ეფექტური გელი, რომელიც აშორებს ნაოჭებს, ლაქებს, ჭიმავს კანს და მატებს მას ბზინვარებას!
ჩვენ ორი მთავარი ინგრედიენტია:
- ალოე ვერა
- ქოქოსის ზეთი
ყველამ ვიცით ქოქოსის ზეთისა და ალოე ვერას ჯანმრთელობის უამრავი სასარგებლო თვისების შესახებ, ისინი ხშირად გვხვდებიან კოსმეტიკაში, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ მათი კომბინაცია ორმაგ ეფექტს იძლევა და კიდევ უფრო ეფექტურია კანის მოვლისთვის. ეს ნარევი ეფექტურად აქრობს სტრიებს და მომზადებაც საკმაოდ მარტივია.
გარდა ამისა, ეს კომბინაცია სრულიად ბუნებრივია და ფულის დაზოგვაში დაგეხმარებათ. უპირველეს ყოვლისა, მოდით შევხედოთ ქოქოსის ზეთისა და ალოე ვერას გამოყენების ყველაზე სასარგებლო თვისებებს ამ კონკრეტული პრობლემისთვის.
ქოქოსის ზეთი:
- ძალიან სასარგებლოა მშრალი კანის შემთხვევაში
- ატენიანებს კანს
- უზრუნველყოფს ბუნებრივ ბზინვარებას
- აქვს ძლიერი ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები
ალოე ვერა:
- ატენიანებს და აახალგაზრდავებს კანს
- ხელს უშლის ნაოჭების, სტრიების, ლაქების გაჩენას
- ამშვიდებს კანის გაღიზიანებას და ალერგიულ რეაქციებს
- მკურნალობს მზის დამწვრობას, ცხელი წყლით დამწვრობას, ცეცხლისგან დამწვრობას და ა.შ.
აი როგორ მოვამზადოთ ეს საოცარი გელი:
ინგრედიენტები:
- 100 გრ ორგანული ქოქოსის ზეთი, მყარი
- 100 გრ ალოე ვერას გელი
- რამდენიმე წვეთი ეთერზეთი (თქვენი სურვილით)
ინსტრუქციები:
მოათავსეთ ჭურჭელში ქოქოსის ზეთი და ალოე ვერას გელი, კარგად ურიეთ დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში სანამ არ მიიღებთ ნათელ, ერთგვაროვან მასას. შემდეგ დაამატეთ ეთერზეთი და ისევ აურიეთ რო ისიც კარგად შეერიოს.
გელი გადაიტანეთ შუშის ჭურჭელში და დაახურეთ თავსახური. მისი შენახვა შეგიძლიათ ოთახის ტემპერატურაზე.
შენიშვნა:
გელი უნდა წაისვათ კანის დაზიანებულ უბნებზე. საუკეთესო შედეგისთვის, გააკეთეთ ეს შხაპის მიღების შემდეგ, რადგან ფორები ღიაა და კანი უკეთ შეიწოვს მას.