მცენარეული ნაყენები საუკეთესო გამოსავალია ფაღარათის დროს – ბებიას ნასწავლი რეცეპტები.

ფაღარათი ეს არის ნაწლავთა ფუნქციის მოშლა, რომელიც ვლინდება თხელი და ხშირი განავლით. არაინფექციური აშლილობის მიზეზი შეიძლება იყოს ნაწლავების ინტენსიური გაძლიერებული პერისტალტიკა, როცა მათი თხელი შიგთავსი მოძრაობს სწრაფად და ვერ ასწრებს სისხლში შეწოვას. პერისტალტიკის გაძლიერებას იწვევს უხეში, ცუდად გადამუშავებული ან უხარისხო საკვების გამაღიზიანებელი ზემოქმედება, გადაჭარბებული ნერვიულობა და შიში. ან წარმოადგენს ორგანიზმის დამცავ რეაქციას, რომლის დროსაც ორგანიზმიდან იდევნება მავნე, ტოქსიკური პროდუქტები.

აშლილობა ვითარდება ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთების (ენტერიტის, კოლიტის) დროსაც, როცა ირღვევა ბალანსი დუღილისა და ლპობის პროცესებს შორის, რასაც ნაწლავში არსებული მიკროორგანიზმები განაპირობებს. დუღილით აშლილობისას მუცლიდან ისმის ყურყური, აღინიშნება გაზების დაგროვება, განავალი არის ქაფიანი, ბაცი, აქვს ზოგჯერ ჩვეულებრივი, ზოგჯერ მჟავე სუნი.

ნაწლავების ანთების დროს, განსაკუთრებით მწვავე პროცესის შემთხვევაში, მოქმედებს აშლილობის გამომწვევი სამივე ფაქტორი:

  • ნაწლავების გაძლიერებული პერისტალტიკა,
  • შემცირებული გამოვა,
  • ლორწოს გაძლიერებული წარმოქმნა.

ფაღარათისას ასეთი რეცეპტები გამოიყენება:

1.ფაღარათი ბავშვებში

ჭყინტი, მწვანე კაკალი უნდა დაჭრათ ქერქიანად და დაასხათ არაყი (3:1). დადგით 10 დღე ბნელ ადგილას და ნაყენიც მზადაა. მიიღეთ თითო ჩაის კოვზი 2-ჯერ დღეში.

კაკლის ნაყოფი უნიკალური შემადგენლობითა და მრავალფეროვანი სამედიცინო მოქმედებით ხასიათდება. იგი მდიდარია მრავალგვარი მიკროელემენტებით, ბიოაქტიური ნივთიერებებით, ფარმაკოპეაში კაკლის თვისებები ჯერ კიდევ სრულად არ არის შესწავლილი, თუმცა ხალხურ მედიცინაში მას „სიცოცხლის ხედ“ მოიხსენიებენ და მრავალი დაავადების სამკურნალოდაც იყენებენ. კერძოდ, ზემოთ აღნიშნული რეცეპტი სხვადასხვა ქვეყნის ხალხური მედიცინის წყაროებში გვხვდება, რაც რეცეპტის მაღალ რეიტინგზე და მის უდავო ეფექტიანობაზე მეტყველებს.

2. კუჭაშლილობა ასაკოვან ადამიანებში

კუჭისაშლილობა ასაკოვანი ადამიანების საკმაოდ ხშირი დაავადებაა. მის სამკურნალოდ მოამზადეთ ასეთი ნაყენი:

საშუალოდ 8-10 სმ სიგრძისა და 2-3 სმ სისქის მაყვლის ფესვები კარგად გარეცხეთ, ჩააწყვეთ მომინანქრებულ ქვაბში, დაასხით 3ჩ/ჭ (200-გრამიანი) წყალი და ადუღეთ მანამ, სანამ ერთ ჭიქამდე არ დადუღდება. გააცივეთ, გაწურეთ დოლბანდში.

მიღების წესი: დილით, უზმოზე, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე მიიღეთ 1 ს/კ ნახარში, დღეში მხოლოდ ერთხელ. 5-7 დღე საკმარისია იმისათვის, რომ კუჭის მოქმედება მოგიწესრიგდეთ.

მაყვალი ჩვენში ველურად მზარდი ბუჩქოვანი მცენარეა. მისი ნაყოფი შეიცავს შაქრებს, ორგანულ მჟავებს, არომატულ და პექტინურ ნივთიერებებს, უჯრედისს, B ჯგუფის ვიტამინებს, ასკორბინის მჟავას, პროვიტამინ A-ს (კაროტინს). გარდა ამისა, მასში ბევრია კალიუმი, სპილენძი და მანგანუმი. მაყვლის ნაყოფს აქვს სიცხის დამწევი ეფექტი და მას მწვავე რესპირატორული დაავადებების, პნევმონიის დროს იყენებენ. გამხმარი ნაყოფის ნაყენი ძლიერი ოფლმდენი და შარდმდენი საშუალებაცაა. მწიფე ნაყოფს მსუბუქი საფაღარათო მოქმედება აქვს, ხოლო უმწიფარ ნაყოფსა და ფესვებს – კუჭის შემკვრელი.

Facebook კომენტარები