აი რა ხდება, როცა იყენებთ კურკუმას და თაფლს ერთად

კურკუმა არის ჯანჯაფილის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც ფართოდ გამოიყენება მთელ მსოფლიოში. მას აქვს მრავალი სარგებელი ჯანმრთელობისთვის, რომელიც დაგეხმარებათ სხვადასხვა დაავადების განკურნებაში და ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს უფრო ეფექტური, ვიდრე სამედიცინო პრეპარატები. კურკუმა ჩვეულებრივ გამოიყენება “ოქროს რძის” დასამზადებლად.

ოქროს თაფლი
კურკუმასა და თაფლის ნარევი საყოველთაოდ ცნობილია, როგორც “ოქროს ნარევი”. ეს არის ძლიერი ბუნებრივი საშუალება, რომელსაც შეუძლია სასწაულების მოხდენა თქვენი ჯანმრთელობისთვის. აქ მოცემულია ამ ნარევის რამდენიმე უპირატესობა:

  • იცავს მრავალი დაავადებისგან;
  • აქვს ანტიბაქტერიული ეფექტი;
  • აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები;
  • არ ანადგურებს ნაწლავის ფლორას;
  • აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელ სისტემას;
  • ზრდის სასარგებლო ბაქტერიების აქტივობას ნაწლავებში.
  • „ოქროს ნარევს“ აქვს შესანიშნავი ანტიბაქტერიული თვისებები, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ადვილად და ეფექტურად ცვლის სამედიცინო პრეპარატებს.

ინგრედიენტები:

  • ერთი სუფრის კოვზი კურკუმას ფხვნილი;
  • 100 გრ თაფლი (ორგანული ან ნედლი).

როგორ მოვამზადოთ ნარევი:

უბრალოდ აურიეთ კურკუმას ფხვნილი და თაფლი, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.

Ginger Honey Bomb 1

როგორ გამოვიყენოთ “ოქროს ნარევი”:

როგორც კი გაციების ან გრიპის პირველი სიმპტომები გამოჩნდება, ნარევის გამოყენება უნდა დაიწყოთ შემდეგნაირად:

  • დღე 1: ნახევარი ჩაის კოვზი ყოველ საათში, 18:00 საათამდე;
  • დღე 2: ნახევარი ჩაის კოვზი ყოველ ორ საათში, 18:00 საათამდე;
  • დღე 3: ნახევარი ჩაის კოვზი ყოველ 8 საათში.

არავითარ შემთხვევაში არ უნდა აურიოთ “ოქროს ნარევი”  სხვა რამესთან და მნიშვნელოვანია, რომ ნარევი მთლიანად გაიხსნას პირში. გაციება და მისი თანმდევი სიმპტომები გაქრება მესამე დღეს ან შესაძლოა უფრო ადრეც კი.

„ოქროს ნარევის“ გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს, განსაკუთრებით თუ იღებთ რაიმე მედიკამენტს. ასევე, მოერიდეთ კურკუმას გამოყენებას, თუ გაწუხებთ ნაღვლის ბუშტის დაავადება, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს კუნთების შეკუმშვა.

Facebook კომენტარები