პირის ღრუს სტომატიტი: აი, როგორ მოვიშოროთ იგი ხალხური მეთოდით წუთებში, ყოველგვარი მედიკამენტების გარეშე!

სტომატიტი არის პირის ღრუს დაავადება. იგი ასევე ცნობილია როგორც აფთოზური წყლულები, რომლებიც ძალიან მტკივნეულია. ისინი შეიძლება გამოჩნდნენ თქვენს პირის ღრუში ნებისმიერ ადგილას – ტუჩებისა და ლოყების შიგნით, ღრძილების ძირში, ენაზე ან მის ქვეშ.

არსებობს ძალიან მარტივი ხრიკი, რომელიც დაგეხმარებათ ამ პრობლემისგან თავის დაღწევაში.

რეცეპტი და გამოყენება:

ასე რომ, დასაწყისისთვის, უბრალოდ აურიეთ ერთი ჩაის კოვზი მარილი ერთ ჭიქა წყალში. გამოივლეთ პირის ღრუში რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში და შემდეგ გადმოაქციეთ. გააკეთეთ ეს დღეში რამდენჯერმე. შემდეგ გაათბეთ წყალი, სასურველია ძილის წინ, გამოწურეთ ლიმონის წვენი და დალიეთ. არ დაამატოთ შაქარი ან რაიმე სხვა დანამატი.

stakan vody 2 e1649056857688

შედეგით გაოცდებით. თქვენი წყლულები მთლიანად გაქრება მეორე დილით!

შეხორცების დასაჩქარებლად და შემდგომი ინფიცირებისაგან დასაცავად გამოიყენებთ სავლებები:

  • გვირილის,
  • სალბის,
  • კალენდულას,
  • მუხის ქერქის.

შესაძლოა სუსტი ქიმიური ანტისეპტიკების გამოყენებაც, როგორიცაა ქლორჰექსიდინი და ფურაცილინი.

სტომატიტის განვითარების რამდენიმე მიზეზი:

  • ცხელი და ცხარე საკვებით ლორწოვანი გარსის დამწვრობა.
  • ლორწოვანი გარსის მექანიკური დაზიანება – საკვებით, მოტეხილი კბილებით ტრავმირება, ცუდად მორგებული პროთეზები
  • ალერგიული რეაქციები კოზმეტიკაზე, სამკურნალო პრეპარატებზე, საკვებზე.
  • სტომატიტის ინფექციური მიზეზები – ძალზედ ხშირია ჰერპესული სტომატიტები. კანდიდოზური სტომატიტი, ხშირად უვითარდებათ ბრონქიალური ასთმით დაავადებულებს და მათ ვინც სარგებლობს გლუკოკორტიკოსტეროიდების შემცველი ინჰალატორებით.
  • პირის ღრუში, პათოლოგიური მიმდინარეობის ტიპის მიხედვით სტომატიტები იყოფა: კატარალური, წყლულოვანი, აფთოზური.
  1. კატარალური სტომატიტის დროს, ანთება ეხება ლორწოვანი გარსის მხოლოდ ზედა ფენას.
  2. წყლულოვანი ფორმის დროს ანთება ვრცელდება ლორწოვანის ღრმა ფენებში.
  3. აფთოზური სტომატიტის დროს ჩნდება მრავლობითი მრგვალი ფორმის დეფექტები ლორწოვან გარსზე.

თუკი სტომატიტი ხშირად გიჩნდებათ, აუცილებელად მიმართეთ სტომატოლოგს. 

Facebook კომენტარები