დედაჩემი 80 წლისაა, თუმცა მისი მეხსიერება ნამდვილად შესაშურია. მინდა გაგიზიაროთ მისი რეცეპტები მეხსიერების გასაუმჯობესებლად!

დედაჩემი 80 წლისაა, თუმცა მისი მეხსიერება ნამდვილად შესაშურია. მინდა გაგიზიაროთ მისი რეცეპტები მეხსიერების გასაუმჯობესებლად!

მეხსიერება ქცევის წარმმართველ ტვინის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს. მიზანდასახული ქცევის განხორციელებისთვის ადამიანი მუდმივად სარგებლობს წარსულში მიღებული გამოცდილებით. შესაბამისად, გარემოში მიმდინარე ცვლილებათა დამახსოვრებისა და „დასწავლის“ საშუალებით ჩვენ ცოდნის დაგროვების უნარი გვაქვს და ამ ცოდნას ადეკვატური ქცევის რეალიზაციისა და აზროვნებისთვის ვიყენებთ.

მეხსიერებაში არსებული ინფორმაციის უდიდესი ნაწილი ცხოვრებისეული გამოცდილებით არის დაგროვილი. მეხსიერების დაკარგვა ადამიანის დეპერსონალიზაციას იწვევს და ადამიანთა შორის ურთიერთობას შეუძლებელს ხდის.

მეხსიერების დეფიციტი და დასწავლისუუნარობა დაუნის სინდრომს, დისლექსიას, ალცჰაიმერის, ჰანტინგტონისა და სხვა დაავადებებს ახასიათებს.

ხანდაზმული ადამიანებივით, ზოგჯერ ახალგაზრდებიც უჩივიან მეხსიერების ერთგვარ შეფერხებას. მაგალითად, ვერ იხსენებენ ცნობილი მსახიობის გვარს, ან კიდევ, თითქოს თავიდან ამოუფრინდათო – სულ ახლახან წაკითხული წიგნის სათაურს.

ახალგაზრდებში მეხსიერების დაქვეითება შესაძლოა ნევროზთან ან დეპრესიასთან იყოს დაკავშირებული.

40 წელს გადაცილებულ და მით უფრო ასაკოვან ადამიანებში „მეხსიერების გამოვარდნა“ განსაკუთრებით ყურადსაღებია.

ასაკოვან ადამიანებში მეხსიერების დაქვეითებას რატომღაც დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ, ამას ასაკთან დაკავშირებულ ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამენ. განგაშის ზარს მხოლოდ მაშინ რეკენ, როდესაც უკვე მეტისმეტად გვიანია. მაგალითად, ადამიანი მათ ვეღარ ცნობს, ვერ იხსენებს ნაცნობებისა და ახლობლების სახელებს, მათ ვინაობას და სხვა. ეს უკანასკნელი უკვე დემენციაზე (ჭკუასუსტობაზე) მიანიშნებს. ამ შემთხვევაში დიაგნოზი საკმაოდ მძიმეა და, რაც მთავარია, პათოლოგიაც ძნელად იკურნება. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ დაავადება ერთბაშად არ ვითარდება.

დემენციას წინ უძღვის წლები, რომელთა განმავლობაშიც ადამიანს თანდათანობით უქვეითდება მეხსიერება, ყურადღება, კონცენტრაციის უნარი. სწორედ ამას უნდა მიექცეს სათანადო ყურადღება, ეს სიმპტომები არ უნდა უგულებელყონ ახლობლებმა, არ უნდა მიაწერონ „ორგანიზმის დაბერებას“, მის ასაკობრივ ცვლილებებს.

„ანტეროგრადული ამნეზია“

„ანტეროგრადული ამნეზია“ ახალი ინფორმაციის დამახსოვრების უნარის დაკარგვას ნიშნავს. „ანტეროგრადული ამნეზიით“ დაავადებულ ადამიანებს ახსოვთ ტვინის დაზიანებამდე აღქმული ანუ წარსულში განვითარებული მოვლენები, მაგრამ არ შეუძლიათ იმ მოვლენათა დამახსოვრება, რომლებიც ოპერაციის შემდეგ განვითარდა.

 „რეტროგრადული ამნეზია“ კი პირიქით – ტვინის დაზიანებამდე მომხდარი მოვლენების გახსენების შეუძლებლობას ნიშნავს.

