ჰიპერთირეოზი ქალებში: სიმპტომები და რეკომენდებული საკვები

ქალები გაზრდილი რისკის ქვეშ არიან მუდმივი ჰორმონალური ცვლილებების გამო მთელი ცხოვრების განმავლობაში და ეს ასპექტი აუცილებლად უნდა გვახსოვდეს.

ამიტომ, გვინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია ამ დაავადების შესახებ, რათა იცოდეთ სიმპტომები და თუ უკვე გაწუხებთ, იცოდეთ რამდენიმე მარტივი კვების რეკომენდაცია, რომელიც დაგეხმარებათ.

ჰიპერთირეოზის სიმპტომები ქალებში

  • კისრის შეშუპება (ალბათ ყველაზე აშკარა სიმპტომია).
  • გაზრდილი მადა.
  • თმის ცვენა.
  • განწყობის უმნიშვნელო ცვალებადობა.
  • მენსტრუალური ციკლი იცვლება (იგვიანებს ან უფრო დიდხანს გრძელდება).
  • სისუსტე კუნთებში.
  • ძილის პრობლემები.
  • დიარეა.
  • გართულებული სუნთქვა.
  • მოუსვენრობის ან ზედმეტად აქტიურობის შეგრძნება.
  • გაზრდილი მგრძნობელობა სითბოს მიმართ.
  • ხელების კანკალი.
  • შარდვის მუდმივი სურვილი.
  • ჩვეულებრივზე მეტად ოფლიანობა.
  • ტაქიკარდია.

უნდა აღინიშნოს, რომ ჰიპერთირეოზის დიაგნოზის დასადგენად არ არის აუცილებელი ყველა ამ სიმპტომის გამოვლენა. ყველა ადამიანი განსხვავებულია და ჩვენ ყველა კარგად ვიცნობთ ჩვენს სხეულს, რომ გავიგოთ რაღაც არასწორადაა. უბრალოდ გაითვალისწინეთ ჩამოთვლილი სიმპტომები და ყურადღებით დააკვირდით.

ჰიპერთირეოზის მკურნალობა ქალებში

ექიმი დაგისვამთ დიაგნოზს მხოლოდ შესაბამისი გამოკვლევების შემდეგ. შემდეგ პრობლემის მოსაგვარებლად წამალი ან ოპერაცია ინიშნება.

იდეალური დიეტა ჰიპერთირეოზისთვის

სხვადასხვა კლინიკური კვლევების მიხედვით, ზოგიერთი საკვები ხელს უწყობს ჰიპერთირეოზის მკურნალობას. აი ისინი:

ბოსტნეული: თეთრი კომბოსტო, ბოლოკი, ბრიუსელის კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო და ბროკოლი.

ამდენად, ამ ბოსტნეულით ბევრი სალათის მომზადება შეიძლება. ბოლოკი არ დაგავიწყდეთ, რადგან ბევრი გამოკვლევა აჩვენებს, რომ ისინი არეგულირებენ ჰიპერთირეოზის გამომწვევი ჰორმონების გადაჭარბებულ გამომუშავებას.

პარკოსნები: ოსპი და ლობიო.

დიეტოლოგების აზრით, ჰიპერთირეოზის დროს უნდა მიირთვათ შეს საკვები.

თესლი და ხმელი ხილი: სასარგებლოა არაქისის, ფეტვის, სელის და ფიჭვის თხილის ჩართვა თქვენს დიეტაში, რადგან ისინი თრგუნავენ თიროქსინის გამომუშავებას.

ხილი და უმი საკვები: უმი წიწაკა, სტაფილო, ისპანახი, ჭარხალი და კომბოსტო.

ტრადიციული ჩინური მედიცინის თანახმად, უმი საკვები შეიცავს მეტ საკვებ ნივთიერებებს. ამგვარად, ჩვენ გირჩევთ თქვენს რაციონში ჩართოთ ეს პროდუქტები.

! აკრძალული საკვები ჰიპერთირეოზის დროს ქალებში !

  • წყალმცენარეები და მოლუსკები, რადგან ისინი მდიდარია იოდით.
  • იოდირებული მარილი
  • ნიორი
  • შვრია
  • ნუში
  • ფისტა
  • დარიჩინი
  • ყავა
  • ყველა ცხარე სანელებელი
Facebook კომენტარები