უძილობა და ნევროზი გაწუხებთ? მცენარეული საშუალებები დაგეხმარებათ მის დაძლევაში – ეს რეცეპტები დრომ გამოსცადა!

ნევროზის გამოვლინებებს ყოფენ ორ ჯგუფად:

  1. ფსიქოპათოლოგიურ დარღვევებად
  2. ნეიროსომტურ დარღვევებად

პირველ ჯგუფს ეკუთვნის ასთენიური, ფობიური, იპოქონდრიული სინდრომები, აგრეთვე ნევროზული დეპრესიის სინდრომი.

მეორეს – ვეგეტატიური აშლილობანი, გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი, შარდსასქესო, საჭმლის მომნელებელი სისტემის ნევროზული დარღვევები, აგრეთვე – მგრძნობელობის, მოძრაობის, ძილის დარღვევები, ნერვული ანორექსიის სინდრომი, თავის ტკივილები, პროფესიული დისკინეზიები და სხვა.

ასთენიური სინდრომი ნევროზის ყველაზე გავრცელებული გამოვლინებაა. ამ დროს ადამიანიუჩივის:

  • ფიზიკურ ძალის უქონლობას,
  • სისუსტეს,
  • მოდუნებას
  • ადვილად იღლება,
  • შრომის უნარი უქვეითდება,
  • ყურადღება და მეხსიერება უუარესდება,
  • იოლად ღიზიანდება, გუნება-განწყობა მალ-მალე ეცვლება,
  • მომატებულ მგრძნობელობას ამჟღავნებს ხმაურისა და კაშკაშა სინათლის მიმართ.
  • შესაძლოა შეაწუხოს ხშირმა თავის ტკივილმა,
  • ძილის დარღვევამ, უ
  • სიამოვნო შეგრძნებებმა კანისა და ლორწოვანი გარსების, კუნთებისა და შინაგან ორგანოთა მხრივ.

ფობიური სინდრომი შიშის აკვიატებული განცდაა, რომელსაც ერთვის არსებული მდგომარეობის კრიტიკული შეფასება. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი აცნობიერებს შიშის უსაფუძვლობას, მაგრამ ამ განცდას თავს ვერ აღწევს. ნევროზის დროს თავს იჩენს:

  • კარდიოფობია (გულის დაავადებების შიში),
  • ლისოფობია (გაგიჟები შიში),
  • აგორაფობია (ღია სივრცის შიში),
  • კლაუსტროფობია (დახშული სივრცის შიში),
  • ჰიპსოფობია (სიმაღლის შიში),
  • კანცეროფობია (კიბოთი დაავადების შიში).
  • იპოქონდრია საკუთარი ჯანმრთელობისადმი არაადეკვატური დამოკიდებულებაა: ჰგონია, რომ ესა თუ ის სნეულება სჭირს, გამუდმებით შიშობს არარსებული დაავადების გამო და საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

იპოქონდრიული სინდრომი ამა თუ იმ სახით თითქმის ყველა ნევროზული მდგომარეობის დროს ვლინდება.

ნევროზის დროს საკმაოდ ხშირად გვხვდება დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ, უმეტესად სამი სახისა:

  1. კარდიალგიური სინდრომი,
  2. გულის რიტმის დარღიევის სინდრომი
  3. სისხლძარღვოვანი დისტონიის სინდრომი.

გულის რიტმის ნევროზული დარღვევა, უპირველეს ყოვლისა, ტაქიკარდიით (გულის შეკუმშვათა გახშირებით) ვლინდება.

ნევროზის დროს ხშირია სუნთქვის რიტმის დარღვევა. ადამიანს ამ დროს ჰაერის უკმარისობის შეგრძნება იპყრობს (ეს ვეგეტატიური დარღვევის ნიშანია) და სწრაფად იწყებს სუნთქვას. აღმოცენდება სუნთქვითი არითმია – სუნთქვა ღრმა ან ზედაპირული, ხშირი ან არათანაბარი ხდება. ამავე დროს, იწყება თავბრუსხვევა, რაც განსაკუთრებით აშინებს ადამიანს. დაწყნარებისას, ყურადღების სხვა საგანზე გადატანისას ეს ყველაფერი თავისთავად გაივლის.

