პროსტატის დაავადებები და მათი მკურნალობის გზები – ამის შემდეგ შვებით ამოისუნთქავთ!

პროსტატა, წინამდებარე ჯირკვალი, მამაკაცის სასქესო ორგანოა. ის შარდის ბუშტის ყელის ქვემოთ მდებარეობს და ჯირკვლოვან-კუნთოვანი აგებულება აქვს.

ანთებითი დაავადებები ხანგრძლივობისა და მიმდინარეობის კვალობაზე შესაძლოა იყოს როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული.

პროსტატიტი ხშირად სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს უკავშირდება, მიზეზი კი შარდსადენიდან წინამდებარე ჯირკვალში ინფექციის გავრცელებაა. ზოგჯერ არასწორი მკურნალობა ხელს უწყობს ანთებითი პროცესის გავრცელებას პროსტატაზე, ჯერ მწვავე, შემდეგ კი ქრონიკული პროსტატიტის აღმოცენებას.

ხალხური მედიცინა პროსტატის დაავადებების სამკურნალოდ:

1.წინამდებარე ჯირკვლის ადენომა – როგორც კი ქრისტესისხლა აყვავდება, მოაჭრით წვერს მიწიდან დაახლოებით 15 სმ-ზე, გაატარებთ და გამოწურავთ წვენს. გაფილტრავთ ორფა დოლბანდში და გააზავებთ არყით, თანაფარდობით 1:1. მთავარია, დოზას არ გადააჭარბოთ.

მკურნალობის პირველ დღეს, დილით, საუზმემდე ნახევარი საათით ადრე, 1/3 ჭიქა ნადგამ წყალში ჩააწვეთეთ 1 წვეთი ქრისტესისხლას წვენი და დალიეთ, მეორე დღეს – 2 და ასე ადით ოცდაათ წვეთამდე. მიიღეთ დღეში ერთხელ, დილით, უზმოზე. ამის შემდეგ ყოველდღე თითო წვეთი დააკელით და ერთ წვეთამდე ჩამოდით. მკურნალობისას მნიშვნელოვანია, არგ აცივდეთ.

1514467443 9687865 kn

ქრისტესისხხლას თვისებები: ქრისტესისხლა შხამიანი მცენარეა და მისი ნაყენის არასწორმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ინტოქსიკაცია, ადამიანის მოწამვლა (თავბრუსხვევა, გულისრევა, პირღებინება, ფაღარათი). ამიტომ, მისი გამოყენების დროს, საჭიროა დიდი სიფრთხილე და იგი მხოლოდ ექიმის რჩევითა და მეთვალყურეობით უნდა გამოიყენოთ.

2. ტკივილი შარდვის დროს – 100გრ ხახვი წვრილად დაჭერით, დაუმატეთ 100გრ თაფლი და 0,5ლ თეთრი მაგარი ღვინო. დადგით 10 დღე ბნელ ადგილას, პერიოდულად შეანჯღრიეთ, 10 დღის შემდეგ კი დალიეთ თითო ს/კ 3-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი 20 დღეა. შემდეგ კი, თუ დაავადება კვლავ იჩენს თავს, შეგიძლიათ კურსი გაიმეოროთ. შედეგი გაგაოცებთ.

1507398711 sdgg e1649245297747

ექიმის კომენტარი: რეცეპტის სამივე კომპონენტი ძლიერი ანტიბაქტერიული და ანტიანთებითი ეფექტით ხასიათდება. გარდა ამისა, სამივე ასტიმულირებს ორგანიზმის იმუნურ თვისებებს, არეგულირებს სისხლძარღვთა განვლადობას. ხახვი და მისი პრეპარატები ასტიმულირებს სპერმის გამომუშავებას და აუმჯობესებს სქესობრივ პოტენციას, თაფლი კი მრავალმხრივი სამკურნალო თვისებითა და ზოგადგამაჯანსაღებელი ეფექტით ხასიათდება. ღვინისა და თაფლის ანტიოქსიდანტური თვისებები ხელს უწყობს ანთებით დაზიანებული ქსოვილების აღდგენას.

3. შარდის შეკავება – ზაფრანის სამკურნალო თვისებები
5 ცალი ზაფრანის დინგი, 5 ცალი კაკლის უღელი, ჩაყარეთ 200 გრამიან ჭიქაში, დაასხით ადუღებული წყალი და დალიეთ უზმოზე სუფრის კოვზით 3-ჯერ დღეში. თავს კარგად იგრძნობთ და შარდვაც გაგიადვილდებათ.

khaverda khaverdula zafrana 88277212991818172 92828919019190 27719181918191

ზაფრანას თვისებები: ძველ ქართულ სამედიცინო წყაროებში ზაფრანა სხვადასხვა დაავადებათა სამკურნალოდ გამოიყენებოდა. თანამედროვე ხალხურ და მეცნიერულ მედიცინაში იყენებენ ზაფრანის ყვავილის დინგებს, რომელიც შედის ბევრი რთული წამლის შემადგენლობაში. ზაფრანის ნაყენს აქვს დამამშვიდებელი, ტკივილგამაყუჩებელი, კრუნჩხვის საწინააღმდეგო, სპაზმების მომხსნელი, შარდმდენი, ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური მოქმედება. კარგი შარდმდენი ეფექტის გამო ზაფრანას იყენებენ შარდკენჭოვანი დაავადების, ცისტიტის, ურეთრიტის სამკურნალოდ. მცენარის დინგის ნაყენი ასტიმულირებს სქესობრივ ფუნქციას და ამშვიდებს ნერვულ სისტემას.

Facebook კომენტარები