მე და ჩემს შვილს გვაწუხებდა სტომატიტი, აი როგორ ვუმკურნალეთ მას

სტომატიტი პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებაა. იგი სხვადასხვა სახისაა:

  • გინგივო სტომატიტი – დაავადება იწყება ნერწყვის გაძლიერებული გამოყოფით და ტკივილით ჭამის დროს. აღინიშნება სისხლდება ღრძილებიდან, ამას ემატება საერთო სისუსტე და არასასიამოვნო სუნი პირიდან. ამ სახის სტომატიტი გვხვდება ახალგაზრდებში 17- დან 30 წლამდე.
  • კონტაქტური ალერგია (სტომატიტი) – ის შეიძლება გამოიწვიოს საბჟენმა, კბილის პროთეზმა, ტუჩსაცხმა, ტონალურნმა და სხვ. ალერგიის დროს ვითარდება რბილი ქსოვილების შეშუპება, შეწითლება, ზოგჯერ წვრილბუშტუკოვანი გამონაყარი და სისხლდენა. მოსალოდნელია ასევე წვის შეგრძნება, ეროზია, ლორწოვანი გარსის სიმშრალე და გემოვნების შეცვლა.
  • რეციდიულ-აფთოზური სტომატიტი – ვლინდება ბავშვებში და მოზარდებში. ჩნდება  1სმ დიამეტრის მოწითალო, მომრგვალო, მტკივნეული, მკაფიოდ შემოსაზღვრული ერთი ან ორი ლაქა. იგი დაფარულია მონაცრისფრო ნადებით. ლოკაციის ადგილებია: ლოყის, ტუჩების, ენის წინა მესამედი და გვერდითი ზედაპირი.
  • მედიკამენტური სტომატიტი – იგი სამკურნალო სასუალებების უკონტროლოდ მიღების შედეგია. ახასიათებს პირის ღრულს ლორწოვან გარსზე ბუშტუკების, ეროზირებისა და წყლულების გაჩენა. ავადმყოფს უჭირს ღეჭვა, ყლაპვა, მეტყველების ფუნქციაც კი მოსლილი აქვს. მსგავს შემთხვევასი აუცილებლად უნდა შეწყდეს გამომწვევი მედიკამენტების მიღება.
  • კატარული, ეროზიულ – წყლულოვანი სტომატიტი – ვითარდება შაქრიანი დიაბეტის დამძიმების ფონზე. ამ დროს სუსტდება ლორწოვანი გარსის წინააღმდეგობის უნდარი და იწყება ანთებითი პროცესი, რომელიც სწრაფად გადადის ეროზიულ-წყლულოვან ფაზაში. ლორწოზე ჩნდება ნახეთქენი და ნაპრალები.
  • სტომატიტი შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოვიტამინოზმაც.

რას გვთავაზობს ხალხური მედიცინა სტომატიტის სამკურნალოდ:

რეცეპტი 1 – მუხის ქერქის ნაყენი

1 სავსე ჩაის კოვზმუხის დაქუცმაცებულ ქერქს დაასხით 1 ჭიქა წყალი, ადუღეთ 20 წუთი ნელ ცეცხლზე, შეფუთეთ, დატოვეთ 2 საათი, გაფილტრეთ და ივლეთ პირში დღეში 2-3-ჯერ.

მუხის ქერქის პრეპარატებს აქვს ანტიანთებითი, ლორწოვანი გარსის დამცავი და, აგრეთვე, ჭიების საწინააღმდეგო მოქმედება. მუხის ქერქში შემავალი ტანინის ლორწოვანი გარსის ცილებთან ურთიერთქმედებით წარმოიქმნება დამცავი აპკი, რომელიც იცავს ქსოვილებს გაღიზიანებისგან. შედეგად კი ჩერდება ანთებითი პროცესი და ტკივილი მცირდება. გარდა ამისა, ქერქში შემავალი ნივთიერებები შლის პათოლოგიურ მიკროორგანიზმთა ცილებს, რაც აფერხებს მათ განვითარებას და ხოცავს ბაქტერიებს. მუხის ქერქის ნაყენი ფართოდ გამოიყენება სტომატოლოგიურ პრაქტიკაში ლორწოვანი გარსის ანთებითი და წყლულოვანი დაავადებების სამკურნალოდ.

ასევე მინდა შემოგთავაზოთ ავიტამინოზის სამკურნალო საშუალება. სხვათა შორის, სტომატიტის გახშირების მიზეზი ვიტამინების ნაკლებობაც ყოფილა. თანაც გაზაფხულის პირზე ეს პრობლემა ბევრ ადამიანს აქვს.

რეცეპტი 2 – მოცვი, ჭინჭარი და ასკილი

ერთმანეთში კარგად აურიეთ 2 წილი წითელი მოცვის ნაყოფი, 3 წილი ჭინჭრის ფოთოლი და 3 წილი ასკილის ნაყოფი (ყველაფერი დააქუცმაცეთ). 4 ჩ/კ ამ ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, 3-4 საათით დადგით, გაფილტრეთ და სვით თითო ჭიქა 3-4-ჯერ დღეში.

მასში შემავალი კომპონენტები მართლაც მდიდარია სხვადასხვა ჯგუფის ვიტამინებითა და პროვიტამინებით. გარდა ამისა, მასში ბევრია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება, რომელსაც მრავალმხრივი ფარმაკოლოგიური ეფექტი აქვს და ამიტომ აღნიშნული ნაყენი სხვადასხვა დაავადების საპროფილაქტიკო საშუალებაც არის.

Facebook კომენტარები