ნივთიერებათა ცვლისა და ენერგიის აღსადგენად დროში გამოცდილი საშუალებები!
ნივთიერებათა ცვლა არის ნივთიერებებისა და ენერგიის ქიმიურ გარდაქმნათა პროცესების გრძელი ჯაჭვი ცოცხალ ორგანიზმებსა და გარემოს შორის. ამ პროცესების დარღვევა იწვევს სასიცოცხლო რეაქციების შეფერხებას. მის აღსადგენად ხალხური მედიცინა მრავალ რჩევასა და რეცეპტს გვთავაზობს:
1. ნივთიერებათა ცვლის აღსადგენად მიირთვით:
  • ყურძენი
  • ბადრიჯანი
  • ხურტკმელი
  • პამიდორი
  • ჟოლო
  • სტაფილო
2. ბარამბოს ყვავილების ცივი ჩაის მიღება აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.
3. ბაბუაწვერა 
  • იღებენ ბაბუაწვერას ფესვებს, ღეროებსა და ფოთლებს. 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ნედლეულს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა წყალს, ადუღებენ 15 წთ, აციებენ 45 წთ. შემდეგ წურავენ. ღებულობენ 1 სუფრის კოვზს დღეში 3-ჯერ ჭამამდე.
  • ბაბუაწვერას ახალი ფოთლები აძლიერებენ შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მუშაობას, არეგულირებენ საჭმლის მონელებას, აუმჯობესებენ ნივთიერებათა ცვლას. მისი ნორჩი ფოთლების გამოყენება შეიძლება სალათის სახით, სვამენ წვენს (1 ს.კ. 3-4-ჯერ დღეში).
  • ბაბუაწვერას ფესვებს (1 ს.კ.) ასხამენ 1 ჩაის ჭიქა არაყს ან სპირტს. აჩერებენ 2 კვირა. შემდეგ წურავენ. ღებულობენ 30 წვეთს წყლით, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე.
4. კაკლის ფოთლები
10 გრ კაკლის მშრალ ფოთოლს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა წყალს, ადუღებენ 15 წთ. აციებენ 45 წთ. შემდეგ წურავენ.
ღებულობენ 1 ს.კ. 3-ჯერ დღეში.
5. ნიახური
2 სუფრის კოვზ მშრალ დაქუცმაცებულ ნიახურის ფოთოლს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა ცივ ანადუღარ წყალს. აჩერებენ 2 სთ. შემდეგ წურავენ.
მიღება: 1/3 ჭიქა 3-ჯერ დღეში.
6. სატაცური
სატაცურის ახალგაზრდა ყლორტებს (3 ჩ.კ.) ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს, აჩერებენ 2 სთ. შემდეგ წურავენ.
მიღება: 1-2 ს.კ. დღეში 3-ჯერ.
7. ვარდკაჭაჭა
2 ს.კ. ვარდკაჭაჭას დაქუცმაცებულ ფესვებს ასხამენ 2 ჭიქა ცხელ წყალს, ადუღებენ 30 წთ. აციებენ 10 წთ შემდეგ წურავენ.
მიღება: 1/2 ჭიქა 3-ჯერ დღეში.
8. მრავალძარღვა
ღებულობენ მრავალმარღვას ცოცხალ წვენს 1-2 ს.კ. ჭამამდე 30 წუთით ადრე, დღეში 3-ჯერ.
9. ხახვი, თაფლი და რძე
1 თავ ხახვს ჭრიან წვრილად, უმატებენ 1 სუფრის კოვზ თაფლსა და 1 ჩაის ჭიქა რძეს. ურევენ ერთმანეთში და სვამენ მთელი დღე.
თუ შარდში ცილა აღმოჩნდა, ხალხური მედიცინა გვირჩევს:
ა) 1 ჩაის კოვზ ოხრახუშის დაქუცმაცებულ თესლებს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს და დგამენ მდუღარე წყალში 1 სთ. ამ ნაყენს ასმევენ ბავშვს 1 დღის განმავლობაში.
ბ) ოხრახუშის ფოთლებსა და ფესვებს ჭრიან. 2 სუფრის კოვზზე ასხამენ 0,5 ლ მდუღარეს და აჩერებენ შეფუთულ მდგომარეობაში 1-2 სთ. ეს არის 1 დღე-ღამის ნორმა, რომელსაც ღებულობენ დღეში რამდენჯერმე.
გ) 1 ჩაის კოვზ ოხრახუშის ფესვებს ასხამენ 1 ჭიქა მდუღარეს. ასმევენ ბავშვს სუფრის კოვზით დღეში 3-4-ჯერ.
შენიშვნა: გირჩევთ გაიაროთ სრული დიაგნოსტიკა, რადგან არცერთი დაავადება ერთ ორგანოში არ წარმოიშვება სხვა ორგანოებში დარღვევების გარეშე. მხოლოდ კომპლექსური მკურნალობის შემთხვევაში აქვს ამ რეცეპტს დადებითი შედეგი.
Facebook კომენტარები