ბევრ ადამიანს აწუხებს სისხლის შედედება – თუ ეს პრობლემა თქვენც გაწუხებთ, მაშინ ამის ცოდნა აუცილებელია!

ვაშლის ძმარი დიდი ოდენობით რკინას შეიცავს, თანაც ადვილად შესათვისებელი ფორმით. გარდა ამისა, მდიდარია B12 ვიტამინით, ამიტომაც შეუცვლელია ანემიის (სისხლნაკლებობის) დროს. პექტინების შემცველობის წყალობით ამცირებს ქოლესტერინის ოდენობას (პექტინები ხელს უშლის ცხიმების შეწოვას, ხოლო ანტიოქსიდანტ ბეტა-კაროტინთან ერთად აქვეითებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს), ამიტომ ათეროსკლეროზული პროცესების პროფილაქტიკისათვისაც სასარგებლოა.

ვაშლის ძმრის სისტემატური გამოყენება.

ვაშლის ძმარი მდიდარია 30-მდე მნიშვნელოვანი ნივთიერებით, ვიტამინებით, ენზიმებით, პექტინებით, რომლებიც გულის კუნთს იცავს.

მეტად გავრცელებულია გამაჯანსაღებელი ეფექტის მქონე ასეთი ნარევი:

ერთ ჩაის კოვზ თაფლში შერეული ამავე ოდენობის ვაშლის ძმარი. ეს ნარევი რეკომენდებულია ზრდასრულთათვის. ბავშვებმა, უმჯობესია, თაფლი ძმრის გარეშე მიიღონ. სამაგიეროდ, თბილ წყალში გახსნილი ვაშლის ძმარი პატარებისთვის უებარი სავლებია ანგინის, ტონზილიტისა და ხველის დროს.

ცოტა რამ პროთრომბინზე

პროთრომბინი ფერმენტ თრომბინის წინამორბედია. მისი გავლენით სისხლში გახსნილი ცილა ფიბრინოგენი ფიბრინის კოლტად გადაიქცევა. სწორედ ფიბრინის კოლტი აცობს დაზიანებულ სისხლძარღვს და ხელს უშლის სისხლის დენას. თრომბინად გარდაქმნის პროცესში პროთრომბინის მოლეკულა კარგავს ნახშირწყლების 3/4-ს და თითქმის ორჯერ პატარავდება.

სამედიცინო პრაქტიკაში სისხლის შედედების სისტემის დახასიათება-შეფასებისთვის მიმართავენ პროთრომბინის დონის, ე. წ. პროთრომბინული ინდექსის განსაზღვრას.

პროთრომბინის დონის მომატებისას რეკომენდებულია წელიწადში 3-4 სამკურნალო კურსის ჩატარება თეთრი ტირიფისა და ქაფურას ქერქით:

აიღეთ ერთი სადილის კოვზი ნედლეული, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, 10 წუთს ადუღეთ, შემდეგ 45 წუთს გააჩერეთ, გადაწურეთ და მიიღეთ დღეში სამჯერ 2 სადილის კოვზი. მკურნალობის თითოეული კურსი 10 დღეს მოიცავს.

სისხლის გათხელებისთვის რეკომენდებულია:

  • დიდი ოდენობის სითხე (წყალი, მინერალური წყალი, წვენი, წვნიანი). წყალს უხვად შეიცავს ბოსტნეულიც (მაგალითად, კიტრი);
  • წითელი ყურძნის წვენი (უმჯობესია, შინ დაწურული) – დღეში ნახევარი ჭიქა 75%-ით ამცირებს თრომბოციტების აქტივობას (შედარებისთვის: ასპირინი, რომელსაც უფრო ხშირად იყენებენ, ამ მაჩვენებელს მხოლოდ 45%-ით აქვეითებს);
  • ნიახურის წვენი – მასში არსებული ნატრიუმი ხელს უშლის სისხლისა და ლიმფის გასქელებას;
  • უმი ხახვი და ნიორი;
  • ალუბალი (5-6 კგ სეზონზე);
  • პომიდორი, განსაკუთრებით – თესლის გარშემო არსებული მასა, რადგან სწორედ მასშია თავმოყრილი სისხლის გამათხიერებელი ნივთიერებები;
  • იოდით მდიდარი საკვები, მაგალითად, ზღვის კომბოსტო – ამცირებს სისხლის წებოვნებას, ზრდის სისხლძარღვთა ტონუსს, აქვეითებს წნევას, თუმცა სიჭარბე მავნებელია;
  • კივი (დღეში 2-3 ნაყოფი მაინც) – სასარგებლოა პროთრომბინის მომატების, ათეროსკლეროზული პროცესების, თრომბოფლებიტის, ასევე – იშემიური ინსულტისა და მიოკარდიუმის ინფარქტის დროს.
Facebook კომენტარები