კუჭის ტკივილი ჩემი დიდი ხნის პრობლემა იყო, სანამ ხალხური მედიცინით არ ვიხელმძღვანელე.

კუჭის ტკივილის დროს სასურველია ექიმთან მიხვიდეთ, მით უფრო თუ ის ძლიერი ტკივილებია. თუმცა, ჩემი გამოცდილებით, ექიმების მიერ დანიშნულ წამლებს უკუ ჩვენებებიც ახასიათებს და, რა თქმა უნდა, ეს ისევ სხვა სახის ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს. ხალხურ მედიცინას კი შესწევს იმის ძალა რომ ბევრი სახის დაავადება განკურნოს ზიანის გარეშე.

კუჭის არეში ტკივილის, იმავე გასტრალგიის იგნორირება არ შეიძლება! ეს სიმპტომი ხშირად მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია. ვითარებაში გარკვევა და სწორი დიაგნოზის დასმა მხოლოდ ექიმ სპეციალისტს შეუძლია.

  • სუსტი, ყრუ ტკივილები, ჩვეულებრივ, ქრონიკულ გასტრიტს (კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებას) ახასიათებს. ადამიანები ხშირად ყურადღებას არ აქცევენ სუსტ ტკივილს და ამით ხელს უწყობენ დაავადების განვითარებას. ძლიერი ტკივილებით თორმეტგოჯა ნაწლავის ანთება და მისი წყლულოვანი დაავადება გამოირჩევა.
  • ამა თუ იმ საკვების მოუნელებლობა ხშირად კუჭის ტკივილის გამომწვევი მიზეზია. მას ხელს უწყობს აგრეთვე ნერვული სტრესები და ფიზიკური გადაძაბვა. თუ ქრონიკული გასტრიტის მქონე პირი მჟავე ან უხეშ საკვებს მიირთმევს, ტკივილი მალევე დაეწყება. ტკივილის შეგრძნება ასევე მალე, საკვების მიღებიდან არა უმეტეს ერთი საათის შემდეგ, აღმოცენდება კუჭის წყლულოვანი პათოლოგიის დროს. ორი საათის შემდეგ ან უფრო გვიან აღმოცენებული ტკივილი თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი პათოლოგიის მანიშნებელია. ადრეული ტკივილი კუჭის არეში შესაძლოა უხეში მცენარეული საკვების, შავი პურის, კონსერვების, ბოსტნეულის მარინადების მიღებისას განვითარდეს, მოგვიანებითი ტკივილის მიზეზი კი რძისა და რძემჟავა პროდუქტების, მოხარშული ხორცის მიღებაა. ეს ყველაფერი საყურადღებოა.
  • კუჭის ტკივილის დროს ყურადღება უნდა მიაქციოთ განავლის შეფერილობას. შავი ფეკალური მასები შინაგანი (ფარული) სისხლდენის მანიშნებელია.
  •  კუჭის ტკივილის მიზეზი ხშირად არის ნერვული გადაძაბვა, აგრეთვე – ძლიერი სტრესი და/ან ფიზიკური გადატვირთვა.
  • როდესაც ადამიანი კუჭის ტკივილს ვერაფერს უკავშირებს, თანაც ტკივილი ხშირად და უეცრად აღმოცენდება, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.
  • როდესაც კუჭის ტკივილს თან ერთვის სპაზმები, გულისრევა, ღებინება და ფაღარათი, ვირუსული ინფექცია უნდა იეჭვოთ. სიმპტომები ასეთ დროს, ჩვეულებრივ, 24-72 საათს გრძელდება.
  • თუ ადამიანს კუჭის არეში ტკივილი აწუხებს და ამავე დროს ფაღარათი (დიარეა) აღენიშნება, სავარაუდოა, ის მოიწამლა.
  • თუ ბავშვს (მით უფრო – ჩვილს) კუჭის ტკივილი აწუხებს, პირველ რიგში რძის, კერძოდ, რძეში არსებული შაქრის – ლაქტოზის აუტანლობა უნდა ვივარაუდოთ. ლაქტოზის მოუნელებლობას ყოველთვის ახლავს თან კუჭის ტკივილი.

როგორ გავუმკლავდეთ კუჭის ტკივილს ხალხური მედიცინით?

  • თუ კუჭის არეში ტკივილს, სპაზმებს ან სიმძიმის შეგრძნებას უჩივით, მადის დაქვეითება, ბოყინი და გულძმარვა გაწუხებთ: აიღეთ გვირილისა და ფარსმანდუკის ყვავილები თანაბარი რაოდენობით. ერთ სადილის კოვზ ნარევს დაასხით 500-600 მლ მდუღარე წყალი. ერთი საათის შემდეგ გადაწურეთ. მიირთვით თბილი ნაყენი დღეში 4-5-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.
  • კუჭის დაავადებათა სამკურნალოდ კარგია ევკალიპტის ფოთოლი. 20 გრამს დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი. ნაყენი გაცივების შემდეგ გადაწურეთ. მიირთვით დღეში 6-ჯერ 50 მლ-ის მოცულობით ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.
  • კუჭის ტკივილებისა და სპაზმების მოსახსნელად, აგრეთვე მადის გასაძლიერებლად კარგია რეჰანი. აიღეთ 2-3 ჩაის კოვზი რეჰანის ფოთოლი, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ ნელ ცეცხლზე 5-7 წუთის განმავლობაში, გააცივეთ, გადაწურეთ და მიირთვით 1/4 ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე.
  • კუჭის ტკივილის დროს რეკომენდებულია კამაც. აიღეთ 2 სადილის კოვზი (შეიძლება ქორფაც და გამხმარიც), წვრილად დაჭერით, კარგად გასრისეთ სადილის კოვზით, რომ წვენი გამოუვიდეს, დაამატეთ ერთი ჩაის კოვზი შაქარი, დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. შეგრილებისთანავე გადაწურეთ. მიიღეთ ერთი ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.

 

Facebook კომენტარები