როგორ უნდა გაიუმჯობესოთ მეხსიერება:

  • მოიწესრიგეთ ძილი – ძილის დროს თავის ტვინში სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს. მათ შორის ბევრი მეხსიერების „მუშაობასაც“ ემსახურება. ნორმალური ძილის გარეშე მეხსიერება ქიმიურ და მოლეკულურ დონეზე ვერ „რეალიზდება და იმუშავებს“ სრულფასოვნად.
  • ნუ დაგავიწყდებათ თავის ტვინის ფუნქციობისთვის დღე-ღამის ბიოლოგიური რიტმის მნიშვნელობაც. უნდა იძინოთ ღამით და არ უნდა ათიოთ ღამეები იმ იმედით, რომ დღისით გამოიძინებთ. ტვინის უჯრედები ყველაზე ინტენსიურად სწორედ დღე-ღამის ბნელ პერიოდში, ანუ ღამით აღდგება.
  • მაქსიმალურად დაიტვირთეთ ფიზიკურად – ფიზიკური დატვირთვის დროს ტვინი უკეთ მარაგდება სისხლითა და ჟანგბადით. საყურადღებოა ისიც, რომ კუნთების აქტიური მუშაობის დროს გამოიყოფა განსაზღვრული სახის ჰორმონები, რომლებიც აუცილებელია მეხსიერების შენარჩუნება-განმტკიცებისთვის. თუ რეგულარულად ვერ ვარჯიმობთ, უარი თქვით ლიფტზე, ზოგჯერ – ტრანსპორტზეც, ერთი-ორი გაჩერება მაინც გაიარეთ ფეხით. ყოველდღიურად ფეხით სიარული აუმჯობესებს ტვინის მუშაობას და ხელს უშლის მრავალი დაავადების განვითარებას. მაგალითად, ინსულტის ალბათობა 50%-ით მცირდება.
  • ყურადღება მიაქციეთ კვებას – მეხსიერებისა და, საზოგადოდ, თავის ტვინის ნორმალური მუშაობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სრულფასოვან კვებას ამინმჟავების, ვიტამინებისა და მიკროელემენტების სათანადო რაოდენობას.

რას გვთავაზობს ხალხური მედიცინა მეხსიერების გასაუმჯობესებლად:

რეცეპტი 1: დედა ივნისში აგროვებს თეთრი ფითრის ფოთლებს, კუნელის ყვავილს და ნიორს. ამ მცენარეებისგან მთელი წლის განმავლობაში შეგიძლიათ მოამზადოთ ნაყენი. დედა ასეთი ნაყენით სამკვირიან კურსს იტარებს წელიწადში რამდენჯერმე, შესვენებებით.

თანაბარირაოდენობის ფითრის ფოთლებისა და კუნელის ყვავილს შეურიეთ დაახლოებით ორჯერ მეტი დაკეპილი ნიორი. ამ ნარევის 3 ჩ/კ-ს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და დადგით მთელი ღამის განმავლობაში თავდახურული. დილით გადაწურეთ და სვით თითო ჭიქა 3-ჯერ დღეში, 12-18 დღის განმავლობაში.

ყოველი კურსის შემდეგ ერთი თვე მაინც უნდა დაისვენოთ. შეიძლება მკურნალობის კურსი ჩაიტაროთ სამ თვეში ერთხელ. ეს ნაყენი ამაგრებს და წმენდს სისხლძარღვებს.

რეცეპტი 2: 40 გრამ ნიორს დაასხით 100 გ სპირტი. მოათავსეთ თავდახურულ ჭურჭელში. დაუმატეთ აიტნის წვეთები (გემოსთვის). მიიღეთ 10 წვეთი 2-3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

გაფრთხილება: ეს ნაყენი ზოგჯერ აღიზიანებს კუჭს და თუ კუჭ-ნაწლავის დაავადება გაწუხებთ, ფრთხილად უნდა მიიღოთ.

რეცეპტი 3: პლასტმასის სახეხზე გახეხეთ იმდენი ხახვი, რომ ერთი ჭიქა წვენი გამოწუროთ. დაუმატეთ ნატურალური თაფლი, სასიამოვნო გემო რომ ჰქონდეს და მიიღეთ თითო კოვზი დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობის კურსი ორი თვეა. შემდეგ ცოტა ხნით შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ. მეხსიერება საგრძნობლად გაგიუმჯობესდებათ და მომავალშიც თავს დაიცავთ სკლეროზისაგან.

ამ ორ, მართლაც გასაოცარი თვისებების მქონე პროდუქტს მრავალმხრივი სამედიცინო ეფექტი ახასიათებს. მათი კომბინირებული ანტიანთებითი, ანტიბაქტერიული, ქსოვილთა რეგენერაციული თვისებები დადებითად მოქმედებს სისხლძარღვების კედლებზე. სისხლძარღვთა სიჯანსაღე კი ორგანიზმის დაბერების და სკლეროზული პროცესების განვითარების განმსაზღვრელი ფაქტორია.

Facebook კომენტარები