გულძმარვის დროს ძალიან მეხმარება ხალხური მედიცინა – რჩევები ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად!

გულძმარვა მკერდის ძვლის უკან და მუცლის ზედა ნაწილში აღმოცენდება. პირში ჩნდება მჟავე გემო, რაც ბუნებრივია, კუჭის წვენის საყლაპავ მილში მოხვედრა იწვევს.

საკვებისა და სასმლის მიღების 12 წესი გულძმარვის შესამცირებლად:

  •  მაქსიმალურად ერიდეთ შოკოლადს, მენთოლს, ციტრუსებს, პომიდორს, პილპილს, ძმარს, კეტჩუპს, მდოგვს.
  • არ დაივიწყოთ, რომ რეფლუქსს აძლიერებს ალკოჰოლიანი და კოფეინიანი სასმელები (მათ შორის – კოლა, ჩაი, ყავა).
  • გაითვალისწინეთ, რომ საკვების რაოდენობა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. მიირთვით მცირე ულუფებით.
  • ერიდეთ მჟავა რეაქციის საკვებს – ციტრუსებს, პომიდორს, ძმარს.
  • თუ ამჩნევთ, რომ სანელებლები გულძმარვას აძლიერებს, ნუღარ გამოიყენებთ.
  • ნუ დაწვებით ჭამიდან 3 საათის განმავლობაში. როცა ზიხართ, სიმძიმის ძალა ხელს უშლის რეფლუქსის აღმოცენებას.
  • მიირთვით უპირატესად ვეგეტარიანული და უცხიმო საკვები. ცხიმიანი კერძები გულძმარვას აძლიერებს.
  • გახსოვდეთ: ალკოჰოლი ამცირებს საყლაპავის ქვედა სფინქტერის ტონუსს.
  • ნურაფერს შეჭამთ ძილის წინ, უბრალო სასუსნავსაც კი.
  • ეცადეთ, ბოლოს საკვები დაწოლამდე, სულ ცოტა, 3 საათით ადრე მიიღოთ.
  • ყოველგვარი გაზიანი სასმელი, სამკურნალო მინერალური წყალიც კი, რეფლუქსის ეპიზოდებს ახშირებს
  • მიირთვით ნელა, ნუ აჩქარდებით ჭამის დროს.

წესები ღამის გულძმარვის შესამცირებლად

  • ღამით, დაწოლამდე, შეგიძლიათ საღეჭი რეზინი დაღეჭოთ. ეს ხელს უწყობს ნერწყვის პროდუქციას. ნერწყვი კი კუჭის სიმჟავეს ანეიტრალებს და რეფლუქსს ამცირებს.
  • გაითვალისწინეთ, რომ გულძმარვის გამომწვევი საკვები ყველაზე როდი მოქმედებს უარყოფითად. დააკვირდით, თქვენს შემთხვევაში, რა აძლიერებს სიმპტომებს და თავად შეიტანეთ კორექცია კვების რეჟიმში.
  • თუ ორსულად ბრძანდებით, რეფლუქსის აღმოცენების დიდი ალბათობა გაქვთ. შემაწუხებელი სიმპტომების წარმოშობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
  • თუ გულძმარვა ძლიერდება ვარჯიშის შემდეგ, სვით სათანადო რაოდენობის წყალი.
  • ნუ იხმართ მოჭერილ სამოსსა და აქსესუარებს – ქამრებს, ბანდაჟებს, საცვლებს. მუცელზე მათი ზეწოლა გულძმარვას აძლიერებს.
  • ერიდეთ სტრესს. სტრესი ზრდის რეფლუქსს კუჭის წვენის სეკრეციის მატების გამო.
  • თუ მსუქანი ბრძანდებით, აუცილებლად დაიკელით წონაში. ჭარბი წონა საგრძნობლად ზრდის რეფლუქსის რისკს.
  • თუ გულძმარვის გამო სიმჟავის საწინააღმდეგო პრეპარატს კვირაში ორჯერ და მეტად იღებთ, ესე იგი, გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება გაქვთ და არა უბრალო გულძმარვა. უნდა მიმართოთ ექიმს.
  • გაითვალისწინეთ, რომ თუ გასტროეზოფაგურ რეფლუქსურ დაავადებას ნებაზე მიუშვებთ, გაიზრდება საყლაპავის კიბოს განვითარების რისკი. ამიტომ, შემაწუხებელი სიმპტომების წარმოშობის შემთხვევაში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
  • გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი მედიკამენტი (ასპირინი, ანთების საწინააღმდეგო სხვა საშუალებები) გულძმარვას იწვევს.
  • თავი მაღალ სასთუმალზე დადეთ.
  • გაითვალისწინეთ, რომ წინ დახრისას რეფლუქსის სიმპტომები ძლიერდება.
  • აწარმოეთ სპეციალური ჩანაწერები, რათა უკეთ გაიგოთ, რა ახდენს გულძმარვის პროვოცირებას.
  • სავსე კუჭით დაწოლა გულძმარვის წინაპირობაა. მსუბუქად ივახშმეთ დაწოლამდე 3 საათით ადრე.
  • გულძმარვამ რომ არ შეგაწუხოთ, კვებიდან ვარჯიშამდე 2 საათი მაინც უნდა გავიდეს.
  • უარი თქვით თამბაქოზე.

თუ გულძმარვამ შემოგიტიათ და ხელთ წამალი არ გაქვთ, კუჭი საჭმლით დაიცავით.

ყველაზე კარგად ეხმარება ფაფა, ხაჭო, რძე და სხვა. მთავარია, საკვები არ იყოს მჟავე, ცხარე.

მიმართეთ ხალხურ მეთოდებს:

  1. დილით უზმოზე დალიეთ 150-200 გრამი კარტოფილის წვენი. შემდეგ კი, ჭამამდე 20 წუთით ადრე, დალიეთ ჭიქის ერთი მეოთხედი დღეში 3-ჯერ.
  2. ერთ ჭიქა ადუღებულ წყალში მოათავსეთ ორი სუფრის კოვზი სელი და გააჩერეთ 3 საათი. შემდეგ გაწურეთ და მიღებული ნაყენი დალიეთ. სწრაფად მოჰყავს ნორმაში და საყლაპავ მილში წვას აქრობს.

 

Facebook კომენტარები