სახსრების დაავადებების მკურნალობაში დაგეხმარებათ მცენარეული საშუალებები!

დაავადებები ართრიტი, ართროზი, პოლიართრიტი, რევმატიული ართრიტი, ნიკრისის ქარი (პოდაგრა) ხასიათდებიან სახსრების, კუნთების, კოჭების, მუხლების, ფეხის თითების, ძვლებისა და მენჯ-ბარძაყის ძვლების ძლიერი, შემაწუხებელი ტკივილით. იქიდან გამომდინარე, თუ რომელი დაავადება გაწუხებთ, მკურნალობაც შესაბამისია.  ეს დაავადებები ზამთრის პერიოდში იჩენენ თავს და ადამიანს გადაადგილებაც კი უჭირს.

დაავადებების სამკურნალო მეთოდები

რევმატიული ართრიტი – თანაბარი რაოდენობით აღებული არყის ხის ფოთლების და ტირიფის ქერქის ნახარში საუკეთესო საშუალებაა. ტკივილის და ანთების საწინააღმდეგოდ.

გამოიყენეთ:

1. გამთბარ სახსრებზე წაისვით თბილი თაფლი (ცხელ ჭიქაში გქონდეთ) 4 ფენის რაოდენობით. ე.ი. წაისვამთ ორი თითით თბილ თაფლს წრიული მოძრაობით. შეშრობის შემდეგ ისევ გაიმეორებთ. შემდეგ შეიხვიეთ თბილი ბამბის ქსოვილით. პროცედურა შეასრულეთ საღამოს,  და გაიმერეთ 10 სეანსი მაინც.

2. ხორცსაკეპში გაატარეთ 1კგ პირშუშხა, დაასხით 4 ლ ცივი წყალი. ადუღეთ 5 წთ ნელ ცეცხლზე. შემდეგ გაწურეთ, შეაგრილეთ, დაუმატეთ 0,5 კგ თაფლი, დალიეთ ყოველ დღე (ერთსა და იმავე დროს) 1 ჭიქა.

3. აიღეთ ერთი ჩ/კ მარილი, სოდა და თაფლი. დაუმატეთ 7 წვეთი იოდი. წაისვით მტკივნეულ ადგილზე, შეიხვიეთ შალის ნაჭრით. 15-20 წთ შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და გაიმშრალეთ. თბილად შეიხვიეთ. სეანსი ჩიტარეთ 10 დღე. ეს რეცეპტი ნებისმიერ ზემოთ ჩამოთვლილ დაავადებას უხდება.

4. 1 ს.კ თაფლი შეურიეთ 100 გრ გახეხილი კარტოფილი, გადაიტანეთ დოლბანდზე, დაიდეთ მტკივნეულ სახსარზე – 1სთ, გაიკეთეთ 2- ჯერ დღეში. კურსი ჩაიტარეთ 7 დღე. რეკომენდებულია ოსტეართროზის და ნებისმიერი ართრიტის დროს.

5. ართრიტის დროს ასევე კარგია 100 გრ არყის და 1 ს/კ თაფლის ნარევის დადება გაჟღენთილი დოლბანდით – 20 წთ. დღეში ერთხელ 7 დღის განმავლობაში.

6. პოდაგრის დროს კარგია ხორცსაკეპში გატარებული 100 გრ ხახვი, დაუმატეთ 2 ს.კ. თაფლი, მოათავსეთ დოლბანდზე და დაიფინეთ მტკივნეულ ადგილზე 20 წუთის განმავლობაში. ჩაიტერათ პროცედურა დღეში ერთხელ 7 დღეის განმავლობაში.

7. სახსრების ტკივილისა და რევმატიზმის დროს კარგია 100 მლ ქაცვის ზეთის, 60 გრ თაფლისა და 30 გრ ზღვის მარილის (არომატის გარეშე) ნარევი. ჩავდოთ თბილ წყალში, რომ მარილი გაიხსნას. დოლბანდით დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე. შეიხვიეთ თბილად. გაიკეთეთ ღამის პერიოდში.

შინაგანად მისაღებად ეფექტურია ქაცვის წვენი. წინა საღამოს დაყენებული თაფლის წვენი. თაფლისა და ლიმონის წვენი ერთად. 100 გრ თაფლის და 150 მლ სტაფილოს წვენის ნარევი. მიიღეთ 3 ს/კ 2-ჯერ დღეში 30 წთ-ით ადრე ჭამამდე, 2 კვირის განმავლობაში.

ყველა სახის რევმატიზმისა და სახსრების ტკივილის დროს კარგი საშუალებაა, მიიღოთ მოცვის ფოთლების წვენი თაფლით 2-ჯერ დღეში 50 გრ ჭამამდე 1 სთ-ით ადრე, 1 თვე. ეს ნაყენი რეკომენდებულია ყველა ტიპის რევმატიული დაავადების, მხედველობის პრობლემებისა და გაციების დროს. ასკილის ფესვების ნახარში თაფლთან ერთად რევმატიზმისა და ორგანიზმის გაწმენდისთვის. ჰეპატიტის დროსაც გამოიყენება და ზემოთ ჩამოთვლილ დიაგნოზებს უხდება შინაგანად გირჩის მურაბის მიღება, რადგან ის ამავე დროს, წარმოადგენს იმუნომოდულატორს და ანტიოქსიდანტს.

შეგახსენებთ, ჩვენ ახლოს ვართ ბუნებასთან და ამის გამო, ყველა ბუნებრივი სამკურნალო რეცეპტი საუკეთესო საშუალებაა დაავადებასთან საბრძოლველად. იმედია, ყველა ეს მეთოდი დაგეხმარებათ პრობლემის მოგვარებაში.

Facebook კომენტარები