მარილები – მტკივნეული დაავადებაა. გთავაზობთ რეცეპტებს რომლის დახმარებითაც ჩვენმა ოჯახმა თავი დააღწია ამ ტანჯვას.

სახსრებში “მარილების ჩალაგება” არაზუსტი ტერმინია. პირდაპირი მნიშვნელობით ის მხოლოდ პოდაგრას ანუ სახსრებში შარდმჟავა მარილების (ურატების) ჩალაგებას შეესაბამება, სხვა შემთხვევაში კი მარილებზე საუბრისას იგულისხმება სახსრების ისეთი დაავადებები, როგორიც არის, მაგალითად, ოსტეოქონდროზი, ოსტეოართროზი და ართრიტი.

როგორც სხვა პათოლოგიების, ასევე სახსართა დაავადებების პროფილაქტიკაშიც დიდი მნიშვნელობა ენიჭება სახსრის მოვლასა და გაფრთხილებას: თავი უნდა ვარიდოთ უხეშ მოძრაობებს, ჭარბ დატვირთვას, მძიმე საგნების აწევას, ამავე დროს ვიაქტიუროთ, დავიცვათ მოძრაობისა და კვების სათანადო რეჟიმი. წანაზარდები, რომლებსაც ხალხში მარილებს უწოდებენ,აზიანებს სახსრის სტრუქტურას, იწვევს ძლიერ ტკივილს, დისკომფორტს, მოძრაობის შეზღუდვას.

„მარილების დაგროვებას“ ხალხური მედიცინა ასე მკურნალობს:

 რეცეპტი 1: 2 კონა ნიახურს დაასხით 2 ლ „ბორჯომი“ და წამოადუღეთ. შემდეგ დაუმატეთ 1/2 ჩ/კ ლიმონმჟავა, ადუღეთ 20 წუთი. შეაგრილეთ, გაწურეთ მარლაში და მიიღეთ 100 გ 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 20 წუთით ადრე.

ბორჯომის მინერალური წყალი ნივთიერებათა ცვლას აწესრიგებს. მარილების სახსრებში ჩალაგება კი სწორედ ნივთიერებათა ცვლის პროცესის დარღვევასთანაა დაკავშირებული.

ლიმონმჟავა მჟავების ჯგუფის ნივთიერებაა, იგი რეაქციაში შედის მარილებთან
და შლის ნალექებს.

ნიახური კი მცენარეული შარდმდენია. იგი საკმაოდ ეფექტიანია საშარდე და სანაღვლე გზების კენჭოვანი დაავადებების დროს.

ასე რომ, რეცეპტში მოცემული კომბინაცია შესაძლოა მართლაც ეფექტიანი იყოს ართროზების დროს.

მარილები დღეს თითქმის ყველა მოხუცებულის პრობლემაა. მეც მათ შორის ვიყა
ვი, ვიდრე ერთი უებარი საშუალება არ მასწავლეს:

რეცეპტი 2: საღამო ხანს 2 სუფრის კოვზი ბრინჯი გარეცხეთ და დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცივი წყალი. ასე დატოვეთ მეორე დილამდე. დილით დადგით ცეცხლზე და მოხარშეთ. არ მოაყაროთ არც მარილი და არც შაქარი, არც ცხიმი დაუმატოთ. ნახარში შეჭამეთ უზმოზე (წვენიც დალიეთ) და შემდეგ 3 საათის განმავლობაში არაფერი მიირთვათ. ასე გააკეთეთ ყოველდღიურად. შედეგი გასაოცარი იქნება.

სახსრები ისე მტკიოდა, რომ მოძრაობა მიჭირდა, თითები დაბუჟებული მქონდა, ვერაფერს ვგრძნობდი, წელის ტკივილიც მაწუხებდა. ბრინჯის ნახარშის მიღების ერთთვიანი კურსის შემდეგ ეს ყველაფერი საგრძნობლად შემიმსუბუქდა, თითებში მგრძნობელობა დამიბრუნდა. მთავარია, ნებისყოფა და ნახარშის ყოველდღიური მიღება.

რეგულარული, ხანგრძლივი მიღებისას უმარილო ბრინჯი და მისი ნახარში წმენდს ორგანიზმს წიდებისაგან, ნალექი მარილებისაგან, აუმჯობესებს სხვადასხვა ორგანოთა და სისტემების ფუნქციონირებას, სახსრების მუშაობას. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, შედეგის მისაღწევად ნახარშის ხანგრძლივი და რეგულარული მიღებაა საჭირო.

რეცეპტი 3: მოცვის ფოთლების ნაყენი. ნაყენი ასე უნდა დამზადდეს: 2 ს/კ მოცვის დანამცეცებული ფოთლები ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, წამოადუღეთ 2-3 წთ. შემდეგ გადმოდგით და თავდახურული შეაგრილეთ. გადაწურეთ და სვით 2 ს/კ 3-4-ჯერ დღეში, 2 კვირის განმავლობაში. შეისვენეთ ერთი თვე და გაიმეორეთ.

წითელი მოცვი მარადმწვანე მცენარეა. მისი ფოთლების მოკრეფა შეგიძლიათ ადრეულ გაზაფხულზე, როგორც კი თოვლი დნობას იწყებს. მცენარე ზამთარშიც არ იშორებს ფოთოლს და დაბალი ტემპერატურის დროსაც ინარჩუნებს არა მხოლოდ სინორჩეს, არამედ სამკურნალო თვისებებსაც. სწორედ ამ დროს, ვიდრე აყვავილდება, იკრიფება მისი ფოთოლი. წითელი მოცვის ფოთლების ნახარში და ნაყენი მიიღება ასევე შარდ-კენჭოვანი დაავადებების, ნიკრისის ქარის, ცისტიტის, პიელონეფრიტის, თირკმელებისა და გულის მიზეზით გამოწვეული შეშუპების, რევმატიზმის, გაციების, გრიპისა და მაღალი ტემპერატურის დროს.

რეცეპტი 4: მზესუმზირის მოსავლის აღების შემდეგ უნდა მოაგროვოთ მისი ფესვები, კარგად გარეცხოთ, გააშროთ. 1 ჭიქა დანამცეცებულ ფესვებს დაასხით 1ლ წყალი, ადუღეთ 5 წუთი, გაწურეთ. თითო ლიტრი ნახარში უნდა მიიღოთ დღის განმავლობაში (მნიშვნელობა არა აქვს, ჭამამდე თუ ჭამის შემდეგ). მოხარშვის შემდეგ ფესვები არ გადაყაროთ, შეინახეთ მაცივარში. მათი გამოყენება კიდევ ორჯერ შეგიძლიათ. მეორე მოხარშვისას წყალი 10 წუთი უნდა ადუღოთ, მესამე მოხარშვისას – 15 წუთი. გამოდის, რომ 1 ჭიქა ფესვებისგან 9 ლ ნახარშის მომზადება შეგიძლიათ იგი 9 დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ. ნახარში ძალიან გემრიელია და მისი წყლის მაგივრად დალევაც შეგიძლიათ.

Facebook კომენტარები