრულიად შემთხვევით ვნახე ეს ჩანაწერები დედაჩემის რვეულში – დედა ხალხური მედიცინით იყო დაინტერესებული და რეცეპტებს აგროვებდა: ჭარხალი საუკეთესო სამკურნალო საშუალებაა

  • ჰეპატიტის,
  • შაქრიანი დიაბეტის,
  • ჰიპერტონიის,
  • ალერგიის დროს,
  • აგრეთვე სახსრების დაავადებების დროს
  • და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს.

აი, რამდენიმე რეცეპტიც:

  • სურდოს დროს: ახალგამოწურული ჭარხლის წვენს შეურიეთ თაფლი თანაფარდობით 2:1 და ამ ნარევის 5-5 წვეთი ჩაიწვეთეთ თითოეულ ნესტოში. ბავშვებისთვის უმჯობესია გამოიყენოთ მოხარშული ჭარხლის წვენი და თაფლი არ შეურიოთ, რადგან ჭარხლის და თაფლის ნარევის ჩაწვეთება წვის შეგრძნებას იწვევს.
  • ფილტვების ანთებისა და პლევრიტის დროს: უნდა სვათ ჭარხლის წვენი (გაწურვიდან 2-3 საათის შემდეგ) ნახევარ-ნახევარი ჭიქა 3-4-ჯერ დღეში ჭამის წინ. | ანემიის დროს: შეურიეთ თითო ჭიქა ახალგამოწურული ჭარხლის, სტაფილოს და შავი ბოლოკის წვენი, დაუმატეთ 1 ჭიქა თაფლი, კარგად აურიეთ. მიიღეთ 1,5-2 ს/კ ყოველი ჭამის წინ.
  • ლეიკოზის დროს: შეურიეთ 80 გრ ჭარხლის და 340 გრ სტაფილოს წვენები. სვით თითო ს/კ ჭამის წინ 3-ჯერ დღეში.
  • ჰიპერტონიის დროს: დილაობით უზმოზე მიიღეთ 100-100 გრ ჭარხლის წვენის, თაფლის და მშრალი ღვინის 4:2:1 ნარევი.
  • მასტიტის დროს: გახეხილ ჭარხალს შეურიეთ მცირე რაოდენობით ზეითუნის ზეთი და ეს ნარევი დაიდეთ მკერდზე.
  • შაქრიანი დიაბეტის დროს: ძალიან სასარგებლოა ჭარხლის ქორფა ფოთლების წვენი. უნდა სვათ 1/3-1/2 ჭიქა დღის განმავლობაში. ფოთლებში გაცილებით მეტი რაოდენობის მიკროელემენტი და ვიტამინია, ვიდრე ძირხვენაში.

მე თვითონვარ დაავადებული დიაბეტით და საკუთარ თავზე გამოვცადე,რომ ჭარხლის ფოთლების წვენი აქვეითებს შაქრის დონეს სისხლში.

ჭარხალი მდიდარია ცილებით, უჯრედისით, შაქრებით, შიგ ცხიმებით, შეიცავს საღებავ ნივთიერებებს, მინერალურმარილებს (მაგნიუმს, კალიუმს, კალციუმს, რკინას, იოდს) ასკორბინის მჟავას, B, B, P, PP ვიტამინებს, ფოლიუმის მჟავას, ბეტაინს. ჭარხლის ყველა ნაწილი გამოიყენება საკვებად. იგი სამკურნალო-დიეტური თვისებების გამობევრი დაავადების დროს ინიშნება რაციონებში. უჯრედისი და ორგანული მჟავები ასტიმულირებს კუჭის სეკრეციას და ნაწილი, პერისტალტიკას, რაც სპაზმური კოლიტების დროს დადებით შედეგს იძლევა. ვიტამინებისა და რკინის სიუხვის გამო ჭარხლის მიღება კარგ შედეგს იძლევა ანემიების დროს. ჭარხალი კარგია მათთვის, ვისაც აწუხებს თირეოტოქსიკოზი (ფარისებრი ჯირკვლის დაავადება), ათეროსკლეროზი, გულსისხლძარღვთა დაავადებები, ჭარხალში შემავალი კალიუმი ანტიარითმიული მოქმედებისაა, მაგნიუმი – წნევის დამწევია, იოდი – დადებითად მოქმედებს ქოლესტერინის ცვლაზე. ტრადიციულ მედიცინაში ჭარხლის წვენი ჰიპერტონიული და ღვიძლის დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება.

Facebook კომენტარები