ნევროზი ზოგჯერ რამდენიმე კვირას გრძელდება, ზოგჯერ რამდენიმე წელიწადს.

ცნობილია ნევროზის რამდენიმე ფორმა:

  1. პროგრესირებადი – როდესაც ნევროზული დარღვევები დროის განსაზღვრულ პერიოდში ძლიერდება;
  2. რეგრესირებადი – როდესაც ნევროზული გამოვლინებები სუსტდება;
  3. სტაციონარული – როდესაც ნევროზული გამოვლინებები უცვლელია;
  4. ტალღისებრი – როდესაც მდგომარეობის გაუმჯობესებას გაუარესება ენაცვლება და პირიქით;
  5. რემისიული – როდესაც აღინიშნება ნევროზულ დარღვევათა სრული ან თითქმის სრული ალაგების პერიოდები.

რას გვთავაზობს ხალხური მედიცინა ნევროზის დროს:

რეცეპტი 1: 1/2 ჩ/კ გვირილას დაასხით 0,5 ჭიქა მდუღარე წყალი. დადგით 15 წუთი, შემდეგ გადაწურეთ. დალიეთ დაძინებამდე 1 საათით ადრე, მაგრამ მანამდე უნდა წაიხემსოთ, რადგან გვირილა ნაღველმდენია და შეიძლება ღამე კუჭმა შეგაწუხოთ.

თუ გვირილის ნაყენი არ გშველით, ყაყაჩოს ნახარში დალიეთ: 1/3 ჩ/კ კულინარიული ყაყაჩო და 1/4 ჭიქა წყალი ადუღეთ 1-3 წუთი, გადაწურეთ და დალიეთ.

გვირილის ნაყენის დადებითი მოქმედება ორგანიზმზე განპირობებულია ამ მცენარეში შემავალი ფიზიოლოგიურად აქტიური ვთიერებებით: ეთერზეთებით, აზულენით, ფლავონოიდებით, პოლისაქარიდებით, ვიტამინებით და სხვა.

გვირილის პრეპარატებს აქვს სპაზმოლიზური, ანტიანთებითი, ანტისეპტიკური, სედატიური (საძილე) და მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. მცენარის საძილე და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის გამო მას იყენებენ, როგორც ნერვული სისტემის დამამშვიდებელ და საძილე საშუალებას მსუბუქი აგზნებების დროს.

ყაყაჩო ბიოლოგიურად საკმაოდ აქტიურ 20-მდე ალკალოიდს შეიცავს. მათ შორისაა მორფინი, კოდეინი, პაპავერინი. შეიცავს აგრეთვე ორგანულ მჟავებს, ცხიმებს. ყაყაჩოში შემავალი ალკალოიდები ნარკოტიკულ ტკივილგამაყუჩებლებს მიეკუთვნება, თრგუნავენ ტკივილს, აცხრობენუარყოფით ემოციებს,ხსნიან სპაზმებს, აქვთ ძლიერი საძილე მოქმედება.

შენიშვნა: ყაყაჩოს ნაყენით მეტისმეტად გატაცებას არ გირჩევთ, რადგან დოზის გადამეტების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს მკვეთრად გამოხატული გვერდითი ეფექტები და თანაც მცენარეში შემავალი ნივთიერებები (თუნდაც მცირე დოზით მიღებისას) მათდამი შეჩვევას იწვევს.

რეცეპტი 2: დაახლოებით 200-300გ სალათის ფოთლები დაჭერით წვრილად, დაასხით 0,5ლ წყალი, დაუმატეთ 2 ს/კ თაფლი და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთი, შემდეგ შეაგრილეთ, გადაწურეთ. დალიეთ 1/2 ჩ/ჭ ნაყენი ძილის წინ.

ალბათ არ დამიჯერებთ, მაგრამ სალათის ნაყენი ბევრ საძილე ქიმიურ პრეპარატზე ეფექტურად მოქმედებს, თანაც სრულიად უვნებელია. ეს წამალი ბავშვებსაც შეგიძლიათ დაალევინოთ.

რეცეპტი 3: აიღეთ თანაბარი რაოდენობით გველის სურო, პიტნა და ფითრი. ნარევით ნახევრამდე შეავსეთ 200 გრ-იანი ბოთლი, შემდეგ კი ბოთლი სპირტით აავსეთ. მოათავსეთ ბნელ ადგილას 5 დღე, რის შემდეგაც წამალი მზადაა. უნდა მიიღოთ 7-7 წვეთი -ჯერ დღეში. ჭამამდე 20 წუთით ადრე. წვეთები უნდა გაიხსნას მცირე რაოდენობის წყალში (როგორც ვალერიანის წვეთები).

პიტნა სპაზმოლიზური, ჰიპოტენზიური, დამამშვიდებელი თვისებებით ხასიათდება.

გველის სურო აქვეითებს არტერიულ წნევას, ამცირებს ტაქიკარდიას.

ფითრი ეფექტიანია ემოციური აღგზნებადობის დროს, ისტერიული მდგომარეობისას, თავბრუსხვევის დროს.

რეცეპტი 4: თერმოსში ჩაყარეთ 2 ს/კ დაქუცმაცებული პიტნა. დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, ერთი საათით გააჩერეთ, გაფილტრეთ და ბალახი კარგად გამოწურეთ. მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 1/2 საათით ადრე. მკურნალობის კურსია 7-10 დღე. ერთი კვირის შემდეგ კურსი გაიმეორეთ. ნახავთ, როგორ დაგამშვიდებთ და მოგიწესრიგებთ ძილს.

მინდვრის პიტნა ბალახოვანი მცენარეა, აქვს მოვარდისფრო-მოთეთრო ყვავილები. სამკურნალოდ გამოიყენება ყვავილობის დასაწყისში შეგროვილი მცენარე.

რეცეპტი 5: 2 ს/კ კატაბალახას ფესვების, 3 ს/კ გვირილის, 5 ს/კ ძირას (ნაყოფი) 2 ს/კ ნარევს დაასხით 2 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, წამოადუღეთ, გადმოდგით და დააყოვნეთ 20 წუთი, გადაწურეთ. მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა ორჯერ დღეში, დილას და საღამოს ძილის წინ.

10-დღიანი კურსიც საკმარისია უძილობისა და ნევროზის სიმპტომების მოსახსნელად. თუმცა ყველა ინდივიდუალურია, ამიტომ შესაძლოა 3 კვირაც კი დაგჭირდეთ სიმპტომების მოსახსნელად.

რეცეპტი 6: დღე l – 200-300 გრ ცაცხვის ყვავილი ჩაყარეთ დიდ ქვაბში, დაასხით 3 ლ ცივი წყალი, დადგით დაახლოებით ერთი საათი, შემდეგ 5 წუთით წამოადუღეთ დაბალ ცეცხლზე. ნახარში შეაგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე, გადაწურეთ და ჩაასხით 37-38°C-იანი წყლით სავსე აბაზანაში. ასეთ აბაზანას ვიღებთ 20 წუთის განმავლობაში და შემდეგ ვწვებით დასაძინებლად.

დღე ll – ვიღებთ ჰერკულესის ნახარშის აბაზანას. ნახევარი კოლოფი ჰერკულესი მოხარშეთ 2 ლ წყალში, შემდეგ საცერში გაატარეთ და ჩაასხით აბაზანაში, დაამატეთ 1 ჩ/ჭ ვაშლის ძმარი. ეს ნარევი კანს გლუვსა და ხავერდოვანს ხდის.

ჰერკულესის ნაცვლად კარტოფილის სახამებლის გამოყენებაც შეგიძლიათ. მოხარშეთ სახამებელი კისელის მსგავსად, შეაგრილეთ, შემდეგ წყლით გაათხელეთ და ჩაასხათ აბაზანაში.

ნუ დაიზარებთ, ჩაიტარეთ 8-10-დღიანი კურსი (მონაცვლეობით – ჰერკულესისა და ცაცხვის აბაზანები) და საკუთარ თავს ვეღარ იცნობთ: ნერვებიც დაგიმშვიდდებათ და კანიც გაგიახალგაზრდავდებათ.

Facebook კომენტარები